კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აფასებს ზოგიერთი კაცი ცოლის ერთგულებას და რის გამოსწორებას ცდილობს ის

ერთგულება თანაბრად დასაფასებელი თვისებაა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. თუმცა, ქალის ერთგულება რატომღაც, ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. თითქოს ქალს რაღაც ვალდებულება აქვს, რომ ქმარს უერთგულოს. კაცის ერთგულება კი, რაღაც პერიოდში, საქილიკოც კი იყო, ახლა – ლამის გმირობად უთვლიან. ეს კი ქალის თავმოყვარეობაზე, ბუნებრივია, მტკივნეულად მოქმედებს. არცთუ იშვიათია, როცა ცოლი ვეღარ პატიობს ქმარს იმას, რომ მისი ერთგულება დაუფასებელია და ყურადღების მიღმა რჩება...

 დოდოშკა (37 წლის): მე  და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით ჩვენს გრძნობებს და ვერც იმას ვხვდებოდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივი იქნებოდა. მეზობლები ვიყავით, ერთ სახლში ვცხოვრობდით და ერთად ვთამაშობდით.
– ანუ, მეგობრობდით...
– დიახ. ისე, როგორც მეგობრობენ ბავშვები. მაგრამ ის ჩემთვის ახლობელ, „შინაურ“ ადამიანად იქცა. საკმაოდ თამამი ბავშვი ვიყავი. ბიჭებთან თამაში მერჩივნა ჩემს თანატოლ გოგონებთან ურთიერთობას. მერე მათი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და რაღაც პერიოდის განმავლობაში, ერთმანეთი საერთოდ არ გვინახავს. სხვადასხვა სკოლაში შეგვიყვანეს... ვერ ვიტყვი, რომ მენატრებოდა, მაგრამ, როცა ისევ შევხვდით ერთმანეთს, ვიგრძენი, რომ ძალიან გამიხარდა. ეს არ იყო ლტოლვა მამაკაცის მიმართ... თუმცა მერე ეს გრძნობაც მოვიდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა, როგორმე ვიპოვო მიზეზი ჩემი ქმრის გულგრილი დამოკიდებულებისა იმ ერთგულების მიმართ, რომელსაც მის მიმართ ვავლენდი. რატომ არ დაინახა და არ დააფასა?.. თუმცა, ახლა ნანობს და ძალიან განიცდის... შეიძლება, გვიანიცაა...
– რა იცით, რომ ნანობს? თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა?
– დიახ. ჩიხში შევიდა, რაშიც ჩემს ბრალეულობას ვერ ვხედავ. ჩემი ქმარი ამბობს: კიდევ არ არის გვიან, ყველაფერი გამოვასწოროთო, მაგრამ მე ასე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.
– რატომ, აღარ გიყვართ?
– ძალიან მიყვარს. მართლა... და ისევ მისი ერთგული ვარ, მაგრამ აღარ მინდა, ამაში დარწმუნებული იყოს. ალბათ, არ გესმით ჩემი, მაგრამ ჩვენმა ათწლიანმა ურთიერთობამ დამანახვა, რომ ქმარს არაფრად უღირდა ჩემი ერთგულება. ახლა კი ამბობს, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი დავიბრუნოო. მაგრამ, სამწუხაროდ, მე მისი არ მჯერა... თუმცა, გეუბნებით – ქმარი მიყვარს.
– რას ნიშნავს თქვენს ერთგულებას არ აფასებდა და ყურადღებას  არ აქცევდა.
– ზოგადად, როგორც მივხვდი, მარტო მე არ ვარ ამ მდგომარეობაში. სინონიმი „ერთგული ცოლი“ – კაცებისთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ისინი ფიქრობენ: რა, განა სხვანაირად უნდა იყოს? რა სისულელეა... ცოლმა სხვა კაცისკენ რატომ უნდა გაიხედოს, ის ხომ ქალია?! – შესაბამისად, ერთგულება, როგორც ღირსება, მათთვის არ არსებობს.
– თქვენ ეს იგრძენით თუ გითხრათ?
– ვიგრძენი კიდეც და არც თქმას მორიდებია. ოღონდ, ახლა ამას ნანობს. ესეც მან მითხრა, რაც კიდევ უფრო მტკივნეულია და ნერვებს მიშლის. ანუ, რა გამოდის? – უცებ ძალიან ძვირფასი და ღირებული იმიტომ გავხდი, რომ შეეშინდა, რქები არ დავადგა?
– აპირებთ, უღალატოთ?
– ვაპირებ ღალატს? რას ამბობთ? ადამიანი ბუნებით თუ არ არის მოღალატე, ძალიანაც რომ უნდოდეს, ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ, ჩემი ქმრისთვის ეს არ მითქვამს. ის კი ისე არ მიცნობს, ჩემდა სამწუხაროდ, რომ ზუსტად იცოდეს, რაზე ვარ წამსვლელი. ხომ წარმოგიდგენიათ, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და მაინც არ მიცნობს. როცა ვუთხარი, შენ ჩემი ერთგულება ვერ დააფასე, ერთხელაც კი არ გითქვამს, როგორი კომფორტია, როცა ბოლომდე ენდობი ადამიანს, რომელიც გვერდით გყავს-მეთქი... გაოცებულმა შემომხედა – რა არის ამაში არაჩვეულებრივი, წარმოუდგენელი და განსაკუთრებული. აი, მე თუ ვიქნები შენი ერთგული ბოლომდე, ეგ მართლა უნდა დააფასოო. გეკითხებით, არ არის ეს ცინიზმი? თანაც, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი?!
– უღალატია თქვენთვის?
– არ ვიცი, შეიძლება, უღალატია კიდეც. ამ სიტყვების შემდეგ რაღა უნდა ვიფიქრო ჩვენს ურთიერთობაზე და ჩემ მიმართ მის დამოკიდებულებაზე? რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა, ვუყვარვარ თუ არა? პირდაპირ მითხრა, რომ თუკი ჯერ არ უღალატია, ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის. მაშინ, როცა ჩემს ერთგულებას ჩალის ფასიც კი არ ჰქონია...
– ვიღაც, ალბათ, იტყვის, რომ თქვენ პრობლემებს ძალად იქმნით...
– ეჭვი არ მეპარება. მაგრამ, ყველას თავმოყვარეობის ხარისხი ხომ ერთნაირი არ არის? ვიღაცეები ცემა-ტყეპასაც იტანენ და არ მითხრათ, რომ ეს ნორმალურია...
– ცემა არ არის ნორმალური.
– არც შეურაცხყოფა და დამცირებაა ნორმალური? მით უფრო, იმ ადამიანის, რომელიც გიყვარს. ეს საერთოდ, არ არის არც სიყვარული და არც ურთიერთობა. იცით, როგორ მივედით აქამდე? – ჩვეულებრივი საუბრით. ანუ იმაზე, რომ ერთგულება მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ვეუბნებოდი, მე შენი უსაზღვროდ ერთგული ვარ და შენ თუნდაც ამიტომ არ უნდა გაიხედო სხვა ქალისკენ-მეთქი. გაიცინა... მერე რა, რომ ერთგული ხარ, ცოლი უნდა იყოს ერთგული. ეს ბუნებრივია და განსაკუთრებული ამაში არაფერიაო. ანუ, მე შენი ერთგულება არაფერში მავალდებულებსო.... არ იცით, რა დამემართა. ბევრი ვიტირე და დავემუქრე: დღეიდან ჩემს ცხოვრებას შევცვლი და განახვებ, რას ნიშნავს, როცა ცოლი ერთგული არ არის, გასწავლი ჩემი ერთგულების ფასს-მეთქი... ჯერ „გაატარა“, მაგრამ მერე, როცა მე რაღაცეები შევცვალე ჩემი ცხოვრების სტილში. შეფიქრიანდა... ნელ-ნელა ნერვიულობა და მოუსვენრობა დაეტყო. აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. აღარ შევციცინებ თვალებში და ახლა ნანობს. ღირსია, ინერვიულოს. უნდა მიხვდეს, რომ ასეთი სტერეოტიპული მიდგომა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს.

скачать dle 11.3