კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლინიკა ,,გიდმედი“ – გქონდეთ მისი იმედი!

საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი” 2009 წელს გაიხსნა. ის მიეკუთვნება იმ კლინიკათა რიცხვს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა შერწყმულია ურთულეს ოპერაციებთან, რომლებსაც მაღალი კლასის პროფესიონალები ატარებენ. კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისს ამბულატორიულ და სტაციონარულ პირობებში.
 კლინიკის  უმთავრესი პრიორიტეტი პაციენტთა კმაყოფილების ამაღლება და  მოთხოვნილებათა უზრუნველყოფაა. კლინიკა წარმოადგენს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ქირურგები ატარებენ ყველა სახის გეგმურ ოპერაციებს. ჩვენ „გიდმედის“ სამუშაო პრინციპებსა და  მიმართულებებზე უფრო კონკრეტულად სასაუბროდ კლინიკის დამფუძნებელს, პროფესორ გივი ჩიქობავას მივმართეთ.

 – ბატონო გივი,  მოგვითხრეთ კლინიკა „გიდმედის“ სამუშაო პროფილსა და იმ ოპერაციებზე, რომლებიც თქვენს კლინიკაში წარმატებით ხორციელდება.
–კლინიკაში  მაღალპროფესიონალური გუნდი მუშაობს თითქმის ყველა ტიპის ოპერაციების წარმატებით  განხორციელებაზე,  მათ შორის: მუცლის ღრუს ქირურგია, ლაპარასკოპიული ქირურგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ნეიროქირურგია, ტრავმა-ორთოპედია, ონკოქირურგია. კლინიკაში ფუნქციონირებს ხალის პათოლოგიის, კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების ცენტრი, ტკივილის მართვის, ხერხემლისა და სახსრების დაავადებების სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.  
ჩვენი კლინიკა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს – ესაა მაღალკვალიფიციური მედპერსონალი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორისაა: სანარკოზე აპარატების უახლესი მოდელი, სასუნთქი აპარატები, ლაპარასკოპიული ინსტრუმენტების ფართო მენიუ, ართროსკოპიული, ცისტო და ურეთროსკოპიული, ლითოტრიფსიის აპარატი, „ჯი-11” ულტრაბგერითი თანამედროვე ბიპილარული სკალპელი და ასე შემდეგ.  
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ „გიდმედს” აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა რთული ოპერაციების მაღალ დონეზე ჩასატარებლად და ჩვენი პაციენტები მას  მიიღებენ ისრაელში აღიარებული სტანდარტების მიხედვით.
კლინიკაში დანერგილია მუცლის ღრუს ლაპარასკოპიული ქირურგია უახლესი ტექნოლოგიით და ართროსკოპიული ქირურგია. 5 წლის განმავლობაში ჩატარებულია 6 000-მდე ოპერაცია, მათ შორის: 9 პანკრეატოდუოდენალური რეზექცია, 40 ცისტექტომია ხელოვნური რეზერვუარის შექმნით, კუჭის რეზექციები, გასტრექტომიები, ჰემიკოლექტომიები, შარდსაწვეთების პლასტიკა, რეკონსტრუქციული ოპერაციები, სახსრების ტოტალური ენდოპროთეზირებები, საშარდე სისტემაში უროლითიაზის დროს ლითოტრიფსია (კენჭის დაშლა უახლესი სამედიცინო აპარატურით). კლინიკა ახორციელებს ასევე, ეგრეთ წოდებულ (SLIV) გახდომის ოპერაციებს ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენებით.
კლინიკაში ტარდება ურთულესი ოპერაციები სხვა ქვეყნების მოწინავე სპეციალისტების მონაწილეობით – ისრაელიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან. კლინიკაში პერიოდულად ატარებენ მასტერკლასებს მოწვეული სპეციალისტები: რეუვენ ელიგერი და რეალდ ხადათი (ისრაელი), პიტერ ალვანი, გავროშეკი და რამონდ შტეინი (გერმანია), იმარე რიომიჩი (უნგრეთი), არდიჩ უნლუერი (თურქეთი), გურამ ახალაძე (რუსეთი).
 კლინიკა „გიდმედში“ ტარდება სრულფასოვანი ლაბორატორიული კვლევები: კლინიკური  ლაბორატორიული კვლევები, ბიოქიმია, იმუნოლოგია, მორფოლოგია, ბაქტერიოლოგია, ბაქტერიოსკოპია.
ჩვენი  კლინიკა გთავაზობთ ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის ფართო არჩევანს: რენტგენოლოგიას, ექოსკოპიას, გასტროსკოპიას, კარდიოლოგიას (ჰოლტერით/ტრედმილით კვლევა), ლარინგოსკოპიას, სპირომეტრიას, კოლონოსკოპიას.
– ბატონო გივი, თქვენთან კეთდება ძალიან ბევრი ისეთი ოპერაცია, რომლის გასაკეთებლადაც პაციენტები ადრე მიდიოდნენ საზღვარგარეთ.
– დიახ, ჩვენ გავუმარტივეთ ცხოვრება ჩვენს პაციენტებს – მათ აღარ უწევთ წასვლა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ჩვენს კლინიკაში კეთდება უდიდესი და ურთულესი ოპერაციები როგორც უცხოელი პარტნიორების მოწვევით, ისე ჩვენთან მომუშავე სპეციალისტთა გუნდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მიღწეული და განვავითაროთ ახალი მიმართულებები უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია ლაპარასკოპიული, ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განვითარება.
ჩვენს კლინიკაში  მუშაობენ და წარმატებით აკეთებენ ოპერაციებს ქართული მედიცინის  აღიარებული ლიდერები, პროფესორები და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები: დავით ქოჩიაშვილი, ამირან ანთაძე, მერაბ კილაძე, თემურ აბულაძე,  ირაკლი ნადირაძე, ვაჟა მარსაგიშვილი, გიორგი ჯოჯუა, ალეკო ხუსკივაძე, შალვა გაბადაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, თამაზ კერძევაძე, ნიკა თევდორაშვილი, თქვენი მონა–მორჩილი, გივი ჩიქობავა და ა.შ.
ასე რომ, ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა „გიდმედს“ – გქონდეთ პროფესიონალების იმედი!

მისამართი: ლუბლიანას 2/6; ფალიაშვილის ¹85;
ლარსის შესახვევი ¹3.  
E-mail: info@gidmedi.ge
ტელ.: +995322202515; +995322528644.

скачать dle 11.3