კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„არქეოლოგიური“ მკვლელობა

ნორა ბოლო რამდენიმე ღამე ერთსა და იმავე სიზმარს ხედავდა: მაიას ტომის ქურუმს ტაძრის სამსხვერპლო დარბაზში შეჰყავდა, უწყებდა ლაპარაკს იმაზე, რომ, როგორც ქალწული, მსხვერპლად უნდა შესწირვოდა მთავარ ღვთაებას და აჩვენებდა ობსიდიანის პირებალესილ დანასაც. ნორა კი უმტკიცებდა: დიდი ხანია, ქალწული აღარ ვარ – სამი წლის წინ გავთხოვდი და მანამდეც მქონდა ურთიერთობა მამაკაცთანო. მაგრამ ქურუმი შეუბრალებელი და შეუვალი იყო – დანას უღერებდა, მაჯაზე მაგრად უჭერდა თავის გაძვალტყავებულ თითებს და სამსხვერპლო ქვისკენ მიათრევდა. როგორი საზიზღარი თითები ჰქონდა – დანაოჭებული და ცივი... ნორამ თვალები გაახილა და კარვის ჭერს მიაშტერდა – მის გვერდით, გასაშლელ საწოლზე, რეის ეძინა, ექსპედიციის ხელმძღვანელს, სახელგანთქმულ მეცნიერს – ნორას ქმარს, რომელიც ცოლზე ოცდაათი წლით იყო უფროსი. ნორა იმიტომ გაჰყვა, რომ სიამაყეს ჰგვრიდა ასეთი ცნობილი პიროვნების ცოლობა... არქეოლოგია კი მერე შეუყვარდა: ძველი კულტურები და გათხრები, მაიას ტომი და ქურუმები... ახლაც მთელი ზაფხული აქ უნდა გაეტარებინათ, ნახევრად გათხრილ გორაკზე – სარიტუალო ტაძრის თითქმის ნახევარი იყო გათხრილი...
„მე ქალიშვილი არ ვარ...“ – გაიმეორა ფიქრში და გაეღიმა – ჯერ ერთი, ქმარი ჰყავდა და, მეორეც – სხვა მამაკაცთანაც ჰქონდა რომანი; შეიძლება, არც ისეთი სერიოზული, მაგრამ...
ნორა და რეი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდნენ ბილიკს იმ დიდი კარვისკენ, სადაც სასადილო იყო მოწყობილი ექსპედიციის წევრებისთვის. იმ დღეს ტაფამწვარიც უგემური ეჩვენებოდა – უხალისოდ იღეჭებოდა და ლუკმებს გაჭირვებით ყლაპავდა, თან ცდილობდა, ბილი სტეფორდის მხარეს არ გაეხედა. მუდმივად ჩაფიქრებული და ძალიან სერიოზული ბილი ნორაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ზუსტად თანატოლები იყვნენ. სტეფორდი ნავთობკომპანიაში მუშაობდა ნავთობის ძიება-მოპოვების განყოფილების ხელმძღვანელად და აქ კომპანიის საქმეებზე, კომპანიისავე დავალებით იყო ჩამოსული, მერე კი ექსპედიციას მიეკედლა – ეტყობოდა, რომ მარტოობის მოყვარული არ იყო. ერთი-ორჯერ გათხრებზეც მივიდა, იმიტომ კი არა, რომ მაიას ტომის კულტურა აინტერესებდა, ნორა ინტუიციით გრძნობდა, რომ ახალგაზრდა მის გამო აკეთებდა ამას და ეს ძალიან ართობდა. რეი მუდმივად თავის ფიქრებში იყო ჩაძირული და ცოლს თითქმის ვეღარ ამჩნევდა, ბილი კი ზოგჯერ ისე შეხედავდა ხოლმე... თუმცა, საუბარი რეისთან ერჩივნა და ნორა გაბრაზდა – ამასაც თუ ძალიან ახალგაზრდა და სულელი თოჯინა ვგონივარ, აუცილებლად ვეჩხუბებიო. თუმცა, იმავე საღამოს ბილმა გასეირნება შესთავაზა და მოსახდენიც მოხდა, ინიციატივა კი თავად ნორამ გამოამჟღავნა – ტოტზე წაიფორხილა, ბილმაც ხელი შეაშველა, მაგრად ჩაბღუჯა და მერე აღარც გაუშვია... ბილს რაღაცნაირი, ოთხკუთხა სათვალე ეკეთა, ზუსტად ისეთი, როგორიც მისი ნიკაპი იყო. კარგად გარუჯულ კანზე კიდევ უფრო იკვეთებოდა მუქი მწვანე თვალები. ტანთ ეცვა თეთრი ბატისტის მოკლესახელოებიანი პერანგი და მუქი ხაკისფერი შარვალი, რის გამოც მთაში მოხეტიალე ტურისტს ჰგავდა. სახეს ყოველდღე იპარსავდა, ხოლო პერანგის წინა ჯიბეში თეთრი პლასტმასის „პენალი“ ედო, რომელშიც საწერი მოწყობილობა ელაგა.
– მე ახალი ტექნოლოგიების ძიებაში ვარ, – ეუბნებოდა ნორას, მაგრამ ქალს ბუნდოვნად ესმოდა მისი სიტყვები. იმ ღამით არ უნახავს ის სიზმარი, რომელიც ღამეულ კოშმარად გადაექცა, სამაგიეროდ, თითქმის არ უძინია – ბილზე ფიქრობდა: თხრილზე რომ ხტებოდნენ, ქალმა წაიფორხილა და სწორედ მაშინ შეაშველა კაცმა ხელი. სახე ოფლის წვრილი წვეთებით ჰქონდა დაცვარული. ნორამ აკოცა და ბილიც ყველაფერს მიხვდა...
– ღმერთო, როგორ ცხელა, – ჩაიჩურჩულა ნორამ და მთელი ტანით მიეკრა.
... სადილის წინ ნორამ შხაპი მიიღო – ბანაკში საშხაპის მაგივრობას ხეზე მიმაგრებული ვედრო ასრულებდა. მზე ისე ათბობდა წყალს, რომ ტანს სასიამოვნოდ აგრილებდა, ნორას კი ისე უხურდა სხეული... ხელით თავის მკერდს შეეხო: მარცხენა მხარეს ოდნავ ისევ ეწვოდა. ბილმა გაკაწრა შემთხვევით, როცა ეფერებოდა – მაჯის საათი წამოსდო. ნორას გაეღიმა. „არაფერი ცუდი არ ჩემიდენია“, – სცადა, დაერწმუნებინა საკუთარი თავი. ზუსტად იმავეს იმეორებდა, როცა თითქმის ყოველღამე ქურდივით მიიპარებოდა, ბუჩქებს ეფარებოდა და ისე მიიწევდა თავისი კარვისკენ. ბილის პატარა ქოხი ბანაკისგან, ანუ ექსპედიციის მონაწილეთა კარვებისგან ოდნავ მოშორებით იდგა. ბნელ ღამეში, როცა რეი იძინებდა, ნორა თავის საყვარელთან მიდიოდა. ქმარს, რა თქმა უნდა, არ გაეყრებოდა. სტუდენტობაში ის იშვიათი თავდაჭერილობითა და წესიერებით გამოირჩეოდა; აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც საჭირო იყო და, არც სურვილებს აჰყოლია, არც ვნებას. ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა ერთ ასპირანტთან, მაგრამ ყველაფერი მანამდე დამთავრდა, სანამ ვინმე შეიტყობდა ამის შესახებ. შეიძლება, მაშინ შინაგანად არ იყო მზად მამაკაცთან ამ ტიპის ურთიერთობისთვის, ახლა კი გაიზარდა და ყველაფერს გაცილებით სერიოზულად უდგებოდა. მას ბილი სჭირდებოდა – თითქოს ხელახლა დაიბადა... მსუბუქი ჟრუანტელისგან კანზე ბუსუსებმა დააყარა. ვნება სისხლს უთბობდა და აბედნიერებდა...
კარავში შესულმა რეის გასაშლელი საწოლისკენ გაიხედა და თითქოს გაიგონა კიდეც მისი მშვიდი და თანაბარი სუნთქვა... ისევ ბილი სტეფორდზე დაიწყო ფიქრი და გაიღიმა – მასთან ურთიერთობა და სექსი გემრიელ, პიკანტურ დესერტს ჰგავდა. დაე, არავინ არაფერი გაიგოს;  დაე, არც რეის ეტკინოს და ეწყინოს... მაგრამ ამჯერად ნორა ყველაფერს მიიღებს ცხოვრებისგან. ბილი ისეთი ახალგაზრდაა, ისეთი შეყვარებული, გულღია და მხიარული...
ნორა გრძელ ზეწარზე გულაღმა მიწვა და თვალები დახუჭა... უცებ მის წინ მაიას ტომის ქურუმი აღიმართა თავისი პირბასრი ობსიდიანის დანით. სახეზე სისასტიკე აღბეჭდვოდა...
– ქალწული არ ხარ, მაგრამ, კახპა ხარ, ჩვენში კი მეძავებს გულს უპობენ...
ნორამ შეჰყვირა და თავს წამომდგარი ქმრისკენ ხელები გაიწოდა:
– რეი, შენ ხომ არ გააკეთებ ამას?!
– ჩვენში კახპებს გულს უპობენ!.. – გაიმეორა რეიმ ცივი, გაყინული ხმით და დანიანი ხელი მოიქნია...

скачать dle 11.3