კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქეიფს დაიწყებთ


არსებობს ხერხები, რომელთა გათვალისწინებითაც ადვილად შეძლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას  გაუმკლავდეთ და დაიცვათ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში. კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. მაგალითად, თუ ადამიანი დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის, ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი არ უნდა დალიოს, რომ ორგანიზმი არ დაზიანდეს. ადამიანის თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში არსებული სპირტის გადამმუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.
იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე, დაახლოებით 3-4  საათით ადრე, დალიეთ ცოტა სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ. ამით ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და მეტი ალკოჰოლის ატანასაც შეძლებთ. ასევე, კარგია, ქეიფის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლიმონიანი ჩაის დალევა – ეს კარგად ანეიტრალებს ალკოჰოლს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს. ამიტომ, სასურველია, ის სუფრასთან დაჯდომამდე თუნდაც ერთი-ორი საათით ადრე მიირთვათ.
ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახეობის სასმლის დიდი დოზით მიღება. თუ მაინც მოგიწიათ სასმლის არევა, გაითვალისწინეთ, რომ სმა ნაკლებგრადუსიანით უნდა დაიწყოთ და, თან, არ დაგავიწყდეთ საჭმლის მიყოლება. ასევე, არ არის რეკომენდებული მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ აპირებთ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიოთ, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება. ნოყიერი კერძი, განსაკუთრებით კი ხორცი და კარტოფილი, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედებას კი არ ანეიტრალებთ, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით აფერხებთ. 
ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს, თუ ადამიანი ნასვამი გავა სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით კი – სიცივეში. ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ თქმული რჩევები და რეკომენდაციები  და ისე მიუჯექით სადღესასწაულო სუფრას.

რომელი ხილი და ბოსტნეული აღიზიანებს კუჭს
ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, რაც, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება, არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს. კერძოდ:
კომბოსტო – მავნეა კუჭის წყლულის, ასევე ნაწლავური კოლიკებისა და სანაღვლე გზების სპაზმისადმი მიდრეკილების არსებობის დროს;
კიტრი – უკუნაჩვენებია კუჭის წყლულის დროს, მწვავე გასტრიტებისა და ენტეროკოლიტის დროს;
პომიდორი – ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში;
ჭარხალი – მავნეა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, განსაკუთრებით კი შარდკენჭოვანი დაავადების დროს.
ანანასი – მავნეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს;
ყურძენი – უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ფარინგიტების, კუჭის წყლულის, სიმსუქნისა და კოლიტების დროს;
მსხალი – არ მიირთვათ მშიერ კუჭზე, კუჭის წყლულისა და გასტრიტების დროს;

იმისთვის, რომ გული დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ
ადამიანის გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე: ზოგჯერ გულისცემა ნელდება, ან, პირიქით – ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ გული დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი რიტმი. ასევე, ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნავარჯიშები გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი მაჯაზე უნდა დათვალოთ. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი გულისცემა ყელზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ასევე, გახსოვდეთ, რომ სწორი კვება და სპორტი თქვენს გულს შესაძლო დაავადებებისგან დაიცავს.
იმის გასარკვევად, როგორ მუშაობს თქვენი გული და როგორ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას, ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ:
*ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში იარეთ სწრაფი ტემპით და შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი, პულსის რაოდენობა ერთ წუთში მიღებულ რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. ეს თქვენი დატვირთვისთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკიც.
* ხუთი წუთი იხტუნეთ ადგილზე, შემდეგ კი დათვალეთ პულსი მაჯაზე. მერე წამოწექით, ხუთი წუთი დაისვენეთ და კვლავ დათვალეთ პულსი. თუ ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, ესე იგი, გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.
*დაიხარეთ ისე, რომ თითებით იატაკს შეეხოთ, ოღონდ, მუხლები არ მოხაროთ, შემდეგ კი წელში გასწორდით. თუ 35 წლამდე ასაკის ხართ, ეს ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, თუ 35 წელს გადასცდით – 10-ჯერ. თუ ვარჯიში გიჭირთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გული, კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო თანდათან სუსტდება. ვარჯიშის შემდეგ დათვალეთ პულსი. თუ ის წუთში 100-ზე ნაკლებია, შესანიშნავ ფორმაში ხართ, თუ მეტი – აუცილებლად მიიღეთ ზომები.

გაუფრთხილდით სახსრებს
ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება და, სამწუხაროდ, მათი იქიდან გამოდევნა თითქმის შეუძლებელია. თუ ინტენსიურად ვერ ახერხებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, ბუნებრივი საკვების მიღებას და გაფილტრული წყლის სმას, დროთა განმავლობაში გარდაუვალია კენჭების გაჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს, ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას თან ახლავს ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა, მაშინ ორგანიზმში წიდებიც გროვდება და ეს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
თუ სისხლში მოხდა ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას იწვევს. ამ დაავადებას კი მოსდევს გასუქება, რა დროსაც ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს. ამიტომ, თუ გსურთ, სახსრები წესრიგში გქონდეთ, აუცილებლად მიხედეთ კბილებს.
ჩვენი ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა და თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას ხვდება და სისტემა თავად იწყებს მის მოშორებას. ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ, დროულად მიხედეთ პრობლემას, სანამ სავალალო შედეგამდე მიხვალთ.

როგორ შევიმსუბუქოთ ნაბახუსევის სიმპტომები
ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ თავს იჩენს ნაბახუსევის სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების მოშლა, უგუნებობა და ასე შემდეგ. უმეტესწილად, ეს შეგრძნებები ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს ვითარდება. მათთან ბრძოლა, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. კერძოდ:
* თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, ნუ იჩქარებთ ქიმიური მედიკამენტების დალევას. წამლების მიღება კი არ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, არამედ, პირიქით, გაგიუარესებთ.
* თუ წინა დღეს ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალიეთ, დილით ჯობია, კუჭი თბილი წყლით გამოირეცხოთ: 1 ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა ან მარილი და პატარა ყლუპებით დალიეთ. კუჭის გამორეცხვის შემდეგ დააყოლეთ  ერთი ჭიქა მაგარი ჩაი.
* თუ ნაბახუსევზე თავი გტკივათ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არ გაწუხებთ, დილით დალიეთ მაგარი ყავა და შეატანეთ კარაქიანი პური.
* გირჩევთ, ნაბახუსევზე არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები. უმჯობესია, მსუბუქად დანაყრდეთ ან ჩაი, ყავა და ნატურალური წვენები დალიოთ.

სწორი კვება პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებას გულისხმობს
თუ გსურთ, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
*არ შეიძლება პურეულსა და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება ერთმანეთთან შეათავსოთ, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.
*საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.
*პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად ჭამა.
*ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია, ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.
*არ შეიძლება პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს.
*მაწონი, რძე, იოგურტი და ნაღები ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.
*რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა პროტეინშემცველ პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.
*უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი სახის ცხიმი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე პროტეინშემცველ ნებისმიერ პროდუქტს.

скачать dle 11.3