კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ქარელელი ტაისონი

ანუ შენ რომ ჩემთვის ყური არ მოგიჭამიაო?!

 ისე მოხდა, რომ ქართლის გამგებლები მეტად უცნაურ ისტორიაში ეხვევან ხოლმე. ჰოდა, რაკი ეხვევიან, ის-ის იყო, კასპის გამგებელი ორმა კასპელმა ქალბატონმა ისე მოიდნო, პოსტი დაატოვებინა, რომ, არანაკლებ (უფრო ზუსტად – მეტად) დრამატული ისტორია მეზობელ ქარელში განვითარდა.
კერძოდ, ქარელის ყოფილმა გამგებელმა მოქმედი გამგებლის თანაშემწეს, არც მეტი, არც ნაკლები, ყური მოაჭამა.
ყურთამჭამელი აწ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის ბიუროს წარმომადგენელი ემიკო ფეიქრიშვილია, რომელსაც, თურმე, ადგილობრივ მოხელეებთან ურთიერთობა პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ დასძაბვია (როგორც ჩანს, რთულად გადაუტანია სკამთან განშორება).
მეორე მხრივ, დედამიწის ისტორია (არაკაციჭამია დედამიწელების ნაწილში) ასეთს მხოლოდ მაიკ ტაისონს იცნობს (რომელმაც მოწინააღმდეგისთვის ყურის მოჭმის გამო დისკვალიფიკაციაც კი მიიღო). ასე რომ, რაკი აწ უკვე ერთმანეთის პირდაპირი მნიშვნელობით ჭამაზე გადასულან, იქნებ, მეტი ორიგინალობისთვის, ადამიანის სხეულის ჯერაც მოუჭმელი ნაწილები აერჩიათ?! –

скачать dle 11.3