კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჭრა ქალმა მამამთილი და რაში ჩაითრია მან უდანაშაულო ქმარი

31 წლის ხათუნა კ-ია მამამთილის, 64 წლის ვალერი დ-ძის სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა, რომელიც წარსულში თაღილითობისთვის იყო ნასამართლევი, მამამთილს, ვალერი დ-ძეს,  თავის არეში ცულით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა მაინც შეძლეს და სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ ის რძლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
დაკავებულ ქალთან ერთად საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა მისი მეუღლე, დიმა დ-ძე, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე, მეუღლის დანაშაულის თანამზრახველი გახდა. მისი თქმით, მამამისი ღამით ოთახიდან შეშის შემოსატანად გავიდა, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კი, რადგან მას ოთახში დაბრუნება  დააგვიანდა, უკან გაჰყვა ჯერ რძალი, შემდეგ კი თავად დიმა დ-ძე, რომლებმაც მამა  დაჭრილი და სახლის აივანზე დაგდებული იპოვეს. ახლგაზრდა ცოლ-ქმრის ჩვენების მიხედვით, ვალერი დ-ძეს მტრები არ ჰყავდა და ის, სავარაუდოდ, მძარცველის თავდასხმის მსხვერპლი იყო, თუმცა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ამ ვერსიის რეალობას  არ შეესაბამებოდა. ოჯახს, რომელშიც მამა, ვაჟიშვილი, რძალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდნენ, ძალიან უჭირდა, რაც ყველამ კარგად იცოდა და, საეჭვო იყო, რომ მათთან მძარცველი შესულიყო.  გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა  შემთხვევის ადგილი, რომლის დათვალიერებამ აღძრა ეჭვები: ადგილი, სადაც  დაჭრილი  მამაკაცი აღმოაჩინეს, საეჭვოდ იყო მოსუფთავებული და სისხლის კვალიც უცნაურად იყო გაწმენდილი, რაც ახალგაზრდა რძალმა  გამოძიებასთან ასე ახსნა: ყველაფერი სისხლიანი იყო, ბევრი ხალხი ირეოდა და სისხლიანი ნაფეხურები ოთახში რომ არ შეეტანათ, აივანი მოვრეცხეო. ძალიან უცნაური იყო, რომ ქალი, რომლის ბინაშიც ასეთი დანაშაული მოხდა, სახლის დალაგებას შესდგომოდა. ამას გარდა, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ რძალსა და მამამთილს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ყოფილა. მეზობლების ჩვენების მიხედვით, მათი ჩხუბი  ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ რძალი მამამთილს მოკვლითაც კი ემუქრებოდა, რადგან, იცოდა, რომ მამა შვილისგან  კატეგორიულად მოითხოვდა ცოლთან გაშორებას.
ამონაწერი დაჭრილი მამაკაცის მეზობლის ჩვენებიდან: „ვალერი წესიერი, მშრომელი კაცი იყო. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, როცა შვილთან და რძალთან მარტო დარჩა, მთელ ოჯახს თვითონ ინახავდა. ბოლოს ხათუნა (რძალი) წამოეშველა, რომელმაც ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო – ის ნასკებს, მაისურებს, სხვადასხვა წვრილმანს თბილისში იაფად ყიდულობდა  და სოფელში ყიდდა. ერთი შვილი მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, მეორე კი დიმასთან შეეძინა. ვალერი რძალს ვერ იტანდა, მის ნასამართლეობაზე კი განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა და სულ ეუბნებოდა შვილს, თაღილითი ქალი სახლში როგორ მომიყვანეო. ხათუნამ ეს იცოდა და მამამთილს თავისი ოჯახის დანგრევის მცდელობას არ პატიობდა.”
 საქმის მასალების მიხედვით,  დანაშაული ვალერი დ-ძის რძალმა, ხათუნა კ-იამ ჩაიდინა, რაც მოგვიანებით დადასტურდა, როგორც დაზარალებულისგან, ასევე, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით. დამნაშავე ქალი თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა  მერე აღიარა, რომ მამამთილს ცული  თვითონ ჩაარტყა. ინციდენტს შეესწრო მისი მეუღლე, დიმა დ-ძეც, რომელმაც  მეუღლის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ შემდეგ ის თავად დაეხმარა ცოლს დანაშაულის კვალის გაქრობასა და მომაკვდავი მამაკაცის ოთახიდან გაყვანაში, რათა დამნაშავის, ხათუნა კ-იას ვერსია მძარცველის თავდასხმის შესახებ უფრო მყარი ყოფილიყო. ამონაწერი დაზარალებულის, ვალერი დ-ძის ჩვენებიდან: „იმ საღამოს, როცა ეს  დანაშაული მოხდა, მე და ჩემი რძალი წავკამათდით. ასეთი ჩხუბი არაერთხელ მოგვსვლია, მაგრამ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ სასიკვდილოდ გამიმეტებდა. საღამოს ოთახში ერთად ვიყავით მე, ჩემი შვილი და რძალი. მე  ტელევიზორს ვუყურებდი, ხათუნა რაღაცა საქმით იყო გართული, ჩემზე გაბრაზებული იყო და ხმას არ მცემდა. დიმა საწოლზე იყო მიწოლოლი და ჩვენკენ არ იყურებოდა. ღუმელში შეშის შეყრა გადავწყვიტე, დავიხარე და, მერე მოხდა, რაც მოხდა – ხათუნა ზურგიდან მომეპარა და ცული ჩამარტყა თავში. მაშინვე გონება დავკარგე. როცა გონზე მოვედი, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. მერე მეზობლებისგან გავიგე, რაც მოხდა – თურმე რძალმა და შვილმა ოთახიდან გარეთ გამომათრიეს, სისხლის კვალი კი მოწმინდეს და, როცა ყველაფერი მოაწესრიგეს, კივილი ატეხეს, რომ მეზობლებთან დანაშაულის ვერსია შეექმნათ – თითქოს თვითონ აღმომაჩინეს დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში მყოფი.” 
სასამართლო პროცესზე  დამანშავე რძალმა და მისმა მეუღლემ დანაშაულის დეტალები დაადასტურეს და ჩადენილი დანაშაულიც აღიარეს. სასამართლომ ხათუნა კ-იას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; მის მეუღლეს, დიმა დ-ძეს კი 2 წლით  პატიმრობა შეეფარდა ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშულის კვალის დაფარვისთვის.

скачать dle 11.3