კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „მოკლეს“ და „გაათხოვეს“ ბარბარა სამხარაძე და რა ტრაგედია გადაიტანა მან „ნიჭიერში“ გამოსვლამდე

პოზიტიური, მუდამ მოღიმარი, ნიჭიერი ბარბარა სამხარაძე წლევანდელი „ნიჭიერის“ აღმოჩენა გახდა. მას შემდეგ, რაც ბარბარა მაყურებლის წინაშე გამოჩნდა, ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა, რასაც ის თითქმის ყოველ ნაბიჯზე გრძნობს.
– რომ გიყურებ, საკმაოდ პოზიტიური, ენერგიული ჩანხარ, სულ იღიმი.
– ღმერთმა ყველას ისე მისცეს საქმე, რომ სულ იცინონ და არასდროს მოადგეთ თვალზე ცრემლი, მაგრამ მეც მქონდა ერთხელ ისეთი მომენტი, საერთოდ რომ არ მინდოდა გაცინება. თუ გავიცინებდი, სულ სხვა რამეზე მეფიქრებოდა. მეგობარი გარდამეცვალა – გაზით გაიგუდა, მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს ბებიაც გარდაიცვალა. მაგრამ, სალომეს სიკვდილით იმხელა ტკივილი მივიღე, რომ ბებიას ტკივილი იმდენად ვეღარ განვიცადე. თან, ბებია ავადმყოფობდა, მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და, დედა რომ გადადიოდა მასთან, სულ ცუდი მოლოდინი გვქონდა. როდესაც სალომეს ამბავი  გავიგე, ეს იყო საშინელება.
– ეს ახლახან მოხდა?
– დაახლოებით სამი კვირის წინ. სულ მეჩხუბებოდნენ: ხასიათი დაგვანახე, სახე მოიყვანე მწყობრში, გაიღიმე, მაგრამ არავინ იცოდა, ასეთი ამბავი რომ მოხდა. მეც ვცდილობდი, სარკის მიღმა დამემალა ჩემი ემოციები. თან, წარმოვიდგენდი ბებიას და სალომეს სახეებს, მე რომ სცენაზე დამინახავდნენ.
ერთ სკოლაში დავდიოდით, ისიც წარჩინებულად სწავლობდა და მეც წარჩინებული მოსწავლე ვარ. თუ რამე ხდებოდა, სულ ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით, ახლოს ვიყავით, ხშირი შეხება გვქონდა. ისეთი ლამაზი ბავშვი იყო – მწვანეთვალება, ხალისიანი, სულ იცინოდა. ჩემს „ფეისბუქგვერდზეც” დავპოსტე, რასაც განვიცდიდი, მაგრამ ეს მაინც დაწერილი სიტყვები იყო; ჩემს განცდებს ზუსტად ვერ გადმოვცემდი.
– ძალიან სამწუხაროა. მაგრამ, მოდი, სხვა თემაზე ვისაუბროთ: როგორია შენი ცხოვრება სოფელში?
– სკოლაში დავდივარ. ჩემი ცხოვრება მეგობრებით შემოიფარგლება – ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. დაქალები, დაქალუშკები არ მყავს, რადგან უფრო მეტად ბიჭებთან ვმეგობრობ. ყველანი გამორჩეულები არიან, კარგად ვერთობით. კლასში გოგოები რომ მომღერლებზე საუბრობენ, ჩემი საუბრის თემაა: აბა, რა ქნა „რეალ-მადრიდმა“, „ბარსელონამ“ წააგო – და ასე შემდეგ. მე „რეალ-მადრიდის“ ფანი ვარ, ღამეც გამითენებია ფეხბურთზე საუბრით: მე ვიცი, ვინ გაიტანა გოლი, მასე არ იყო, შენ არ გინახავს...
– შენს ასაკში გოგონები ბიჭებს სხვა თემებზე ემესიჯებიან და ესაუბრებიან.
– ჩვენ ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. რომ ამბობენ, მეგობრობიდან იწყება ყველაფერიო, თუ მეგობრული თვალით უყურებ, სხვა თვალით როგორ უნდა შეხედო, როგორ უნდა შეგიყვარდეს?! მე ბევრი ძმაკაცი მყავს და ისინი მეუბნებიან ჩვენი „დაიკო“ ხარო. სიტყვა „დაიკო“ არ მიყვარს, უფრო ის მომწონს,  ძმაკაცად რომ მომიხსენიებენ.
– მშობლები განებივრებენ როგორც უმცროს შვილს?
– სოფელში ცხოვრებას რაც შეეფერება, მართლაც მანებივრებენ – საქმისგან გამოთავისუფლებული ვარ, მაგრამ, ის ფუფუნება არ მაქვს, რაც ქალაქშია – შოპინგზე რომ დაჰყავთ ან სხვა რაღაცეები. თუმცა, დედას სულ დავყვები საყიდლებზე, მაღაზიებში. ის შეძლებისდაგვარად ცდილობს, სურვილები ამისრულოს. არ მინდა, რომ დამოუკიდებელი ვიყო; მინდა, სხვისი აზრებიც გავითვალისწინო, რჩევა მივიღო. სხვისი აზრი თუ მომწონს, შევაჯერებ და გავითვალისწინებ.
– შენმა გარეგნობამ და იმიჯმა პოზიტიური განწყობა შექმნა საზოგადოებაში.
– ხალხი ჭრელია, ზოგი ამას ფიქრობს, ზოგი – იმას. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გულთან არაფერი მივიტანო და „ღადაობაში“ გავატარო. როცა ჩემი ნამღერი გავიდა, მესამე დღეს „მომკლეს” – რამ გამოიწვია „ნიჭიერის” აღმოჩენის სიკვდილიო; მეოთხე დღეს – აყვანილი ვიყავი, მეხუთე დღეს – ფოტოზე „უფალო, შემიწყალეს“ ბეჭედი მეკეთა და წერდნენ: „გათხოვილია, თუ გვეჩვენება?” სამშაბათს დედაჩემს ვუთხარი: ყველას რომ კლავენ, ნეტავი მე როდის მომკლავენ-მეთქი და ოთხშაბათს სოციალურ ქსელში მომდის მესიჯით სტატია, რომ მე გარდავიცვალე; თან, ამ დროს მეც საიტზე ვიყავი და უცხოები მწერდნენ: „კარგია სამოთხეში? სამოთხეში როგორი „ვაიფაია“, ხომ არ ჭედავს?” – არ გავბრაზებულვარ, რა უნდა მექნა? ფინალში რომ გადავედი, წერდნენ: „საერთოდ ვერ მღერი”, „ამოწყდით ერთ დღეს,” „ნიკა გვარამია მისი ბიძაა”... რა ბიძა, „რუსთავი 2-ის“ ეზოშიც კი არ მინახავს; ჩაწყობილი აქვს, იცოდა, რომ გადავიდოდა, ემოცია არც ჰქონდაო.
– უკვე იცი, რა იქნება შენი მომავალი პროფესია?
– მსახიობობაც მინდა, სემინარიაში ჩაბარებაც და ფსიქოლოგობაც. ადამიანის ხასიათის, ბუნების წაკითხვა შემიძლია უბრალოდ, „ფეისბუქში“ მონაწერითაც კი. რასაც ვამბობ, ყველაფერი მართლდება. დედას ისიც ვუთხარი: პირველი ოქროს ღილაკი ჩემი იქნება-მეთქი და ასეც მოხდა. ისე მინდოდა, რომ ღმერთმა ჩემი მონდომება გაამართლა. პროგნოზებს ვაკეთებდი: ნინო წულაიას ჟიური გადაიყვანს-მეთქი; გაბრიელას და მარის ვუთხარი, თქვენ „ზედაზენი“ გადაგიყვანთ-მეთქი  და ასეც მოხდა. 4 წლის რომ ვიყავი, დედას ვეუბნებოდი: რომ გავიზრდები, სადაც გაივლი, ყველა გკითხავს: თქვენ ბარბარას დედა ხართო და ახლა მართლაც ასეა. დეიდა მუსიკის პედაგოგია, ოღონდ, არა სიმღერის. დედა ჩემზე რომ იყო ორსულად, თურმე, სულ მიმღეროდა მუცელში. მერე „ბასტი ბუბუს“ კასეტებს მჩუქნიდა. შეიძლება, დაუჯერებელია, მაგრამ „ნიჭიერში“ გამოსვლამდე არ მქონია კომპიუტერი, მერე მაჩუქეს. 9 წლის ვიყავი, როცა ამ პროექტში გამოსვლა ვცადე, ინგლისური სიმღერაც კი მოვამზადე, თან, ორი, მაგრამ ჩემი საბუთები დაიკარგა და იმედი გამიცრუვდა. 14 წლისა დავდექი რაიონის სცენაზე,. თუმცა ჩემთვის სულ ვმღეროდი. ჩემს დეიდაშვილს ჰქონდა კომპიუტერი, მაგრამ, საკმაოდ შორს, ჩემგან მესამე სოფელში ცხოვრობს, მასთან მივდიოდი და „ფლეშკაზე” ვიწერდი. მერე კარგი ტელეფონი მიყიდეს, მანამდე საშინელი ტელეფონით დავდიოდი, დაშლილი იყო. ერთხელ სკოლაში შემოწმება იყო – ტელეფონებს გვართმევდა მასწავლებელი. ყველამ „სამსუნგები“ და „აიფონები“ ამოიღო,  მე კი – ჩემი ტელეფონი. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ მეტირებოდა. ყველას უნდა, ჰქონდეს კარგი რაღაც, მაგრამ ამის საშუალება არ არის. თუმცა, მადლობელი ვარ იმის, რაც მაქვს, დღეს ბევრს ესეც არ აქვს. ზოგადად, სოფელში არ არის დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ხალხი ერთმანეთს ისეთ პირობებს უქმნის, ვერ იგრძნობ, რომ შენ რაღაც არ გაქვს, გვერდში უდგანან ერთმანეთს. ჩემს სოფელში გზა არ იყო და ვამბობდი: თუ წარმატებას მივაღწევ, ჩემს სოფელში ყველაზე კარგ გზას დავაგებ-მეთქი. ახლა სხვა გეგმები მაქვს.
– ბარბარა ვინ დაგარქვა?
– სახელი „ჩაძახებით“ დამარქვეს. დედას ჩემთვის ელენა ან თეკლა უნდა დაერქმია, მაგრამ, მამამ რომ ჰკითხა,  რა დავარქვათო, უპასუხა: როცა ოთახში ვიყავი, ვიღაცამ დამიძახა, „ბარბარა“ დაარქვიო – ასე დამარქვეს ეს სახელი.
– ვიცი, რომ ეკლესიაში დადიხარ და გალობ.
– 2 წლის ვიყავი, როდესაც „მამაო ჩვენო“ ვიცოდი ზეპირად; რომ წამოვიზარდე, მეცადინეობას ლოცვით ვიწყებდი, თუმცა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს, მერე მივხვდი ამის ფასს. 2012 წელს ჩემს სოფელში გაიხსნა დედათა მონასტერი. იქ მივედი, მონაზვნები გავიცანი და გალობაც დავიწყე.
– თბილისში იცხოვრებდი?
– ვერა, არ შემიძლია, ვუყურო ყოველდღიურობას, როცა ქართველი გაუვლის მათხოვარს და თეთრს არ აძლევს, ამ დროს კი სხვა ეროვნების ადამიანი ორლარიანს აძლევს. ვერ ვითავისებ იმასაც, რატომ არიან ეკლესიის ეზოში მათხოვრები. ჩვენთან ეს არ ხდება. ღმერთო, მაპატიე და, ჩვენთან იმისთვის მოდიან, რომ დედაოს სთხოვონ მოწყალება და არა იმისთვის, რომ ხალხს გამოსძალონ.

скачать dle 11.3