კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ობლის კვერი

ანუ სეპარატისტი ვერ შესწვდა ძეხვსაო

 ბევრი ვიცადეთ თუ ცოტა, ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა, ბევრი ტერიტორია დავკარგეთ თუ ცოტა, 2015-ის მიწურულს ევროკავშირმა ჩვენი მადლი მოისხა – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და, როგორც ნამდვილ დასავლელ სანტას შეეფერება, ფრიად გაგვახარა, რადგან, ობლის კვერს, ბოლომდე გამოცხობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოცხობის პირი აშკარად შეეტყო.
ხოლო, რაკი შური ეს მწუხარებაა სხვისა სიკეთესა ზედა, ჩრდილოეთით შეგვაშინეს, რომ უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას დროც დასჭირდება და ფულიც (რაც თქვენ არ გაგაჩნიათო), იმას გარდა, რომ ვერც დასაქმდებითო. თუმცა, განსაკუთრებით, ჩვენებურმა სეპარატისტებმა „შემოიხიეს“.
შემოიხიეს, სავარაუდოდ, აი, ზემოთ ნახსენები სხვის სიხარულზე მწუხარების მოტივით, თუმცა თავადაც შეუძლიათ ამ სიკეთით სარგებლობა. ბუნებრივია, თუკი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს აიღებენ.
პირველებმა აფხაზმა სეპარატისტებმა გვიკრეს წიხლი ევროკავშირში მიპატიჟებაზე, მათ მოგვიანებით ოსი სეპარატისტებიც შეუერთდნენ. ჩვენ, ბუნებრივია, სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია იმას გარდა, რომ, რაც არ უნდათ, არც მიეცეთ და ციმბირს ნურც გასცდენიან. მეტიც – თბილი ტანსაცმლითაც კი მოვამარაგებთ. –

скачать dle 11.3