კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საღმრთო მადლი გვიფარავს


უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როცა წმიდა ნაკურთხი ხატის სახლში ყოფნას ხანძრისგან დაუცავს იგი; მაგალითად, ქალაქ ბარნაულში ხანძარმა მთლიანად დაფერფლა ხის ბარაკი და მხოლოდ ის კუთხე გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ათასობით მაგალითი არსებობს იმისაც, რომ პარაკლისზე ნაკურთხ წყალს სხვადასხვა სნეულებათაგან განუკურნავს მორწმუნენი. კვალად, ბევრი სამხედრო მოსამსახურე თუ საერო პირი აღიარებს, რომ ომის დროს ისინი სათუთად შენახულმა 90-ე მფარველმა ფსალმუნმა გადაარჩინა.
და აი, ჩვენს დღეებში ახალი ზემოქმედებაც გაჩნდა საღმრთო მადლისა, აქამდე უცნობი ეკლესიის ისტორიაში – იგი ატომური რადიაციისგანაც იფარავს ადამიანებს:
1. ქალაქ ჩელიაბინსკში იქაური კაზაკები ყოველ კვირადღეს მონაწილეობენ პარაკლისში, რომელსაც წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინ იხდიან. ეს უმშვენიერესი ტაძარი დღემდე არ დაუბრუნებიათ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩელიაბინსკში უმძიმესი რადიაციული ვითარებაა და კიდევ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ამოქმედება, გარდა ქალაქის სულიერი გამოჯანსაღებისა, ფიზიკური რადიაციის შესუსტებასაც გამოიწვევდა, რამეთუ, ცნობილი ფაქტია, რომ ჩერნობილში, სადაც უდიდესი ავარია მოხდა ატომურ ელექტროსადგურში, მართლმადიდებელი ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები ნაკლებ დაზარალდა რადიაციისგან, ვიდრე მთელი დანარჩენი ტერიტორია: რადიაციული ფონი ეკლესიებში და მათ მახლობლად რამდენჯერმე ნაკლები იყო და არის, ვიდრე სხვა ადგილებში.
2. მოსკოვში, ლეფორტოვოს რაიონში, გამა-გამოსხივების რადიაციული დონის გაზომვებს აწარმოებდნენ აგურისა და ბეტონის ნაგებობების, ქვისა და ასფალტის გზების, პარკებში საცალფეხო ბილიკებისა და სხვა მისთანათა რადიაქტიურობის დასადგენად. ყველაზე დაბალი რადიაქტიურობა, ამასთან, მნიშვნელოვნად განსხვავებულიც სხვა ადგილებთან შედარებით, დაფიქსირებულ იქნა მართლმადიდებელი ტაძრის კედლებთან – პეტრე-პავლეს ეკლესიასთან.

скачать dle 11.3