კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რომელი წლიდანაა მოსალოდნელი საქართველოს აღზევება და რომელ პოლიტიკოსებს აქვთ 2016 წელი ხუთიანზე ხუთქულიან სისტემაში

იმ მარტივი მიზეზით, რომ პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს განეკუთვნებიან, მათზე გავლენას თვით ვარსკვლავებიც კი ახდენენ. როგორი იქნება ცეცხლოვანი მაიმუნის 2016 წელი საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის, რას ჰპირდებიან მათ პლანეტები და მათი განლაგება; მით უფრო, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებიც გველოდება. პარლამენტში კი ადგილები შეზღუდულია, თუმცა მსურველები, ჩვეულებისამებრ,  თავზე საყრელად გვყავს. ამ კითხვებზე პასუხს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაგვცემს.

 – სანამ შევეხებით კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების ვარსკვლავურ პერსპექტივას 2016 წელს, მახსოვს, თქვენ ამბობდით, რომ 2016 წელს დაიწყება გარდამტეხი სვლა პოზიტივისკენ. ხომ სწორად მახსოვს?
– საერთო ჯამში, იქნება პოზიტიური, მაგრამ იქნება ბევრი ნეგატივიც იმ პოზიტიურისთვის. ამდენად, საკმაოდ სერიოზული წელიწადია.
– რას გულისხმობთ პოზიტიურში და რა ტიპის მოვლენები შეიძლება, ჩაითვალოს ნეგატიურად ამ პოზიტივის ფონზე?
– დავიწყოთ იმით, რომ 2016 წელი წარიმართება პლანეტა იუპიტერის განსაკუთრებული ზეგავლენით, რომელიც 6 ოქტომბრამდე იმყოფება ქალწულის ზოდიაქოში. ეს დაკავშირებულია ადამიანის უნართან, იპოვოს ახალი შესაძლებლობები ჩანაფიქრის ასასრულებლად, ხოლო ძველი იდეებისგან მიიღოს მატერიალური დივიდენდები. ანუ ის ითხოვს ადამიანებისგან რაციონალიზმს, პრაგმატიზმს, ანალიზს. პლანეტა სატურნი, მუხრუჭი პლანეტა, მთელი წლის განმავლობაში იქნება მშვილდოსნის ზოდიაქოში, მისი ენერგია განაპირობებს ძველი კავშირების გადახედვას, გახსნის დიპლომატიური თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობებს, მოითხოვს წესებისა და კანონების უფრო მკაცრ დაცვას. ამიტომ არაერთი ადამიანი დაკარგავს თანამდებობას, რადგან სატურნი გახსნის ძველ შეცდომებსა და კორუფციულ სქემებს. იმიტომ რომ, სამყაროში იწყება 30-წლიანი სატურნისეული განვითარების ახალი ეტაპი. ამდენად, მოსალოდნელია მსოფლიო მასშტაბითაც კი მნიშვნელოვანი ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში, ცალკეულ სფეროებში: პოლიტიკაში, ტურიზმში, ეკონომიკაში, სპორტში, კულტურაში.
– 2016-ში არჩევნები გვაქვს და ცვლილება გარდაუვალია.
– ამიტომ ვახსენე ჩამონათვალში პირველი „პოლიტიკა“. მაგრამ ცვლილებები შეეხება ყველა სფეროს. პლანეტა ურანის აქტიურობა ვერძის ზოდიაქოში კვლავ შეუწყობს ხელს რეფორმატორულ ცვლილებებს, რომლებიც 2011-2012 წლებში დაიწყო. 2016  არაფრისმომცემი ილუზიებისგან გათავისუფლების წელიწადია. ეს არის ყველა ძველი გეგმის ტრანსფორმაციის წელიწადი. ამიტომ 2016 წელს რადიკალურად შეიცვლება ქვეყნების განვითარების  იდეოლოგია და სტრატეგია. მნიშვნელოვანი ეს წელიწადი იმითაც შეიძლება, იყოს, რომ იუპიტერი და ურანი ერთმანეთთან 90-გრადუსიან კუთხეს კრავს, რაც ნიშნავს იდეოლოგიის, სტრატეგიის რადიკალურ შეცვლას. ეს უფრო წლის მეორე ნახევარში მოხდება, არჩვენების შემდგომ. ამას მოითხოვს კოსმოსი და ვინც იქნება მზად, შერჩება თანამდებობას, ვინც არა –  დაკარგავს. რადგან მაიმუნის წელიწადია, მაიმუნს კი უყვარს მაიმუნობა, ეშმაკობა, ვერაგობა და მსგავსი ტენდენციები თვალში საცემი იქნება.
ნეგატიური ტენდენციებიდან ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადისთვის დამახასიათებელია ის, რომ ასეთ წელიწადს რეალობა და ილუზია ერთმანეთს ადგილებს უცვლის. ამიტომ ბრალდება აღიქმება სასაცილოდ და სინდის-ნამუსი ნაკლებად გაჭრის. პრეტენზიებს ადამიანები გამოხატავენ უფრო წლის პირველ ნახევარში, ხაზს გაუსვამენ ოპონენტების ჭკუანაკლებობის ფაქტორს. მოიმატებს პიარაქციები და არაერთს გაუჩნდება კოლექტიური შედეგის დასაკუთრების სურვილი, რაც, საერთო ჯამში, დაძაბავს სიტუაციას. წელს მიმდინარე რეფორმები თუ მიღებული კანონები რეალურად ერთი-ორი წლის შემდეგ ამოქმედდება. პოლიტიკაში გახშირდება ზურგს უკან თამაში, სხვათა დაცინვა. სამთავრობო გადაწყვეტილებები დროდადრო ურთიერთსაპირისპირო ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით, წლის პირველ ნახევარში. საზოგადოების მღელვარება და პროტესტიც წლის მეორე ნახევარში გამძაფრდება, როდესაც გაირკვევა, თუ ვინ ვის ატყუებდა.
– გამოდის, ვინც მეტს იმაიმუნებს მაიმუნის წელში, მით მეტად მოიგებს?
– ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მოგებული დარჩება, რადგან ბოლოს აუცილებლად წააგებს, მაგრამ რაღაც პერიოდში შეიძლება, მოიგოს. ასე ვთქვათ: წლის პირველ ნახევარში ვერაგობა მეტად გამართლებულია, მეორე ნახევარში კი –  დაისჯება.
– რაკი 2016 წელი საარჩევნოა, ის უკავშირდება არა მარტო პარლამენტის, არამედ მთავრობის ცვლილებასაც. როგორი წელია „ოცნებისთვის“, ანუ იმისთვის, რაც მისგან დარჩა?
– „ოცნებას“ ელის ტრანსფორმაცია, რადგან მათ რიგებში ბევრი ოდიოზული ფიგურა გაჩნდა.
– რა შანსები აქვს?
– დიდი, „ოცნება“ გამარჯვების მთავარი ფავორიტია, მაგრამ აუცილებლად მოხდება მისი ტრანსფორმაცია. 2016 ყველაზე კარგი წელიწადია დათო უსუფაშვილისთვის. ის მაიმუნის წელიწადში დაბადებულია 5 მარტს, ანუ თევზების ზოდიაქოა და მფარველი ანგელოზი ჰყავს თევზების ზოდიაქოში, ყოველ შემთხვევაში, აპრილამდე. ასევე, არ იქნება ცუდი წელიწადი დათო ბაქრაძისთვის, იმიტომ რომ, ის ვირთხის წელიწადშია დაბადებული, ვირთხა კი მეგობრობს მაიმუნთან. პოტენციალი ყველა ოპოზიციონერთან შედარებით მას ყველაზე დიდი აქვს. მისი საქმეა, პარტიასთან დარჩება თუ ცალკე გავა, მაგრამ წარმატების პოტენციალი აქვს, თუმცა, თუ პარტიასთან დარჩება, მისი პოტენციალი შემცირდება.
კარგი წელიწადია ბიძინა ივანიშვილისთვის. მით უფრო, რომ ისიც მაიმუნის წელიწადშია დაბადებული და ამ პიროვნებას წარმატების დიდი შანსი აქვს. ხუთქულიან სისტემაში ამ სამივეს 2016 წელს აქვს ხუთიანი.
– მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი პოსტიდან წავიდა, მაგრამ ისეთი ასაკი აქვს, რომ ყველაფერი წინაა. მისთვის როგორი იქნება 2016?
– ის ძაღლის წელიწადშია დაბადებული, ზოდიაქოს ნიშნით კი კირჩხიბია. ხუთქულიან სისტემაში მისთვის წელიწადს შევაფასებდი 4-იანზე. ზემოთ ნახსენებ სამს ვერ აჯობებს, მაგრამ სასიკეთო პერსპექტივები აქვს.
– მამლის წელიწადში დაბადებულ პრეზიდენტს?
– გიორგი მარგველაშვილი მამლის წელიწადშია დაბადებული და ქალწულია ზოდიაქოთი. ქალწულისთვის 2016 კარგი წელიწადია ოქტომბრამდე, მას დროულად მიუსწრო იუპიტერმა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ის იმყოფება ქალწულში. ეს რომ არა, თავისი პოპულისტური განცხადებების გამო ცუდად დაამთავრებდა კარიერას. მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მას კარტბლანში აქვს, მაგრამ ხელს უშლის მამლის წელიწადი, რადგან მამლისთვის არ არის სასიკეთო მაიმუნის წელიწადი. თუმცა ხუთქულიანი სისტემაში გიორგი მარგველაშვილისთვის 2016 წელი ფასდება სამიანზე, სამაგიეროდ, 2017  იქნება მამლის წელი და მას პოპულარობის დაგროვების დიდი შანსი ექნება. მაგრამ 2016, როგორც გითხარით, ექნება სამიანზე და ექნება პერიოდებიც, როდესაც შეეძლება ამ სამიანის ოთხიანზე აყვანა ისეთ თვეებში, როგორიცაა: მაისი, ივნისი, სექტემბერი. მაგრამ ოქტომბრის შემდგომ სირთულეები მოემატება.
ასევე, სამიანზე შეგვიძლია, შევაფასოთ რამდენიმე პოლიტიკოსის პოზიცია. ესენი არიან: ირაკლი ალასანია, პაატა ბურჭულაძე, დავით ნარმანია და მიხეილ სააკაშვილი. ხუთქულიანი სისტემით მათ 2016-ში განსაკუთრებული შანსი არ ექნებათ.
– „ნაციონალურ მოძრაობას“?
– „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დაბალი შანსი აქვს. რაც დღეს აქვთ, იმის ნახევარ ადგილს ვერ აიღებენ მომავალ პარლამენტში. მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, სადაც არის. რადგან მთავარი მუხრუჭი პლანეტა სატურნი შესულია მშვილდოსნის, ანუ სააკაშვილის ზოდიაქოში. ის მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მაქსიმალურად დაამუხრუჭებს მის შესაძლებლობებს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ეს დაღს დაასვამს პარტიულ მდგომარეობას, მუხრუჭდება. ასე რომ, უახლოესი წელიწად-ნახევრის ან ორი წლის განმავლობაში საკმაო სირთულეები ელის როგორც პარტიის ლიდერს, ისე პარტიას. გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ჯგუფები.
– ახალი სახეებით თუ  ახალი ჯგუფები ძველი სახეებით?
– ახალი სახეებიც და პარტიებიც. ზურაბ ხონელიძის ძალიან დიდი პატივისმცემელი ვარ,  რომელსაც აქვს საქართველოს განვითარების კონცეფცია, რაც ყველაზე მეტად შეესებამება საქართველოს სულიერ, კოსმოსურ მისიას. აი, ასეთი საინტერესო პიროვნებები შეიძლება, გამოჩნდნენ ავანსცენაზე, ასეთი ტიპის ადამიანები მოიკრებენ ძალებს 2016 წელს. რაც შეეხება უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებს: ისინი ავანსცენაზე უნდა გამოვიდნენ იმ დროს, როდესაც ხელი ეწყობა პოლიტიკურ აქტივობას. მაგალითად, პაატა ბურჭულაძემ ძალიან ცუდ დროს გამოაცხადა პოლიტიკური აქტივობა. მაშინ, როდესაც მზე იყო მშვილდოსნის ზოდიაქოში, სატურნი, მუხრუჭი პლანეტა კი გადიოდა მშვილდოსანში. ასეთ დროს, როდესაც მთავარი პლანეტა ამუხრუჭებს პოლიტიკურ შესაძლებლობებს, პარტიის შექმნა წამგებიანია.
– „გირჩები“ გამოჩნდნენ 2015-ში.
– ისინი შორს ვერ წავლენ…
–  თინა ხიდაშელი?
–  მე არ ვიცი მისი დაბადების წელიწადი, ზოდიაქოს ნიშნით ტყუპებია, ტყუპებისთვის კი საშუალო წელიწადია. არ მგონია, შორს წავიდეს.
– მეტი სადღა უნდა წავიდეს, თავდაცვის მინისტრია...
– ეს დანიშვნები არის სპეციალური და გასაგები, მაგრამ ტყუპების წინა პლანზე წარმოჩენა და მათთვის საჯარო საუბრების უფლების მიცემა არ არის მაინცდამაინც სასურველი, თუმცა პიარჯგუფებში ტყუპები კარგად მუშაობენ. კარგი გამხმოვანებლები არიან სამთავრობო გადაწყვეტილებების.
– ნინო ბურჯანაძისთვის როგორი წელია?
– მისთვის 2016 წელი არ იქნება ცუდი, ათქულიანი სისტემით ოთხიანზეა. ცოტა შეიძლება, გააუმჯობესოს თავისი შესაძლებლობები, ცოტა მეტი ხმა დააგროვოს და ცოტათი გაიზარდოს მისი პოპულარობა თანდათანობით. ხოლო, რადგან რუსეთთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება, ჰარმონიული, რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებები, ისეთი, როგორიც გააკეთა ხიდაშელმა, ვნებს ქართულ-რუსულ ურთიერთობას. მით უფრო, რომ გვაქვს დიდ პერსპექტივა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაპირისპირებაში, რომ ბევრი კურდღელი დავიჭროთ ერთდროულად.
– საქართველო ეკუთვნის ლომის ზოდიაქოს ნიშანს, როგორი წელიწადია 2016 ლომისთვის?
– პერსპექტივა არის. თუმცა ძირითადი წარმატებები საქართველოში მოსალოდნელია 2020-2021 წლებიდან. იმ პერიოდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს რეალური აღზევება და გვეძლევა დიდი შანსი.
ჩვენ წინ გველის ორი მოულოდნელი და წანასწარ განუსაზღვრელი წელიწადი. ეს არის 2016-ს მაიმუნის და 2017-ს მამლის წელიწადი. აი, ამ ორ წელიწადში უნდა მოხდეს ძირითადი გარდატეხა. ვიმეორებ –  ამ პერიოდში ძალიან ბევრი თანამდებობის პირი შეიცვლება; ასევე, საქართველოს განვითარების სტრუქტურა როგორც შიდა, ისე გარე. მოსალოდნელია კონფლიქტები, მოტყუებები, მაგრამ, საბოლოოდ, საზოგადოება გაერკვევა, ვინ ვინ არის სამთავრობო სტრუქტურუბში, ვინ ვისი მონაა, ვინ ვის ემსახურება. ეს ყველაფერი დაილექება, ოღონდ იქნება დაკავშირებული სკანდალებთან, კონფლიქტებთან, დაბეზღებასთან და სერიოზული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება ყველა სფეროში. ყველგანაა მოსალოდნელი რადიკალური ცვლილებები. ეს ყველაფერი რისთვისაა?! იმისთვის, რომ 2018 წლისთვის ჩვენ ეს არეული სიტუაცია ახალი კადრებით, ახალი შესაძლებლობებით უნდა დავალაგოთ, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, 2020-2021 წლებიდან საქართველო რეალურად აღზევდეს. აი, ამისთვის ვემზადებით. როგორც გურამიშვილი ამბობს: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი“, დაახლოებით, ასეთი სიტუაციის წინაშე ვართ.

скачать dle 11.3