კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ვინ „აახია“ თორნიკე ქინქლაძეს ცალი ნესტო და რატომ უკრძალავს ის მშობლებს შვილის გაჩენას

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ტონი მონტანას კლანს, რომელსაც მაყურებელი წინა სეზონებიდან უკვე კარგად იცნობს, ახალი წევრი – რაგნარა დაემატა, რომელიც თითქმის ყოველი გამოჩენისას „უფროსობას“ ერთ რამეს სთხოვს: „აუ, დავარტყამ რა“. მის როლს მსახიობი თორნიკე ქინქლაძე ასრულებს, რომელიც, მისივე თქმით, სულაც არ ყოფილა რაგნარას მსგავსი. თუმცა, დარტყმა, „ცხვირის ახევა“ და გარჩევები, როგორც ბიჭების უმრავლესობისთვის, არც მისთვისაა უცხო.

 თორნიკე ქინქლაძე: თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მეოთხე კურსიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გავხდი. ბევრ რეკლამასა და ეპიზოდურ როლში მითამაშია, მაგრამ რაგნარა პირველი დიდი როლია ჩემთვის. მისი მოძრაობები სახლში „დავამუღამე“ (იცინის). ზოგჯერ იმპროვიზაციას მივმართავთ ხოლმე. თუნდაც, საღეჭი რეზინის ღეჭვა რომ ავიღოთ, მსგავსი რამ სცენარის მიხედვით დაგეგმილი არ იყო. მაგრამ, თავიდანვე ისე გამაღიზიანებლად ჩავღეჭე, რომ დარჩა და ახლა გადაღებისას, ერთ „რულოკ კევს“ ვღეჭავ (იცინის). ეს ყველაფერი და ხალხის ყურადღება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, ზოგი უცნაურ რამესაც მწერს. სანდრო მიკუჩაძემ გამაფრთხილა, კომენტარები არასდროს წაიკითხო, თორემ შეიძლება, თავი მოიკლაო. მეც ვცდილობ, არ წავიკითხო (იცინის). თუმცა, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება. გოგოები მწერენ, რომ ძალიან მაგრად უყვართ ჩემი მოძრაობები და ცოტა „სტრანნი“ შემოთავაზებებიც აქვთ. ძალიან შელამაზებულად რომ ვთქვა, ერთმა მომწერა: მინდა, რომ მაგინოო (იცინის).  
– გიორგი ბახუტაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს სინამდვილეში?
– ცხოვრებაში მე და ბახუტას კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. „ბერიკებიდან“ ერთად მოვდივართ და ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით. ჩემზე ორი წლითაა უფროსი. თეატრალურში პირველ კურსზე რასაც ვსწავლობდი, ის უკვე ნასწავლი მქონდა „ბერიკებში“. იქ სპექტალებსაც ვდგამდით ხოლმე. უნივერსიტეტში კი ეს მესამე კურსამდე არ ხდება, ამიტომ სპექტაკლის „ლომკა“ მქონდა (იცინის).
– შენი პერსონაჟის მსგავსად, შენს ცხოვრებაშიც ყოფილა, ეგრეთ წოდებული, „ქუჩის აკადემია“?
– ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაშიც იყო და ეს უფრო სკოლის ასაკს უკავშირდება. მახსენდება გარჩევები და მთელი ამბები. ერთხელ, ჩემი ორი მეგობარი „დაეჯახა“ ერთმანეთს და ერთ-ერთი დაიჭრა. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, თუმცა, ამ ამბავს ნახევარი კლასის სკოლიდან გარიცხვა მოჰყვა. სხვათა შორის, სკოლის დირექტორთან იდეალური ურთიერთობა მქონდა. რადგან თეატრალურ ფესტივალებზე დავდიოდი, ხშირად სკოლის სახელით, იქიდან კი გამარჯვებული ვბრუნდებოდი და ჩემ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. თუმცა, ვაღირებ, რომ ავადმყოფურად გიჟი ბავშვი ვიყავი. თან, ჩვენ ბოლო წლებში აღარც დავდიოდით სკოლაში. ძალიან საყვარელი დირექტორი მყავდა. სიმკაცრითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მე ძალიან ვუყვარდი. ბოტანიკას გვასწავლიდა და ერთხელ საკონტროლოს ვწერდით. ბოტანიკა არასდროს მისწავლია, ამიტომ „შპარგალკები“ მქონდა მომზადებული, რომლის ექსპერტიც ვარ. რეზინით მქონდა შარვლიდან წამოღებული ფურცელი და თავს სახელოდან ვაყოფინებდი. ხელს რომ ვუშვებდი, შიგნით ვარდებოდა და ვერავინ ვერაფერს იგებდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმ გამოცდაზე რეზინა გაწყდა და „შპარგალკა“ ძირს დავარდა, ზუსტად მაშინ, როცა მასწავლებელი ჩემს მერხთან იდგა. ძალიან მშვიდად აიღო, მომაწოდა და სიარული გააგრძელა. მეც ძალიან წყნარად გავაგრძელე გადაწერა (იცინის). რაც შეეხება გარჩევებს, ის ძირითადად გოგოს გამო ხდებოდა ხოლმე (იცინის). თუ ვინმეს ის მოსწონდა, ვინც მე, მაშინ მისი ჩამოშორებისთვის მიდიოდა პაექრობა. ყველაზე ცივი იარაღი, რომელიც გამომიყენებია, მერხის კანტი იყო. ხელზე ვიხვევდით და იმით ვჩხუბობდით. თუმცა, ბოთლითაც მიჩხუბია (იცინის). შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი, საღამო იყო. უკან სამი ბიჭი მოგვყვებოდა და ჩემი შეყვარებულის მისამართით უცენზურო სიტყვები წარმოთქვეს. გავიგონე და მათთან ერთად უკან, ნანგრევებში აღმოვჩნდი. იქით სამი იყვნენ და აქეთ – მე. ძალიან მაგრად მცემეს, ნესტო მქონდა ახეული, მაგრამ ცოტა ისინიც მივასახიჩრ-მოვასახიჩრე (იცინის). ლუდის ბოთლი ვიპოვე, ბარდიურზე მივამტვრიე და ვიქნევდი აქეთ-იქეთ (იცინის). ცოტა დავაშავე, მაგრამ არა უშავს. ცხოვრებაში რაგნარა არცერთი პროცენტით არ ვარ. ძალიან დიდი მოთმინება მაქვს და წყობიდან იშვიათად გამოვდივარ, მაგრამ, თუ გამოვედი, მერე უკონტროლო ვხდები.
– როდის მოხდა ასეთი რამ?
– ერთი ბიძაშვილი მყავს, რომელიც ჩემთვის ძმასავითაა. ჩემზე სულ წლინახევრითაა პატარა და თან, ფიზიკურად იმხელაა, რომ, ჩემს გარეშედაც გაუმკლავდება ყველას. მაგრამ მე მაინც ასტრალში გავდივარ, როცა საქმე მას ეხება. მოკლედ, ამ ზაფხულს სოფელში ფეხბურთი ვითამაშეთ „მაზიანზე“. წავაგეთ და მოწინააღმდეგე გუნდელებმა, ირონიულად დაგვიწყეს: მოგიგეთო. ამას ცოტა არეულობა მოჰყვა, ჩხუბი ატყდა და „მაგრად წავაყარეთ“. დავინახე, რომ ჩემი ბიძაშვილისკენ ვიღაც მიიწევდა და იმდენად გამოვედი წყობიდან, რომ ტანით დიდი არ ვარ, მაგრამ სამი ადამიანი მიჭერდა და მაინც ვერ მაკავებდნენ (იცინის). ბოლოს, რა თქმა უნდა, შევრიგდით და წაგებული ლუდი ერთად დავლიეთ. ისე გამოდის, რომ როცა ვბრაზდები, მერე ვხდები რაგნარა, თორემ სხვა დროს ასეთი არ ვარ. ჩვეულებრივად ვერთობი მეგობრებთან ერთად. თუმცა, არ მიყვარს კლუბური ცხოვრება, რაც სხვათა შორის, დიდ პრობლემებს მიქმნის გოგოებთან. იმიტომ რომ, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, კლუბი ყველას უყვარდა.  
– ვისთანაც მქონია ურთიერთობაო და საინტერესოა, ახლა რა ხდება?
– ახლა არის ერთი გოგო, რომელსაც მე ტასოს ვეძახი, თუმცა ისე სხვა სახელი ჰქვია. ძალიან ლამაზია და მომწონს. შემთხვევით გავიცანი, ულამაზესი თვალები აქვს. თვალები კი ისაა, რაც ადამიანში პირველი მიყვარდება (იცინის). ალბათ, ყველა ქალი ხვდება მამაკაცისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა, მისთვის ასე, პირდაპირ არ მითქვამს, რომ მომწონს. ახლა, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, ეს მისთვის სიურპრიზი იქნება.
– სერიოზული ურთიერთობა აქამდე გქონია?
– კი, ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა. დედაჩემი იტალიაში ცხოვრობს და ზაფხულობით იქ ჩავდივარ ხოლმე. სამომავლოდ მეც იქ წასვლას ვგეგმავ. იქ ერთი გოგო გავიცანი და ჩვენი ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა. დაშორების მთავარი მიზეზი სიშორე იყო. ის იტალიაში ცხოვრებდა, სადაც მე ზაფხულობით ჩავდიოდი და მხოლოდ სამი თვე შეგვეძლო ერთად ყოფნა. წლის განმავლობაში კი სოციალური ქსელების საშუალებით ვკონტაქტობდით. ზოგადად, როცა ურთიერთობა მაქვს, ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ ბოლოს უკვე ძალიან დავიღალე და ცოტა ვიმაიმუნე (იცინის). ამის შემდეგ იყო კიდევ ერთწლიანი ურთიერთობა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მისი დამთავრების მიზეზებს ვერ გეტყვით. ისეთი რაღაცეები მოხდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც, ჩემი აზრით, არასდროს არ უნდა გააკეთოს საყვარელმა ქალმა.
– იტალიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– 13 წლის ვიყავი, როცა დედა იტალიაში წავიდა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი და თუ დღეს რაიმეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მინდა, მასთან წავიდე და სწავლა გავაგრძელო, შემდეგ კი ამერიკაში ვგეგმავ გამგზავრებას. როცა დედა წავიდა, მე ბებიასთან დავრჩი. საწყალ ქალს სისხლი გავუშრე (იცინის). დედმამიშვილი არ მყავს და იმდენად ეგოისტი ვარ, რომ არც მინდა, მყავდეს. ჩემი მშობლები ერთად არ არიან. წინააღმდეგი არ ვარ, რომ საკუთარი ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ შვილი არ უნდა გააჩინონ. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ისინიც ითვალისწინებენ. არ მინდა, ჩემი ყურდღება და სითბო ვინმესთან გავიყო (იცინის).

скачать dle 11.3