კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბარაქალა „ხაფანგი“

შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ

 თუმცა რფ-ის გარდა ვენესუელისა და ნიკარაგუის მეტი აღარავინ დარჩათ, სოხუმიდან შემოგვითვალეს, რომ არ აპირებენ, ისარგებლონ თბილისისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების სიკეთეებით (აი დარდი?!).
რაკი ცივილიზებული სამყარო, ევროკავშირის ჩათვლით, აფხაზეთ-ცხინვალიანად გვაღიარებს, ხოლო ჩვენ ამ ჩვენს სეპარატისტ ოსებსა და აფხაზებს ჩვენს თანამოქალაქეებად მივიჩნევთ, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა მათაც შეუძლიათ.
შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ; და, რადგან არ უნდათ, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვინმე კან ტანია ბრძანებს, რომ ეს მორიგი ხაფანგია. სახელდობრ (მომყავს ციტატა): „საქართველოს განცხადება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის გამარტივებაზე – მორიგი მცდელობაა, მოატყუონ ისინი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ.“
მანამდე კი „ხაფანგში“ შეტყუებას, თურმე, ნეიტრალური პასპორტებით ვცდილობდით, თუმცა ბ-ნი ტანია აპოკალიპტურ მომავალს წინასწარმეტყველებს (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ეს პროექტი მთლიანად ჩავარდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენს მოსახლეობას ინტერესი არ გამოუხატავს“ და დარწმუნებულია, რომ აფხაზები „ამ იაფფასიან სატყუარაზე არ წამოეგებიან“.
მეორე მხრივ კი, სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზღუდავს აფხაზეთის მოქალაქეთა საერთაშორისო კონტაქტებს, რაკი რუსული პასპორტის მქონე აფხაზებს არ აძლევენ ვიზებს. თუმცა, თუ მათ დამოკიდებულებას გავიხსენებთ, რომ დასავლეთში გარყვნილება სუფევს, გამოდის, რომ თბილისი სწორედ ამ მავნე დასავლური გავლენისგან იცავს. –
რაც შეეხება იმას, რომ „ხაფანგს“ უფრთხიან, ნება მათია, ნურც გაცდენილან ვენესუელა-ნიკარაგუას.

скачать dle 11.3