კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წვრილი წელი თუ ჯანმრთელობა?

ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ ახალი წლის დღეებში ვერავინ ვერანაირ დიეტას ვერ დავიცავთ, ჩვენი მორიგი შემოთავაზება რომ არ დარჩეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ამჯერად მხოლოდ ზოგადად განვიხილავთ სხვადასხვა სახის დიეტის უარყოფით მხარეებს. გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს რჩევები და აუცილებლად გაითვალისწინოთ საახალწლო დღეების გასვლის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა საზეიმო სუფრების წყალობით მეტ-ნაკლებად ყველა იგრძნობს ზედმეტ კილოგრამებს და სწრაფი, მოდური და არაერთგზის გამოცდილი და გამართლებული დიეტების ძებნას დაიწყებთ.
დავიწყოთ შერჩევით: როგორ ვირჩევთ დიეტას? როგორც უკვე ვთქვით, ვითვალისწინებთ პრაქტიკულად ყველანაირ რეკლამას: დაქალების რჩევებს, სოციალურ ქსელებს, ქალაქში გახმაურებულ და ცნობილ ადამიანებზე „გამოცდილ“ კვების რეჟიმს და ვაკეთებთ საკმაოდ არაკომპეტენტურ დასკვნას: „ამდენ ვიღაცას თუ მოუხდა, მეც მომიხდება“... არადა, დიეტა ძალიან ინდივიდუალური რამაა და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მიმართოთ ექიმ-დიეტოლოგს.
სწორედ მათ, ვინც ვერ მოიცალა ექიმთან წასასვლელად, ვთავაზობთ ამ რჩევებს და განვიხილავთ დიეტების რამდენიმე ვარიანტს.
რაციონი ლაქტოზის გარეშე
თავდაპირველად ეს იყო სამედიცინო (სამკურნალო) დიეტა, რომელსაც ექიმები უნიშნავდნენ მათ, ვისაც აღენიშნებოდა ორგანიზმში იმ ფერმენტის დეფიციტი, რომელიც გადაამუშავებს ლაქტოზას – რძის შაქარს. მოგვიანებით რძის პროდუქტზე უარს ამბობდნენ ისინიც, ვინც ისედაც შეზღუდული რაოდენობით მიირთმევდა შაქარს. ულაქტოზო დიეტით თვეში 2 კილოგრამს მოიკლებთ იმ შემთხვევაში, თუ საკვების ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება დღეში 1 500 კილოკალორიას.
შედეგი: თუ რძეს, ხაჭოსა და ყველს მთლიანად ამოიღებთ რაციონიდან, შეიქმნება კალციუმის დეფიციტი და ოსტეოპოროზის საშიშროება. კალციუმის მარაგის შევსება შესაძლებელი იქნება მენიუში ბროკოლისა და სალათის ფოთლების დამატებით.
მენიუ გლუტენის გარეშე
გლუტენი არის ცილა, რომელსაც შეიცავს მარცვლეული. თუ ეტიკეტებზე ნახავთ წარწერებს: „მოდიფიცირებული საკვები სახამებელი“, „ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა“ ან „ტექსტურირებული მცენარეული ცილა“, იცოდეთ, რომ იგულისხმება გლუტენი. რატომღაც, მოდაში შემოვიდა ამ დიეტის დაცვა გახდომის მიზნით, მაგრამ ეფექტი, პრაქტიკულად, პურზე, მაკარონსა და ფასთფუდზე უარის თქმით მიიღწევა.
შედეგი: ჯანმრთელი ადამიანისთვის არ შეიძლება რაციონიდან გლუტენის ამოღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში, რკინის, კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა.
ვეგეტარიანული დიეტა
ასეთი დიეტა მთლიანად კრძალავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რძისა და კვერცხის ჩათვლით. ის სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად შეარჩევთ ჩასანაცვლებელ პროდუქტებს და კვებას მრავალფეროვანს გახდით.
შედეგი: მართალია, ხორცისა და თევზის ცილებს ნაწილობრივ ჩაენაცვლება ნიგოზი, თხილი და პარკოსნები, მაგრამ მცენარეებით შეუძლებელია ამინომჟავების სრული ნაკრების მიღება. აუცილებელია საკვები დანამატები და ვიტამინები. ამ დიეტის ყველაზე უსიამოვნო შედეგია რკინის დეფიციტი (დაქვეითებული ჰემოგლობინი, ასევე, თუთიისა და ვიტამინ B12-ის რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
დაბალნახშირწყლიანი დიეტა
ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს ბურღულეული, ბოსტნეული და ხილი. რაციონიდან ამ პროდუქტების სრულად ამოღებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევიმცირებთ ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებებისა და უჯრედისის არსებობას.
შედეგი: დაბალნახშირწყლიანი დიეტის დროს ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები; ცხოველური წარმოშობის ცილების მოხმარება კი იმატებს და, შესაბამისად, იზრდება თირკმელების დატვირთვა.
იცით, რატომ ვიკლებთ წონაში ამ დიეტით? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უარს ვამბობთ რაფინირებულ შაქარზე – კანფეტებზე, დესერტებზე, ნამცხვრებზე.
ასე რომ, თუ ზემოთქმულ ინფორმაციას კარგად გაიაზრებთ, დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ გამოცდილი დიეტოლოგის მიერ შერჩეული, პირადად თქვენთვის განკუთვნილი დიეტით თუ დაიკლებთ წონაში ისე, რომ ამით ჯანმრთელობას არაფერს დაუშავებთ.
ზოგადად კი, თუ ერთბაშად და სასწრაფოდ არ გჭირდებათ გახდომა, უმჯობესია (მით უმეტეს, საახალწლო სუფრების შემდეგ) ვახშმის ულუფა გაანახევროთ და ყოველ საღამოს მოაწყოთ სეირნობა, დღისით კი ჩოგბურთი ითამაშოთ.

скачать dle 11.3