კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ დაედება 2016 წლის გაზაფხულზე დიდი ფასი კავკასიას და რატომ გახდება საქართველო საჭირო როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთისთვის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა და, ამდენად, სწორედ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის კონკურენციას უკავშირებენ ბარელი ნავთობის ფასის აგერ უკვე 40 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლას, რაც რუსეთის ბიუჯეტს, თუ სანქციებსაც გავითვალისწინებთ, მძიმე ტვირთად დააწვება. ამის პარალელურად, რფ საომარ მოქმედებებშიცაა ჩართული, აქეთ – სირიაში, იქით – უკრაინისკენ (სირიასთან შედარებით მსუბუქად) და თურქეთთან არსებული დაპირისპირების გამო, თავის სამხრეთ ფედერალურ ოლქში შეიარაღებაც გაზარდა (რაც, ასევე, ხარჯებთანაა დაკავშირებული), იმას გარდა, რომ აფხაზეთიც სარჩენი ჰყავს, ცხინვალელებიც და დონბას-ლუგანსკელები. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი პოლიტეკონომიკურ ალყაშია. ეს კი ბადებს რიტორიკულ კითხვას: შეძლებს თუ არა ამ ალყის გარღვევას და რის ფასად? – ამ თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 – ნავთობიდან შემოსავალი უმცირდება, ხარჯი ეზრდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი უფრო საშიში ხდება და განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან უშუალოდაც გვესაზღვრება და ჩვენი ორი რეგიონიც აქვს ოკუპირებული?
–  არ არის სახარბიელო მდგომარეობა და, მიუხედავად იმისა, რასაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გარეგნულად ამბობს, რიცხვები საპირისპიროს მეტყველებს. რუსეთმა თვითიზოლაციას თავად შეუწყო ხელი. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და კრემლის ანალიტიკოსების, ასევე, პრორუსული ორიენტაციის სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებები, რომ თურმე სხვა გზა არ ჰქონდა რუსეთს. როდესაც სახელმწიფოს ან პოლიტიკოსს სხვა გზა აღარ რჩება, ის ავტომატურად ექცევა ჩარჩოებში და მას აიძულებენ, მოიქცეს ასე, რადგან არჩევნის საშუალება არ აქვს.
რაც შეეხება არაბეთის ნავთობს: ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მექსიკის ყურის რეზერვი, რომელიც ჯერ არ გაუხსნია. აგრეთვე, რუსეთის ენერგომატარებლების ალტერნატივა იქნება შუა აზიისა და აზარბაიჯანის ენერგომატარებლებიც, რომლებიც გაივლის საქართველოზე. რუსეთს, აგრეთვე, კონკურენტად გამოუჩნდა ირანიც. და ბაზარი ისე დაარეგულირებს ამ კონკურენციას, რომ პირველ სამ პოზიციაზე რუსეთის ენერგომატარებლები ვერ მოხვდება. ამდენად, უახლოეს მომავალში მხოლოდ ენერგომატარებლებით რუსეთი თავის ეკონომიკას ვერ გააჯანსაღებს.
– ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას ხარჯი გაეზარდა.
– ყოველი ახალი პროცესი იწვევს რუსეთის ხარჯის გაზრდას.
– და როდემდე გაუძლებს ამ მდგომარეობას რუსეთი, ოღონდ დაშლას არ ვგულისხმობ.
– ჩვენ არ ვიცით რუსეთის ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები და აღურიცხავი ფულის ოდენობა, ამიტომ ძალიან ძნელია პროგნოზირება, მხოლოდ საერთო სურათს ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 1990 წლიდან დღემდე ვერ მოახერხა ეკონომიკის მოდერნიზება. ყველა შემოსავალი, რაც მან მიიღო ენერგომატარებლების გაყიდვით, მიმართა სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და შედეგიც მიიღო –  რუსეთი აღარ არის გასული საუკუნის 90-იანი წლების სუსტი რუსეთი, მაგრამ ვერც საბჭოთა კავშირისდროინდელ მაჩვენებელზე გავიდა, თუნდაც, მისი დაშლის მომენტში არსებულზე. მით უმეტეს, როდესაც რუსეთი არ თანამშრომლობს დანარჩენ მსოფლიოსთან, კიდევ უფრო გაუჭირდება ეკონომიკის სწრაფად მოდერნიზება და საკუთარი მოსახლეობის გამოკვება, ასევე, იმ ხარჯის დაფარვა, რასაც ის ეწევა თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ომებში, ეთნიკურ კონფლიქტებსა თუ ეკონომიკურ დაპირისპირებაში. ვერ ვხედავთ რუსეთის პოლიტკური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებასაც, განმუხტოს სიტუაცია. ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა და ის კიდევ უფრო გაღრმავდება რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ.
– მაგრამ პირადად მე, გამოვრიცხავ, რომ პუტინს აუჯანყდება რუსეთის მოსახლეობა, იმიტომ რომ, რუსეთის მოქალაქეების მენტალური თავისებურებაა, არ გაახაროს საზიზღარი კაპიტალისტები იმით, რომ გამოთქვან უკმაყოფილება ან დაუპირისპირდნენ საკუთარ ხელისუფლებას.
– გეთანხმებით, რომ რუსეთის მოსახლეობა ამ ეტაპზე არ აუჯანყდება თავის ხელმძღვანელობას და არა იმიტომ, რომ ის კაპიტალიზმს ებრძვის. ეს იდეოლოგია რუსეთის ხელისუფლებას აღარ აქვს.
– ასე მიაქვს თავისი მოსახლეობისთვის ეს ამბავი.
– ახლა სხვა მოტივაციაა –  დასავლეთის სურვილია, დაშალოს რუსეთი და ხელში ჩაიგდოს და გადაინაწილოს რუსეთის სიმდიდრეები. ამ ეტაპზე ეს მუშაობს რუსეთის მოსახლეობის ერთ ნაწილზე, მაგრამ არ მუშაობს მეორე ნაწილზე, რომელიც ჯერჯერობით ხმას არ იღებს. ამდენად, არ გვგონია, გათვლა იყოს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოსახლეობა აუჯანყდება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზარდოს მოსახლეობის უკმაყოფილება. როდესაც საქმე იმ ზღვრამდე მივა, რომლის იქითაც მოსახლეობას დასაკარგი არაფერი ექნება, რა თქმა უნდა, უკმაყოფილების ხარისხი გაიზრდება, მაგრამ რა ფორმით გამოხატავენ, ძნელი სათქმელია. ამ გამოწვევებს დაემატა ახალი ისლამური კოალიცია.
– რას გულისხმობთ?
– ისლამურ სამყაროში 35-მა ქვეყანამ, საუდის არაბეთის, ყატარისა და თურქეთის ხელმძღვანელობით, ჩამოაყალიბეს ანტირადიკალური ისლამის კოალიცია. ისინი სახალიფოს დაუპირისპირდებიან, მაგრამ ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ ისინი პარალელურად არ დაუპირისპირდებიან რუსეთის ინტერესებს აღმოსავლეთში, რაც, ასევე, კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ხარჯს.
– რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა საპასუხოდ, თუნდაც, საჩვენებლად და შიდა მოხმარებისთვის?
– აბსოლუტურად გულწრფელად ვეტყვი თქვენს მკითხველს იმას, რასაც წლების განმავლობაში ოფიციალური განცხადებების სახით ვაკეთებთ. თუ რუსეთს უნდა, პრობლემები მოაგვაროს, ის უნდა დაბრუნდეს 90-იან წლებში  და იქ მოძებნოს ამ გართულებული სიტუაციის მიზეზები. თუ კავკასიელებთან არ დაალაგებს ურთიერთობას და არა მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში...
– ჩრდილოეთს გულისხმობთ, სამხრეთს თუ ორივეს?
– უპირველესად, ვგულისხმობთ საქართველოს: საქართველოთი უნდა დაიწყოს. მესიჯებს ამბობენ, მაგრამ პოლიტიკური ნება არ ჩანს. შემდგომ ამისა ეტაპობრივად, ქრონოლოგიურად უნდა მიჰყვეს თავისი პრობლემების მოგვარებას. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ რუსეთს ჩაითრევდნენ სირიაში კონფლიქტში და თუმცა, ამბობდნენ, არ ჩავეთრევითო, ფაქტია, ჩათრეულები არიან. ძალიან გაგვიკვირდა, რომ ავღანეთის კამპანიის შემდეგ ასეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთი გაერთო საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით: ჯერ კავკასიელებთან დაიწყო კონფლიქტი, შემდეგ –  უკრაინელებთან, შემდეგ –  ევროპელებთან, მერე ჩაითრიეს ისლამურ სახალიფოსთან ომში და ბოლოს დააგვირგვინა თურქეთთან კონფლიქტით. რაც დღეს რუსეთში ხდება, არის შედეგი. ამის იქით თუ რამე კონკრეტული კონსულტაციები ან იდეები აინტერესებს რუსეთს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ რეცეპტები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამპარტავნებას თავს დაანებებს, რეალობას გაუსწორებს თვალს და წინ გაიხედავს, სულ მცირე, ათი წლით მაინც.
– ერთი თქვენეული რეცეპტი ჩვენც გვითხარით. მაგალითად, აკაკი ასათიანმა თქვა, რუსეთი აქეთ უნდა გვეხვეწებოდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასო.
– ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადეთ: უახლოეს 4-5 წელიწადში რუსეთი იძულებული გახდება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას გადახედოს, მაგრამ შეიძლება, უკვე გვიან იყოს. კონფლიქტების მოგვარება საქართველოსთან უნდა დაიწყოს სწორედ აფხაზეთითა და ცხინვალის რეგიონით. ნურავის ჰგონია, რომ რუსეთს ჩრდილო კავკასიაში დალაგებული აქვს სიტუაცია. ჩრდილოეთ კავკასია უჭირავს ძალით და რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, მით უფრო შესუსტდება მისი ხუნდების დაწოლაც. შემდგომ ამისა, რუსეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას ყარაბაღთან დაკავშირებით და გრძელვადიანი პროექტი უნდა წარუდგინოს კავკასიელებს ურთიერთთავდაუსხმელობისა და თანამშრომლობის შესახებ, მინიმუმ, ათი წლით. ჩვენ ეს ყველაფერი მზად გვაქვს, პროგრამისა და პროექტების სახით და გვაინტერესებს, როგორ ხედავს რუსეთი კავკასიასთან ურთიერთობას. განსაკუთრებით აქტუალური რუსეთისა და კავკასიელების ურთიერთობა მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთსა და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა. კავკასია არის ის პოლიტიკური სიმაღლე, რომელიც პოზიციურ უპირატესობას მიანიჭებს ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც კავკასიელებთან კარგი ურთიერთობა ექნება; შესაბამისად, გავლენა და ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე დასავლეთისთვის კავკასია ასგზის უფრო მეტ ფასს შეიძენს,  ვიდრე აქამდე ჰქონდა და ეს, ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულზე მოხდება. და, სამწუხაროდ, რუსეთი ამ ინტერესშიც კონფლიქტის მონაწილე მხარე იქნება და არ გვგონია, რომ სანქციები მოუხსნან.
– და ამას რატომ გააკეთებს? რას მიიღებს რუსეთი?
– ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, ოღონდ, თუ რუსეთმა იცის, რა უნდა. ჩვენ გავიზარდეთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. საუბედუროდ, რუსეთი დღეს უშვებს იმ შეცდომებს, რომლებსაც საქართველო მაშინ უშვებდა ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო. პატარა ქვეყნისთვის ტერიტორიების დაკარგვა და სახელმწიფოებრიობის შელახვაც იოლი გადასატანია. საქართველოს თავისი არსებობის განმავლობაში ბევრჯერ დაუკარგავს ტერიტორიები და ბევრჯერვე აღმდგარა მკვდრეთით. დიდი სახელმწიფოებისთვის კი ეს პრობლემაა. ჩვენ არ გვინდა დაშლილი და განადგურებული რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ავტოკრატიული რუსეთი, ამპარტავანი რუსეთი, რომელიც კუნთებზე იყურება და ბირთვული იარაღით აშინებს მსოფლიოს. ჩვენ გვინდა კარგ მეზობლად ცივილიზებული, დემოკრატიული რუსეთი თავისი ნაციონალური ინტერესებით. ბევრი საერთო ინტერესი აქვთ კავკასიელებსა და რუსეთს და იმისდა მიხედვით, რა მიზანი აქვს მომავალში რუსეთს, დალაპარაკება შეიძლება. ყველაფერზე შეიძლება, შეთანხმდე და მოილაპარაკო, თუ ველიკოდერჟავულ ამბიციებს მოთოკავს.

скачать dle 11.3