კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ზურა ხაჩიძის მეორე შვილი და როდის მიაჩნდა ნინი ქარსელაძეს დედა მტრად

ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე დიდი ხანია, რაც აქტიურად აღარ ჩანს ეკრანზე და ახალი სიმღერებითაც იშვიათად ანებივრებს მსმენელს. ამის მიუხედავად, ბოლო დროს მის მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე ხშირად შეხვდებოდით. ამის მიზეზი გახდა მისი სტუმრობა „მძიმე კაცთან”, სადაც მომღერალმა თქვა, რომ სამშობლოზე მეტად შოკოლადი უყვარს. მომღერლის კრიტიკაზე განსაკუთრებით უარყოფითად დედამისი, ხათუნა ჟორდანია რეაგირებდა.

– ნინი, როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და ხათუნას?
– ხათუნა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ძალიან მკაცრად მზრდიდა. არ მქონდა უფლება, ჩემს რომელიმე მეგობართან დავრჩენილიყავი. დაახლოებით, 19 წლამდე, 10-ს რომ ათი წუთი დააკლდებოდა უკვე სახლის კართან უნდა ვმდგარიყავი. მახსოვს, ერთხელ შედარებით გვიან დავბრუნდი და სახლში არ შემიშვა. ეს ჩემთვის მწარე გაკვეთილი იყო. იყო პერიოდი, როცა დედაჩემი ჩემი მტერი მეგონა. ეს იყო გარდატეხის ასაკში. მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ჩემთან მიმართებით ის ყოველთვის მართალი იყო და ძალიან სწორად მზრდიდა. უფრო მკაცრადაც რომ მომქცეოდა, ცუდი არ იქნებოდა.
– შენ და ზურა მეგობრობთ?
– 9 წლის ვიყავი, როცა ზურა გავიცანი. დღეს 24 წლის ვარ და ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს,  მე და ზურას ერთხელაც არ გვიჩხუბია.  პირიქით, როცა ხათუნა რამეს მიკრძალავდა, ზურა ყოველთვის ჩემ მხარეს იჭერდა. დღეს რომ ზურას ჰკითხოთ, რამდენი შვილი ჰყავს, გეტყვით, რომ – ორი. მე ვფიქრობ, ჩვენი ასეთი ურთიერთობა ხათუნას დამსახურებაა.
– ანასტასიაზე მოგვიყევი, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ანასტასია უკვე 9 წლის გოგოა. ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში სწავლობს. ჰყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი და ძალიან მინდა, ოპერას გაჰყვეს. ერთადერთი ადამიანი, რომლისაც ოჯახში ეშინია, ვარ მე. მე რასაც ვეტყვი, მაშინვე იგონებს. თუმცა, ამ ბოლო დროს ჩემთანაც აპროტესტებს რაღაცეებს. ხშირად მეუბნება, მე ხომ შენი და ვარ და რატომ მექცევი ასეო. ხათუნა მის მიმართ შედარებით ლმობიერია. თუმცა,  ერთადერთი, ვისთან დარჩენის უფლებაც აქვს, არის მისი მეგობარი ტუსა, ავთო ცქვიტინიძის ქალიშვილი. ყოველთვის ვამბობ, რომ მყავს ანასტასია და კიდევ ორი ძმა, ჩემი ბიძაშვილების – კახის და ლევანიკოს სახით.
– ხშირი ურთიერთობა გაქვს მათთან?
– ჩვენ ერთად გავიზრდეთ. გარკვეული გარემოებების გამო, წლების წინ მე და ხათუნა მათთან გადავედით საცხოვრებლად. ისინი მაშინ, დაახლოებით, 4-5 წლისები იქნებოდნენ. ერთად გვეძინა. მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ამ მხრივ ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი მოგვცეს მერაბმა და ხათუნამ. რაც კახიმ ცოლი მოიყვანა, შვეიცარიიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ლევანიკო ჰოლანდიაში ცხოვრობს და იქ თამაშობს ფეხბურთს. ძალიან ხშირად მივდივარ მათთან სტუმრად, უფრო სწორად საცხოვრებლად. იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხნით ვრჩები.
– რა გეგმები გაქვს საახალწლოდ?
– წელს პირველი წელია, როცა გადავწყვიტე, არსად არ წავიდე გასართობად. ღამე გამოვდივარ სახელმწიფო კონცერტზე გორში. წინა წლებში ყოველთვის სახლში ვხვდებოდი და 12- ის მერე მივდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად. წელს რატომღაც აღარ მინდა სადმე წასვლა.
– რამე ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ ახალ წელთან დაკავშირებით?
– ყოველ წელს 12-ს რომ  წუთები დააკლდება, გავდივარ გარეთ და 12-ზე შემოვდივარ სახლში მეკვლედ. წელს გადავწყვიტე, რომ მე აღარ ვიყო მეკვლე. ვფიქრობ, არც ისე კარგი ფეხი მაქვს. წელს მინდა, დედაჩემი იყოს ჩვენი ოჯახის მეკვლე. ბავშვობაში ერთმა ასტროლოგმა მასწავლა, ფურცელზე დაწერე მთელი წლის განმავლობაში დაშვებული ყველა შენი შეცდომა და ეს ფურცელი დაწვი ბუხარშიო. მეც ყოველ წელს ასე ვიქცეოდი. სამწუხაროდ, ახლა ბუხარი აღარ მაქვს სახლში და ამ ტრადიციას ვეღარ ვასრულებ. მაგრამ, გულში ყოველთვის ვინანიებ იმ წელს დაშვებულ შეცდომებს და მჯერა, რომ ახალი წელი უკეთესი იქნება. ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს, რაც აუცილებლად მიხდება.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული არ ვარ. ამ მხრივ სერიოზული არაფერი ხდება. არც თაყვანისმცემლები გამოირჩევიან მაინცდამაინც დიდი აქტიურობით.
– გადაცემა „მძიმე კაცთან” შენს სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ფიქრობ, რატომ გაღიზიანდა ხალხი?
– ნებისმიერი გადაცემის ანონსი მონტაჟდება ისე, რომ, რაც შეიძლება, მეტი ხალხი დაინტერესდეს. მე ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც მე მლანძღავდა, იმ ადამიანების ნახევარზე მეტს ეს გადაცემა ნანახიც არ ჰქონდა. კითხვები არ იყო წინასწარ შეთანხმებული და მე ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მოცლილი და შეუმდგარი ადამიანია, ვისაც სხვების ლანძღვის გარდა, სხვა საქმე არ აქვს.
– განსაკუთრებით გაღიზიანდნენ, როცა შენ თქვი, რომ შოკოლადი უფრო გიყვარს, ვიდრე სამშობლო.
– შემიძლია, საქართველოს სიყვარულში ბევრ ისეთ ადამიანს შევეჯიბრო, ვინც პატრიოტობაზე დებს თავს. მაგრამ, ჩემი ქვეყნის სიყვარულის ასე აფიშირება, მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია. რომ არა ჩემი ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარული,  დიდი ხნის წინ ვიქნებოდი წასული აქედან. უცხოეთში წასვლის ყველანაირი საშუალება მაქვს და იყო კიდეც შემთხვევა, როცა წავედი სასწავლებლად. უნივერსიტეტის ფულიც გადახდილი მქონდა, ბინაც დაქირავებული, მაგრამ ვერ გავძელი აქედან შორს, მივატოვე ყველაფერი და უკან დავბრუნდი. მე მგონი, ის უფრო სასაცილო იქნებოდა, მე რომ იქ იმის მტკიცება დამეწყო, თუ როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო.
– შენ რა რეაქცია გქონდა ხალხის აგრესიაზე?
– სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ადრე მახსოვს, ზურას და ანასტასიას ვიდეოზე ისეთი უარყოფითი კომენტარები წავიკითხე  ანასტასიასთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ სულ რაღაც 6 წლის იყო, რომ უკვე აღარაფერი მიკვირს. მე პირადად ამ გადაცემის მერე ჩემს მიმართ გამოთქმული კომენტარები არც მინახავს. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ერთი ორი, ყველაზე „გამორჩეული”. ხათუნა ძალიან აღშფოთებული იყო და საპასუხო კომენტარებსაც წერდა. კარგად მესმის იმ ადამიანებისაც. მათ არაფერი გააჩნიათ ცხოვრებაში, სხედან კომპიუტერებთან და ასე ირთობენ თავს. ეს მე არაფერს მაკლებს, პირიქით, უფრი ტონუსში ვარ. როცა აღარავინ ილაპარაკებს ჩემზე, მაშინ ვიფიქრებ, რომ ყველას დავავიწყდი. ამიტომ, არ არის პრობლემა, ილაპარაკონ.
– ის დრო არ გენატრება როცა ნინი და „ქუჩის ბიჭები” პოპულარობის მწვერვალზე იყო?
– ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მიგზავნიდნენ ძალიან ბევრ წერილს, ყვავილებს, ფუმფულა სათამაშოებს, რომლებიც მე არ მიყვარს. მთელი წელი ვაგროვებდი ამ სათამაშოებს და წლის ბოლოს მიმქონდა ბავშვთა სახლებში. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ „ქუჩის ბიჭებსაც”. მახსოვს, ქუთაისში გვქონდა კონცერტი. ერთი გოგო მოვიდა ზურასთან, აიწია მაისური და სთხოვა, რომ მკერდზე დაეწერა მისთვის ავტოგრაფი.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი. საკუთარი თავის ძიებაში ვარ. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ სიმღერას თავს ვერასდროს დავანებებ.

скачать dle 11.3