კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

პოლიტიკური სამკუთხედი

სიყვარული და ვიზები

 გასული წელი რფ-სთვის იმდენად მძიმე იყო, რომ შუა წლის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე მავთულხლართების გადმოცოცებაზეც კი არ უფიქრია.
ან კი სად ეცალა: იქით – რუბლი ჰქონდა გასამაგრებელი, აქეთ – ნავთობი გასაძვირებელი, იმ ფონზე, რომ, არც კი იცოდა, როგორ დაეპურებინა თავისი მოსახლეობა (იმიტომ, რომ ნახევარ სამყაროს ემბარგო გამოუცხადა თავად სანქციებგამოცხადებულმა).
იმდენადაც კი გაერთო საკუთარი პრობლემებით, რომ ამ ჩვენს სეპარატისტებს დაპირებული 5-5  მილიარდი რუბლიც არ აღირსა. ვერ აღირსა, რადგან დონბასელი სეპარატისტებიც დაემატნენ სარჩენად და სირიის სამხედრო კამპანიაც დააწვა ბიუჯეტზე.
ჰოდა, სანამ საკუთარ გაჭირვებას უმკლავდებოდა, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა გვაჩუქა, რის პარალელურადაც, პრ. პუტინიც დაგვპირდა, გუმანში გვაქვს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაო (პათოსით, თხა თხაზე ნაკლებიო), რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენს დასაუფლებლად კონკურენციამ მხარეები შეაფრთიანა (დაე, ასე გააგრძელონ!).
ხოლო ამასობაში, რფ-ის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინს საკუთარ ფეხში გაურტყამს, ტყვია, რასაკვირველია (აქვე შეგახსენებთ, რომ ხსენებული ბ-ნი რფ-ში სამხედრო-თავდაცვით კომპლექსს კურირებს, ეს იაღლიში კი ტირში მოსვლია ვარჯიშისას).
დაზარალებული ამჟამად მკურნალობს, ოღონდ კვლავაც უცნობია დაზარალების დეტალები, ანუ როგორ მოახერხა  საკუთარი თავის დაჭრა. თუმცა ჩვენ არ დავამადლით, მივაწოდოთ ზედმიწევნით ზუსტი კოორდინატები, თუ საით უნდა გავარდნოდა. –

скачать dle 11.3