რა მიაჩნია ცხოვრების მთავარ პრინციპებად გელა მუხაშავრიას და როგორია ცნობილი პროქტოლოგის დღის განრიგი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რა მიაჩნია ცხოვრების მთავარ პრინციპებად გელა მუხაშავრიას და როგორია ცნობილი პროქტოლოგის დღის განრიგი

ბატონი გელა მუხაშავრია თბილისისა და სრულიად საქართველოსთვის კოლორიტული პიროვნება და მამულიშვილია. ცნობილი კოლოპროქტოლოგი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ამ დარგის უცვლელი ლიდერი და კოლოპროქტოლოგიის  ერთადერთი სამედიცინო ცენტრის დირექტორია. პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მხოლოდ პროფესიონალი  კოლოპროქტოლოგი-ქირურგი კი არა, მისივე პაციენტების აღიარებით – საყვარელი პიროვნება, კეთილშობილი და უაღრესად განათლებული  ადამიანია.
საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი  სწორი და მსხვილი ნაწლავების დაავადებებს ჰკურნავს და ქირურგიულ ოპერაციებს ატარებს. ჩვენი მკითხველების გამოკითხვებიც ცხადჰყოფს, რომ ის ამ დარგში უალტერნატივოდაა მიჩნეული. ყოველ შემთხვევაში, მას მკითხველები წლის ამ დარგის  გამორჩეულ ექიმად ასახელებენ.  ჩვენ კი  ამჯერად ბატონ გელას სულ სხვა კუთხით წარმოგიდგენთ.

 გელა მუხაშავრია: დაბადება პირველი ნაბიჯია გარდაცვალებისკენ. ადამიანის მოვალეობა, უპირველესად, საკუთარი თავის ცოდნაა... არაკეთილსინდისიერ, ბოროტ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ, საუბედუროდ, ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში, მე ვუწოდე, „დროში აღმოცენებული ავი დასტაქრის ლანცეტი“. რა განაპირობებს შენს პიროვნებას: ყურადღების უნარი, ანუ ხედვა; სმენა, თავად ყურადღების გადანაწილება მრავალმხრივად, აზროვნება, სიცხადის ძიება, ცნობიერების აქტივობა, გარემოში ადაპტაცია, დროში პასუხი შექმნილ გარემოს, ინფორმაციის მოძიების უნარი განსხვავებული წყაროებიდან, ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე დაკვირვება, ანალიზი, წუხილი საწუხარზე, ხაზგასმა დადებით და უარყოფით სიტუაციებზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც შენც გეკუთვნის და ასევე, – მსოფლიოში, და ბოლოს – გახსოვდეს სიბერე!
– ბატონო გელა, კარგი ქართულით საუბრობთ...
– სამწუხაროდ, ირყვნება ქართული ენა – ბორდი, თქვი, რა, საბჭო; ემერჯენსი – სასწრაფო გადაუდებელი დახმარება; სტაფი – თანამშრომლები , იმპლემენტაცია – გავრცელება…  ულამაზესი სიტყვები გვაქვს ქართულ ენაში, მოვუფრთხილდეთ, ნუ ვრიყავთ...
– კარგ  ხასიათზე რა გაყენებთ?
– კარგ ხასიათზე მაყენებს შემდეგი პიროვნებების გახსენება: გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე, კოტე აფხაზი (ილიას დის შვილი), იოსებ სტალინი, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი (ღვთისკაცი, ლიხაურელი), შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გურამ რჩეულიშვილი, დიდი ჭაბუა ამირეჯიბი – ჩემი მეგობარი...
ჩემი ავტოიდეოგრაფიული აღსარება: ხომ იყვნენ პოლიტპატიმრები (მამაჩემი და ასე შემდეგ.), ახლა გაჩნდნენ პოლიტბიზნესმენები, მაგრამ გულს მიკეთებს ის, რომ კიდევ არსებობს ზეციური კონსტიტუცია...
– ძალიან ფილოსოფიური ბრძანდებით...
– მოქმედებისას და ფიქრისას ღმერთს ვერ ვშორდები. თითქოს ვგრძნობ, რომ ის მუდამ ჩემთანაა. მისი კარნახით ვაკეთებ ყველაფერს – რასაც სიკეთე ჰქვია... თუმცა, ძალიან კარგად ვხვდები, რომ ცოდვილიც ვარ. უცოდველი უფლის გარდა, არავინ მეგულება, მაგრამ მონანიებაც თან მდევს. ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგ უფრო მშვიდია მარადიული  სიცოცხლე – უფალთან ახლოს ხარ და შენი პიროვნება მთლიანად იხსნება...
– ტყუილი არ მიყვარსო, განაცხადეთ...
– არასოდეს  მითქვამს ტყუილი.  ვაღიარებ – ერთადერთი შემთხვევის გარდა, ერთი გარემოებისას, როცა ვცუღლუტობდი, მეუღლეს შეკითხვისას მართალს არ ვეუბნებოდი და ახლა  სინდისის ქენჯნას განვიცდი… როცა საქმის გარჩევაა ახლობლებში, თავს ვიკავებ და არ ვერევი. თქვენ გაარკვიეთ-მეთქი ერთმანეთში, მაგრამ შემდეგ ცალ-ცალკე ვეუბნები, რაში ცდებიან და რაში არიან მტყუან-მართლები...
– ბატონო გელა, საოცარი დღის განრიგი გაქვთ. თქვენთან ინტერვიუს მომზადება, პრაქტიკულად, შეუძლებელია...
–  ჩემი ცხოვრების განრიგი უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, არ შეცვლილა: ვარჯიში, წიგნები, ღვინო... მეოთხეც იყო ახალგაზრდობაში, გოგონებთან  ვცუღლუტობდი... კაცმა რომ თქვას, ადამიანური საწყისიც ხომ ესაა და არც ახლა ვიტყოდი უარს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებზე. ამ ქვეყნიდან მეტი რა მიგყვება, გარდა ურთიერთმოფერების, სიყვარულის და სიკეთისა... ამიტომაც მოვეფეროთ ერთმანეთს, სანამ დედამიწაზე ვცხოვრობთ!
– ბატონო გელა, ვიცი, რომ თქვენს ყველა ინტერვიუს ხელს აწერთ.
– კი, ნამდვილად ასეა. „მტერს მივცეთ ვარამ-ჯავრია, ხელს ვაწერ მუხაშავრია“.
– წარმატებებს გისურვებთ!
– თქვენც მრავალ ახალ წელს,  თქვენს შემოქმედებით კოლექტივთან ერთად!

скачать dle 11.3