კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აბაშიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბაშა.
აბაშიშვილები ქვემო ქართლში იყვნენ მებატონეები. დავით აბაშიშვილს 1721 წელს ყმები ჰყოლია კიკეთში, გოლთეთში, ფარცხისში, ოშეთში, მჟავისში, გარისში, ეცოში, უკანდაღეთსა და დიაში.
1721 წელს აბაშიშვილი და ეპისკოპოსი იოსებ სააკაძე მანგლისის საეკლესიო მიწასა და იქ მოსახლე გლეხებზე პრეტენზიას აცხადებდნენ და ამის თაობაზე ვახტანგ მეფესთან წარდგნენ.
1785 წელს ლუარსაბ აბაშიშვილმა იოანე ეპისკოპოსს შესწირა სოფელი არმანეთი.
საქართველოში 153 აბაშიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 115, თბილისში – 27, გორში – 11.
არსენიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არსენი.
სოფელ ბართაში მცხოვრებმა არსენიძემ, რომელიც გელათის დეკანოზი იყო, ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ხელისძეული ნასყიდი მამული.
საქართველოში 1 074 არსენიძე ცხოვრობს: ქუთაისში – 402, ტყიბულში – 368, თბილისში – 123. არიან სხვაგანაც.
ყენია
ყენია გურული გვარია. მისი სამშობლოა საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.
ყენიები იყვნენ აზნაურები. რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს საქართველოდან თავადაზნაურთა სიაში – „ხავერდის წიგნში“ შეიყვანა: დავით ბერისძე, მისი მეუღლე – დარეჯანი, ლევან იესეს ძე, გოგიტა ბეჟანის ძე, ოთარ ბეჟანის ძე, გიორგი ივანეს ძე, დავით სიმონისძე, გლახუნა სიმონის ძე და ასე შემდეგ ყენიები.
საქართველოში 231 ყენია ცხოვრობს: თბილისში – 125, ჩოხატაურში – 31, სამტრედიაში – 28. არიან სხვაგანაც.
გაბიდაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.
1796 წელს, კოღოთაში, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში, მოიხსენიება ვინმე გაბიდაური.
მახარობელი გაბიდაური, 1873 წლის აღწერით, სოფელ ნამტვრევანში მოიხსენიება.
საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს: თბილისში – 132, თეთრი წყაროში – 93, თიანეთში – 31. არიან სხვაგანაც.
მატიაშვილი-აბატაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.
1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.
1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ, ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.
1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.
მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.
მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.
საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
ყარანგოზაშვილი
გვარი ყარანგოზაშვილის ფუძეა თურქული საკუთარი სახელი ყარაგოზ. 
საერთოდ, ყარანგოზაშვილები დუშეთიდან არიან, ფლობდნენ იქ მიწა-წყალსა და ყმა გლეხებს. იქვე იყო მათი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ისინი დიდი სახელითა და გავლენით სარგებლობდნენ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დუშეთის თავკაცი – ერთეოს ყარანგოზაშვილი.
საქართველოში 26 ყარანგოზაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 19, თბილისში – 6, ახალციხეში – 1.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3