კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენერგოჩურჩულები

ვისია, ვისია გაზი?!

 თუმცა ამ ჩვენს ქვეყანაზე უკვე გადის ევროპისკენ მიმავალი ერთი საერთაშორისო მილსადენი, ჯერჯერობით ენერგომატარებლები მასში მხოლოდ აზერბაიჯანიდან მოედინება (რაც საკმარისი არ არის, მაგრამ მომავალში შუააზიურიც შეიძლება შეუერთდეს  და თვით ირანულიც), მეორე საერთაშორისო მილსადენის გავლის პერსპექტივაც გვემუქრება.
გვემუქრება, რადგან, შესაძლოა, ირანულმა ნავთობმა და გაზმა სომხური მილების გავლით მოაღწიოს ჩვენამდე, რაც რფ-ის ამბიციებს ნაწილობრივ დააცხრობს, იმ მარტივი მიზეზით, რომ, რაკი მისი სატელიტ-მოკავშირე სომხეთი ჩაერთვება პროექტში, მასაც შეეძლება ამ მილსადენის კონტროლი.
ამასობაში „გაზპრომმა“ საქართველოსთან გამართა მოლაპარაკებები გაზის მიწოდების თემაზე, რამაც ჩვენი საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, მოტივით – ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიააო.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაა „რაოც“, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისს აწვდის და უნაწილებს ელექტროენერგიას (სხვა კომპანიების ჩამოთვლას აღარ შევუდგები), არგუმენტი მთლად დამაჯერებელიც ვერ არის, თუმცა, რა სჯობს, თუკი ოკუპანტური წარმოების არაფერი იქნება ამ ჩვენს ქვეყანაში?!
ხოლო, ვიდრე ჩვენ იმაზე ვდავობდით, რომ წვეთი გაზიც კი არ გვინდა „გაზპრომული“, გაირკვა, რომ გასული წლის მიწურულს „გაზპრომისა“ და „სოკარის“ თავკაცებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმაზე იმსჯელეს, როდის და რა მოცულობით გაზარდოს „გაზპრომმა“ „სოკარისთვის“ გაზის მიწოდება (რესპუბლიკაში, ანუ აზერბაიჯანში გაზის მოხმარება იზრდებაო), რაც იმას ნიშნავს, რომ ფრიად გაგვიჭირდება ბაქოდან მიღებულ ბუნებრივ აირში რუსულის აზერბაიჯანულისგან გამოხშირვა. ამის გათვალისწინებით კი (თუ „გაზპრომის“ მაინც არ აგვცდება – გაზი, რასაკვირველია), უფრო მომგებიანი პირდაპირი მოლაპარაკებაა, რასაც აკეთებს საქართველოს ენერგეტიკული სამინისტრო, თუმცა არ გვიმხელს დეტალებს.
ხოლო, რადგან ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც „ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო“, იმედია, ენერგეტიკის სამინისტრო ამ წელს მაინც გაგვიმხელს, რას ეჩურჩულებიან „გაზპრომს“?!

скачать dle 11.3