კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა იზეიმოს ადამიანმა მაცხოვრის შობა ფოიერვერკებითა და ქეიფით და რა მდგომარეობით სცილდება ის ჭეშმარიტებას

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ. ეს არის დღე, რომელსაც მთელი საქრისტიანო დიდი სასოებით, იმედითა და სიყვარულით ელოდება. როგორ უნდა შევხვდეთ ქრისტეშობის დღესასწაულს და როგორ გავაგრძელოთ ამ უმნიშვნელოვანესი დღის შემდეგ ცხოვრება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 – იესო ქრისტე გუშინ, დღეს, ხვალ და ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ ის საჭირო იყო პირველ საუკუნეებში, შუა საუკუნეებში, გასულ საუკუნეებში, ასევე საჭირო იქნება მომავალ საუკუნეებშიც, სანამ უფლის ნებით არსებული სამყარო არ შეწყვეტს არსებობას. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხაროდ‚ შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებასო. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და, ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს ასეთ სიტყვებს: ათიათასჯერ რომ დაიბადოს იესო ქრისტე ბეთლემში, თუ ის ჩვენს გულსა და სულში არ დაიბადება, მაშინ ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომაც, მთელი მარხვისა და არა მხოლოდ მარხვის განმავლობაში, ადამიანმა უნდა განიწმინდოს გული, გონება, რომ მასში მაცხოვარი იშვას.
– მაცხოვრის შობის შესახებ არაერთი სწავლება არსებობს. საუკუნეებია, ადამიანები აღნიშნავენ ამ დღეს – ზეიმობენ, ლიტურგიას ესწრებიან, თუმცა მეორე დღიდან ჩვეული, ცოდვილი ცხოვრების წესს უბრუნდებიან.
– ჯერ კიდევ საღმრთო წერილში, მიქეას წიგნში, იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი, ზეციური პური, სწორედ ბეთლემში უნდა მოსულიყო. ასევე, მაცხოვრის შობის შესახებ სწავლება გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსში“, რომელიც ყველა ქრისტიანმა ყოველ დილას, დილის ლოცვების წაკითხვისას, უნდა წარმოთქვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტე მოვიდა არა ანგელოზებისთვის, ფრინველებისთვის, პირუტყვებისთვის, არამედ ჩვენთვის, ადამიანებისთვის და ჩვენი ცხონებისთვის. ქრისტეს შობის დღესასწაული ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო, საუფლო დღესასწაულია და, როგორც ცნობილია, უკვე მეორე საუკუნიდან, ყველა ქრისტიანულ თემში აღინიშნებოდა, თუმცა, სხვადასხვა დროს. ადამიანი ეჩვევა იმას, რომ თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი ზეიმურობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნული დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა, მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული.  ყველა ქრისტიანმა ეს დღე უნდა იზეიმოს გულით, ცოდნით, დოგმატით, და არა მხოლოდ გემრიელი კერძებით, მორთულობებითა და ფოიერვერკებით. 40-დღიანი მარხვით ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენს გულშიც იშვას მაცხოვარი და მას გული ისეთი დაბინძურებული არ უნდა დავახვედროთ, როგორც ის მღვიმე იყო, სადაც 20 საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ იშვა მაცხოვარი. ამიტომაც უნდა შევინახოთ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, განვიწმინდოთ, რომ შობას ჩვენი გული და ცნობიერება განიწმინდოს – ღირსეულად შეხვდეს მესიის შობას, რომ კიდევ ერთხელ არ გვამხილოს, როგორ არის იმ ბაგასავით დაბინძურებული ჩვენი გული და ცნობიერება. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „იესო ქრისტე“ ნიშნავს მესიას, რომელიც არის ცხებული. ის ისეთივე სრულ ღმერთად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. მან მხოლოდ შეიძინა სრული კაცობრივი ბუნება, ისეთივე, როგორიც თითოეულ ადამიანს აქვს, იმ განსხვავებით, რომ ქრისტე უცოდველია. ანუ, ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, იშვა ქალწული მარიამისგან და ირწმუნებს ყოვლადწმიდა სამებას, ის იქნება გამოხსნილი, გათავისუფლებული ყოველგვარი ცოდვისგან. ყველა ადამიანს შეუძლია, აღიაროს, ირწმუნოს, მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და მისი გულიც განათდება მაცხოვრის შობით, რის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმს, ანუ ზეციურ სასუფეველს. სწორედ ამიტომაც, მაცხოვრის შესახებ პირველად ეუწყათ არა ამ სოფლის თავადთ, დიდებულებს, ბრძენთ, არამედ უბრალო მწყემსებს, მეთევზეებს, ანუ მათ‚ ვისაც გარეგნული და შინაგანი სიგლახაკე გააჩნდათ.
– როგორ კარგავს ერთ დღეში ადამიანი მარხვით, შობით მიღებულ მადლს?
– ძალიან ბევრი, იმის გამო, რომ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა და არაფერს სახსნილოს არ გაეკარა, მიეცემა თავაშვებულობას და ისეთ ცოდვაში ჩავარდება, შეიძლება, მომავალ კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. როგორც ბასილი დიდი ამბობს, ადამიანი, დღესასწაულს ბოყინითა და სლოკინით არ უნდა ზეიმობდეს. ამიტომ, საშიშია ადამიანის ცხოვრება მსგეფსში. მარხვის მძიმე დღეებში ადამიანი მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, მსგეფსში კი – ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს, ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ადამიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც შობის მარხვის განმავლობაში მიიღო. რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერვე უნდა ავდგეთ, დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში. მოძღვარიც ადამიანია, გაგვიგებს, მოგვეფერება. ცხონება ხდება ადამიანის სურვილით, უფლის ლოცვა-კურთხევით – ეს არის ორი ფრთა, რითაც ადამიანი უნდა აფრინდეს უფალთან: ერთი არის მადლი ღვთისა, მეორე – საკუთარი ძალისხმევა. ჩვენთვის საუფლო დღესასწაულები არ უნდა იქცეს საერო დღესასწაულებად.  ხშირად ადამიანებს სძლევთ ერთგვარი გემოთმოყვარეობა დღესასწაულების მიმართ, რადგან, ამბობენ: მწამს შობა, მაგრამ არ მწამს აღდგომის, ამაღლების, ან – პირიქით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დიდებული საუფლო მოვლენა აღსრულდა განკაცებული ღმერთის მიერ ჩვენი ცხონებისთვის. ჩვენ გლოვაში ვართ, სინანულსა და მარხვაში. ყველაფერი ემსახურება ჩვენს ცხონებას და არა ხორციელ გართობას, გემრიელი ტრაპეზის გაშლას. ადამიანმა არ იცის, საიდან მოდის და სად მიდის, მისი ცხოვრება ბოლომდე არ არის გააზრებული. ამიტომ, ჩვენთვის ამ ორ გაუაზრებელ წერტილში ცხოვრება უნდა იყოს სუფევით ღვთისა. მაგრამ, თუ ადამიანს არ უნდა, ღმერთი მას არ აცხონებს. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, გავიაზროთ დღესასწაულები, ოღონდ, არა ცხვრის დაკვლითა და ქეიფით, არამედ, ტაძარში მისვლით, რადგან, ყოველი ზეიმი, რომელიც ეკლესიაში აღინიშნება, ღვთისგან არის დადგენილი ჩვენი სულის საცხოვნებლად და მას სჭირდება სულიერი მიმღებლობა, განცდა. ყველა დღესასწაული ადამიანმა უნდა იზეიმოს ეკლესიაში მისვლითა და საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებით, რადგან ამ დროს ყოველთვის იქადაგება მაცხოვრის შობა, ნათლისღება, სვლა გოლგოთაზე, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. ამიტომ, ყოველ ლიტურგიაზე ჩვენი დასწრება არის მაცხოვრის შობა, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა.

скачать dle 11.3