კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკანასკნელ ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ იბერია გაბრწყინდება

საქართველოს შესახებ არსებობს წინასწარმეტყველება, რომელსაც იზიარებს რუსული და ეხმიანება ბერძნული ეკლესია. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, უკანასკნელ ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, გაბრწყინდება იბერია.
იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველსლავურ „დაუჯდომელში“ ვკითხულობთ, რომ, ოდეს ღვთისმშობელს სამოციქულო მოღვაწეობისათვის წილად ხვდა იბერია და გამომგზავრება დააპირა, ღმრთისგან მოევლინა ანგელოზი და უთხრა:  „ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხვდომილი შენი განათლდეს მომავალთა ჟამთა ხოლო შენ იღვწინ მუნ, სადაცა ინების ღმერთმან“. ამასვე გადმოგვცემს ძველსლავური  „თვენი“.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ სიტყვები „განათლდეს მომავალთა ჟამთა“ გულისხმობს არა უკანასკნელ ჟამს, არამედ წმიდა ნინოს დროინდელ იბერიის ნათლისღებას. ეს მცდარი აზრი, როგორც ჩანს, მომდინარეობს იმ უზუსტობიდან, რომელსაც ადგილი აქვს ახალ რუსულ გამოცემებში, სადაც ციტატა დამახინჯებულად არის პერიფრაზირებული: „ïîñëåჰíèå ჰíè“-ს ნაცვლად ბეჭდავენ „â ïîñëåჰñòâèè âðåìåíè“-ს, რაც წინასწარმეტყველებას უკარგავს ცალსახა აზრს იმის შესახებ, რომ საუბარია უკანასკნელ ჟამზე, უფლის მეორედ მოსვლის წინარე პერიოდზე და არა ნებისმიერ მომავალზე. სიტყვა „ïîñëåჰíèé“-ს სლავურში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ახალ რუსულში „êîíå÷íûé“, „îêîí÷ჭòåëüíûé“.
წინასწარმეტყველებას საქართველოს გაბრწყინების შესახებ ეხმიანება ათონელ ბერთა შორის წმიდად დაცული გადმოცემა, რომლის თანახმად, „მოვა დრო, ოდეს იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ისევე იდუმალ დატოვებს ათონის მთას, ვითარცა მოვიდა და სასწაულებრივად გამობრწყინდება თავის წილხვედრ იბერიაში”.
ათონის მთაზე მოღვაწე მეთექვსმეტე საუკუნის უდიდესი წმიდანი ნილოს მირონმდინარე, რომლის საფლავიდანაც დიდი ხნის განმავლობაში დიოდა მაკურნებელი მირონი, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, 1813-1819 წლებში, ეცხადებოდა ათონის მთაზე მოღვაწე ბერ თეოფანეს, რომელიც სიტყვასიტყვით იწერდა მის წინასწარმეტყველურ შეგონებებსა და გაფრთხილებებს. წმიდა მამა ბერი თეოფანეს პირით აფრთხილებს კაცობრიობას მოახლოებული დიდი განსაცდელის შესახებ: „ივერიის ღმრთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას... მაშინ, ვაი მათდა, ვინც საწყისი დაუდო გზას დაღუპვისას და განაძევა აქედან დედოფალი“, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ანტიქრისტეს გამოჩინებას. იგი მკაცრად ამხელს აგრეთვე ათონელ ბერებს, რომელთა მძიმე ცოდვათა მოუნანიებლობის გამო, ათონის მთას დატოვებს წმიდა მთის მფარველი ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, რასაც მოჰყვება უდიდესი კატასტროფა – ათონის მთა ზღვაში ჩაიძირება.

скачать dle 11.3