კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იკვებოთ ახალი წლის სუფრის შემდეგ, რათა კუჭი ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს

შობა-ახალ წელს ყოველთვის ზარ-ზეიმით ვხვდებით, ნაძვის ხის მორთვის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება სუფრას ექცევა. დიასახლისები ყურადღებას აქცევენ რისი წელი მოდის ზოდიაქოს მიხედვით და ცდილობენ ახალ წელს, საახალწლო კერძებით ღირსეულად შეხვდნენ. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, სუფრაზე აუცილებელია იყოს: საცივი, გოჭის ხორცი, ხაჭაპური, გოზინაყი, ღორის ხორცი და ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. საახალწლო სასიამოვნო განწყობასა და სიხარულს ისეთი სერიოზული გართულებები ახლავს თავს, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ჩვენთან საახალწლო დღესასწაული 1 იანვრიდან 14 იანვრამდე გრძელდება. ალბათ, ყველას აინტერესებს, რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს ხანგრძლივი სუფრა და მრავალფეროვანი კერძები. ამ თემასთან დაკავშირებით, გასტროენტეროლოგს, ქალბატონ მანანა კვარცხავას ვესაუბრეთ.

 – ქალბატონო მანანა, ახალი წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის რა გართულებებია მოსალოდნელი?
– შობა-ახალი წლის შესახვედრად თითოეულ ოჯახში სხვადასხვა სახის კერძები მზადდება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. საქართველოში ეს დღესასწაული ძველით ახალ წლამდე გრძელდება. თუმცა, მხიარულებას თან ახლავს ისეთი გართულებები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან შეიძლება ასოცირდებოდეს. რასაკვირველია, საკვების ჭარბი რაოდენობა პირველ დარტყმას კუჭს აყენებს, რომელსაც არაერთი დაავადების გამოწვევა შეუძლია. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ 90-იანი წლების შემდეგ, როცა ქართველებმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს, ცხიმიანი კერძები, სამარხვო პროდუქტებმა ჩაანაცვლა, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა დღესასწაულებზე არ გამქრალა. შესაბამისად, ახალი წლის საკვები თავად  შეიძლება არ იყოს მძიმე და ცხიმიანი, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს რიგ პრობლემებს. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქართულ სუფრაზე ახალ წელს უნდა იყოს: საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ღორის ხორცი, გოჭის ხორცი და ასე შემდეგ. ეს კერძები, დასახელებიდანაც ჩანს, რომ მძიმე მოსანელებელია. ახალი წლის შემდეგ მწვავდება თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადებები, ნაწლავური და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები, ქრონიკული პანკრეასი და ასე შემდეგ.
– რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს დღესასწაულების შემდეგ კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე?
– კუჭ-ნაწლავი გადატვირთული რომ არის, მიგვანიშნებს შემდეგი სიმპტომები: უხასიათობა, თავის ტკივილი, დილით რთულად გაღვიძება, პირში მწარე, ან ცუდი გემო, გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა და ბოლოს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მოვლითი, ან ყრუ ხასიათის. თუ, ტკივილი ძლიერია, ისეთი, რომელსაც სჭირდება გამაყუჩებელი, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ასევე, დღესასწაულების შემდეგ, ძალიან ხშირია ინტოქსიკაცია, რომელსაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს. ახალ წელს ასევე ხშირია გაზიანი სასმელების მიღება, რაც კუჭში გამოყოფს სხვადასხვა ფერმენტს საკვების მოსანელებლად. თუმცა, გაზიანი წყლის მიღებასაც თავისი დოზა აქვს. მისი დიდი რაოდენობით მიღებისას კუჭში მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რაც ართულებს საჭმლის მონელებას. სწორედ ამიტომაა, რომ ახალი წლის შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებათ გაზების დაგროვება, ბოყინი, გულძმარვა და ასე შემდეგ.  ინტოქსიკაციას იწვევს ასევე, დიდი რაოდენობით ცხიმიან საკვებთან ერთად, ალკოჰოლიც, რამაც შესაძლოა ექიმის ჩარევაც გახადოს საჭირო. აქვე, საყურადღებოა ტკბილი სასმელები, რის შედეგადაც რთულდება მონელების პროცესი. ზოგადად, ყველა ადამიანის კუჭი დაახლოებით 250 მილილიტრს იტევს. გაჭიმულმა კუჭმა შესაძლებელია, მიიღოს 5 ლიტრი სითხეც. ამიტომაა, დიეტის დროს რომ ამბობენ, თავიდან მიჭირს, შემდეგ კუჭი ეჩვევაო, ანუ კუჭი უბრუნდება ჩვეულ ფორმას. შობა-ახალ წელს ადამიანი ყველა კერძს ერთად მიირთმევს, საცივს, გოზინაყს, ფხალეულს, გოჭის ხორცს, ლიმონათს, სასმელს და წარმოიდგინეთ, კუჭი რა მდგომარეობაშია. რთულია, სუფრაზე ქართველ კაცს ურჩიო, კიტრი და პომიდორი მიირთვას.
– ოჯახის პირობებში როგორ შეიძლება ახალი წლების შემდეგ კუჭ-ნაწლავის მკურნალობა?
– უპირველეს ყოვლისა, შეამსუბუქეთ კვების რაციონი და გადადით ჯანსაღ კვებზე – ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. ახალი წლის შემდეგ კარგია, თუ მიირთმევთ წვნიანებს, მაგალითად: უბრალო სუპს. ასევე, სასურველია, რძის პროდუქტები: მაწონი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი. საღამოს, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე შესანიშნავია ჩათუშული ვაშლი. ეს აქრობს შიმშილის გრძნობასაც და ორგანიზმზეც დადებითად მოქმედებს. თუ, დღესასწაულების შემდეგ გულძმარვა გაწუხებთ, გამორიცხეთ შიმშილი! გულძმარვა გამოწვეულია მაღალი მჟავიანობით, ამ დროს პირიქით, რეკომენდებულია კვება (ცოტ-ცოტა და ხშირად). კარგია მინერალური წყალი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს გაზგასული და შემთბარი. წყაროდან აღებული მინერალური სასმელი სწორედ მსგავსი სახით მოგვეცემა. თუ, ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ რეკომენდებულია მინერალური წყლის იმ სახით დალევა, როგორიც გაყიდვაშია, უფრო მეტიც, ეს სასარგებლოც არის მისთვის. ჭორის დონეზე გავრცელებულ რჩევებს ნუ დაუჯერებთ, მსგავსი მასალები ინტერნეტშიც ვრცელდება ეგრეთ წოდებული „მარგანცოვკა” და მსგავსი დანამატები არ გამოიყენოთ. რაც შეეხება პრეპარატებს, საერთოდ, წამლების თვითნებურად მოხმარების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არის პრეპარატები, რომლის მიღებაც დასაშვებია. ეს, იმ პაცინეტებს ეხებათ, რომლებმაც იციან, რა პრობლემასთან აქვთ საქმე – მაგალითად, ქრონიკული ანთება, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები. მსგავს შემთხვევაში, გართულებების თავიდან ასაცილებლად, შუა ჭამის დროს შეგიძლიათ, მიიღოთ ფერმენტული პრეპარატები – კრეონი, კრეზანი, ფესტალი და ასე შემდეგ. ძალიან კარგია კვებასა და კვებას შორის დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ეს ინტოქსიკაციას უშლის ხელს.

скачать dle 11.3