კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ დაბალ წნევას და ჰემოგლობინის დაწეულ დონეს


ჰიპოტონიას ანუ წნევის დაქვეითებას ახასიათებს აპათია, მოდუნება, საერთო სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება, ასევე თავის ტკივილი.  თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სუბიექტურია.
როდესაც წნევა საგრძნობლად ეცემა, ადამიანი კარგავს ფერს, ხელისა და ფეხისგულები უოფლიანდება, დარღვეულია ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია. ამ სიმპტომებს შეიძლება, დაერთოს კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა და სხვა. სხვათა შორის, მამაკაცებს ჰიპოტონიის ფონზე შესაძლოა, პოტენცია მკვეთრად დაუქვეითდეთ. ჰიპოტონიკებს მოსვენების დროს სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებთ, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქრება. ეს იმის ბრალია, რომ დაბალი არტერიული წნევის გამო კუნთების სისხლით მომარაგება მცირდება. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, როცა სისხლის წნევა იმატებს, ხელახლა უმჯობესდება.
თუ დაბალი წნევა რომელიმე დაავადების სიმპტომია, უნდა ებრძოლოთ არა ჰიპოტონიას, არამედ მის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ეს კი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ალერგია, ასთმა, მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები, ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, არარაციონალური კვება და ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებულად მიღება.
არტერიული ჰიპოტონია ხშირად ართულებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორებიცაა გულის მანკი, მიოკარდიტი, ლეიკოზი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ. ჰიპოტონიის მკურნალობა გულისხმობს სასიცოცხლო ტონუსის მომატებას. ამისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი ძილი. კერძოდ, გამოიძინეთ 10 საათი მაინც. ძილის დროს სისხლი ძირითადად მუცლის ღრუს ორგანოებში გროვდება, ხოლო თავის ტვინის სისხლით მომარაგება შედარებით სუსტდება. კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, სპორტული ვარჯიშები.
ყველი და კარაქი, ყავა და შოკოლადი წნევის მომატებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება დაბალ ჰემოგლობინს, ამასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ დროულად ყურადღება, რადგან ის მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. კერძოდ, გარკვეულ პერიოდში, ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე საგრძნობლად იწევს ქვემოთ, რაც თავბრუხვევას, სისუსტეს, თავის ტკივილსა და მსგავს სიმპტომებს  იწვევს.
თუ გრიპის ან სხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ჰემოგლობინმა დაიწია, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ჩაიტაროთ თერაპიის ერთკვირიანი კურსი ხილ-ბოსტნეულის დახმარებით. მაგალითად:
* ორი მესამედი ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული სტაფილოსა და ერთი მესამედი ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და მიიღეთ ყოველდღე, ნახევარი ჭიქა, სადილის წინ.
* 100 მილილიტრ ბროწეულის წვენს შეურიეთ ამდენივე ლიმონის, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენი. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ, 2-2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.
* აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ორთქლზე მოხარშული საქონლის ღვიძლი, ცოცხალი მწვანილი და წითელი ფერის ბოსტნეული. მოერიდეთ მწარე საკვებს.
* ხშირად მიირთვით მოხარშული ახალი კარტოფილი კანიანად.

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა უმი კუნელის ჭამა
შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული დაავადებაა. დიაბეტის დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება მცირდება. ამის გამო შაქარი ცუდად შეითვისება და სისხლში მისი კონცენტრაცია მატულობს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ნერვული დარღვევები, მხედველობის დაქვეითება, ინფექციები, სისხლის მიმოქცევის გაუარესება, გულისა და თირკმელების დაავადებები. ორგანიზმში ირღვევა ყველა სახის ნივთიერებათა ცვლა.
შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე, მომატებული მადა, სისუსტე, წონაში კლება, კანის სიმშრალე და ქავილი, ასევე, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა.
შაქრიან დიაბეტს დროული გამოვლენა, ყურადღება და მკურნალობა სჭირდება. ხალხურ მედიცინაში არსებობს სამკურნალო ბალახების ნაყენები, რომელთა სისტემატური სმა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და მეტ-ნაკლებად ებრძვის დაავადებას.
რადგან შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება, გამოიყენეთ ნაცადი ხალხური მეთოდები: მიირთვით წიწიბურას ფაფა, ოღონდ, რძის გარეშე. კარგია, ასევე, ჭინჭრის ფოთლების ნაყენი: 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ.
დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა უმი კუნელის ნაყოფი. ის სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს. სასურველია, დღეში 100 გრამი კუნელის მიღება, ოღონდ, აუცილებლად ჭამის შემდეგ. მშიერ კუჭზე მან შესაძლოა, ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.
კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევისა და დათრგუნვის შემთხვევაში, სასარგებლოა დაფნის ფოთლების ნაყენი: 12 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი დღე. ნაყენი მიიღეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში 50 მილიგრამი.

რატომ არის აუცილებელი ორგანიზმისთვის ხილისა და ბოსტნეულის წვენები
ცოცხალი ბოსტნეულის წვენების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით – ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
*სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C,  D, E ვიტამინებს, მისი დალევა კარგია სისხლნაკლებობის დროს.
*ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.
*ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.
*კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
*კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ. ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს, რადგან შესაბამისად, უფრო სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი.

რომელი საკვები უწყობს ხელს ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას
ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭის წარმოქმნაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბებაში, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, ცხოვრების პირობებსა და გენეტიკურ ფაქტორსაც. კენჭის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე, აღინიშნება: ასაკი, სიმსუქნე, მუცლის შებერილობა, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევა კუჭსა და ნაწლავებზე, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ციროზი, უმოძრაო ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების თავისებურებას. საკვები პროდუქტებიდან კენჭის გაჩენის ხელშემწყობად მიიჩნევა: ცხიმი, კვერცხის გული, ცხვრის ხორცი, საქონლის ტვინი, ღვიძლი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენას, ასევე, ხელს უწყობს წონაში სწრაფი დაკლება და ხანგრძლივი შიმშილი. ამ დროს მცირდება ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა რაოდენობა, რაც ნაღვლის შეგუბებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი კენჭის გაჩენის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. ასევე, შესაძლოა, ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს ნაღვლის ბუშტში კენჭი და არანაირი ჩივილი არ აღენიშნებოდეს. ავადმყოფთა მეორე ნახევარში კი ნაღველკენჭოვანი დაავადება აბსოლუტურად განსხვავებულ კლინიკურ სურათს იძლევა. კერძოდ, ზოგს აღენიშნება მარჯვენა ფერდის ქვეშ და მუცლის ზედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა, გულისრევა, ბოყინი, მუცლის შებერვა, ფაღარათი. ეს მოვლენები დღითიდღე ძლიერდება, რაც დიეტის დარღვევასთან არის კავშირში. ავადმყოფთა ნაწილი კი მუცლის ზედა არეში მუდმივად ყრუ ტკივილს, საერთო სისუსტეს, მოთენთილობას, პირის ღრუში მწარე გემოს უჩივის.
ნაღველკენჭოვანი ჭვალი, შეიძლება, სრულიად უმიზეზოდ დაიწყოს ან მას წინ უძღოდეს დიეტის დარღვევა, ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქოემოციური დაძაბულობა და ასე შემდეგ. ტკივილს პირღებინება და მუცლის შებერვა ერთვის. 
გახსოვდეთ რომ, კენჭების გაჩენის პროფილაქტიკა მის ხელშემწყობ დაავადებებთან ბრძოლაა. ამისთვის, უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, იყოთ აქტიური, იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით.

როგორ ვუშველოთ თავს ნაბახუსევზე
ვინც იშვიათად სვამს სპირტიან სასმელს, ნაბახუსევ მდგომარეობაში ნაკლებადაა, მხოლოდ იმ შემთხვევაში: თუ სასმელი უხარისხოა, მავნე ნივთიერებებს შეიცავს ან ზედმეტი დოზა მიიღო და თან, საკვებიც არ მიუყოლებია. ასევე, თუ სხვადასხვა სპირტიან სასმელს, მაგალითად, არაყს, ღვინოს, კონიაკს აურევენ ერთმანეთში.
ნაბახუსევის ყველაზე ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ სპირტი და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნერვულ სისტემას აზიანებს. გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლა შიდა ქალის წნევას სწევს მაღლა. ამ დროს ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილის გრძნობაც აწუხებს. ალკოჰოლს ორგანიზმის გამოშრობაც შეუძლია. წინა საღამოს გადამეტებული დოზით ალკოჰოლის მიღება, მეორე, დილას ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს. იმისთვის, რომ ეს დეფიციტი სასწრაფოდ შეივსოთ და წყურვილის გრძნობაც მოიკლათ, სითხე ერთბაშად არ უნდა მიიღოთ. გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში ლიტრ-ნახევრამდე სითხე დალიეთ, ოღონდ არა გაზიანი. კარგია, ასევე, მაგარი ჩაი ან ყავა.
ბევრი ნაბახუსევზე მინერალური წყლის დალევას ამჯობინებს. ეს სწორია, რადგან ნაბახუსევზე ორგანიზმი ალკოჰოლის მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებას გთხოვთ. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ორ ლიტრამდე მინერალური წყალი დალიოთ. წყურვილის მოკვლის გარდა, უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ელექტროლიტების, კერძოდ, მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის დოზის აღდგენაზეც. ამ ნივთიერებებით მდიდარია კიტრის მწნილის წვენი, კომბოსტოს მწნილი, ხორბლის ბურახი. ისაუზმეთ ნოყიერი კერძებით, მიირთვით კარტოფილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.
ნაბახუსევის დროს, რეკომენდებულია არა ცხელი აბაზანა, არამედ ნელთბილი შხაპის მიღება. ცხელი წყალი გულსისხლძარღვთა სისტემას უქმნის საფრთხეს,  ნელთბილი შხაპი კი, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ოფლის გამოყოფას აუმჯობესებს, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან.

скачать dle 11.3