კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

აღმოჩენილა თუ არა თიკო მოსემღვდლიშვილი მიტოვებული ქალის პოზიციაში და რატომ არის მისი „დაბოლება“ შეუძლებელი

თიკო მოსემღვდლიშვილი მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო. თიკო არა მხოლოდ ნიჭიერი მომღერალი, არამედ პროფესიონალი მსახიობია. ცოტა ხნის წინ კი ის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, ბელას როლში.
თიკო მოსემღვდლიშვილი: ისე გადაება ერთი პერიოდი ყველაფერი ერთმანეთს – „ვოისი“, „X ფაქტორი“, ანუ მუსიკის მხრივ ვიყავი აქტიური, მაგრამ მეორე პროფესიის – მსახიობობის მხრივ – ცოტა მაკლდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სერიალიც. მივედი ზაფხულში ქასთინგზე, დამირეკეს რამდენიმე თვეში – ახალი პერსონაჟები ჩნდება სერიალში და ერთ-ერთი შენ იქნებიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თან, ისეთი სერიალია, ბევრი უყურებს, მოსწონთ, რეიტინგულია. ბუჩქის როლშიც რომ იყო, ხალხი მაინც გხედავს. თეატრი და ეკრანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მუშაობის მხრივ, სულ სხვა სპეციფიკაა. ჩემი აზრით, კინოში უფრო ახლოს ხარ მაყურებელთან და უფრო მართალი ხარ. საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი და მიხარია, რომ ამის გამოცდილებაც შევიძინე.
–  შენთვის პირველი სერიალია?
– არა, არ არის პირველი. იმ პერიოდში დაემთხვა „მაესტროზე“ სერიალი „ჩვენ გვერდით“. შეყვარებული გოგონას როლი მაქვს, რომლის შეყვარებულიც განსაცდელებში ვარდება, ჩხუბია – მოკლედ დიდი დაძაბულობა აქვთ. იქიდან დავიწყე, მივეჩვიე კამერებს და „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მოვედი, უკვე ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, უფრო მეტად გახსნილი ვიყავი. მანამდეც ეპიზოდურ როლებში ვიყავი გადაღებული.
– როგორი გოგონაა ბელა?
– ძალიან მონდომებულია, მაგრამ ჯერჯერობით ბედი არ სწყალობს. თან, ისეთი პერსონაჟია, შეიძლება, ცოტნე ადვილად შეუყვრდეს, ამიტომ საქმეზე არ უშვებენ. ჭკვიანური რაღაცეები აქვს მის პერსონაჟს. იმდენად მონდომებულია, ისე უნდოდა, ცოტნესთან მიეშვათ, რომ ცდილობს, თავი გამოიჩინოს, რაღაცეები თქვას, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ბროკოლს აჭრევინებენ. შესაძლებელია, მერე სხვაგვრად განვითარდეს მოვლენები, ვნახოთ, რას დაწერენ სცენარისტები. საინტერესო ჯგუფში კი არის – ერთი აფერისტი სასტავია, თუ გამოუვიდათ, ფულს აიღებენ თუ არადა, სხვა რამეს გააკეთებენ. თვითონ რომ არ არის საქმეში ჩართული, ცდილობს, ელას ნაკლოვანებებზე ისაუბროს – შენ ვერ გააკეთე, ვერ გააგიჟე ცოტნე, მე ვარ, რაც ვარო.
– ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობენ ასეთი ტიპები.
– როგორ არა, არსებობენ. უბრალოდ, მე არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს შევჯიბრებოდი, ტიპზე მეჩალიჩა, მასზე რომ უფრო მეტი ზეგავლენა მომეხდინა. რეალურ ცხოვრებაში აქეთ ცდილობენ მოახდინონ ჩემზე შთაბეჭდილება. როცა რაღაცას აკეთებ, წინ მიდიხარ, გინდა არ გინდა, პირადულზე სერიოზულად ნაკლებად ფიქრობ. ახლა სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრი ვერც წარმომიდგენია, იმდენად ვარ საქმეზე გადართული. ეს დამთავრდება, შემდეგ ბენდი მინდა, გავაკეთო, მერე სხვა რაღაცას მივხედო. თეატრი და კინო ჩაივლის, მუსიკას უნდა მივაქციო ყურადღება; მერე ისევ კინოს, თეატრს და ასე დავაბალანსო ყველაფერი.
– თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ადამიანისთვის საკმარისი.
– რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.  ყველას სჭირდება გვერდით მეორე ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად იგრძნობს თავს, დაისვენებს. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთან მაქვს ურთიერთობა-მეთქი. დიდი ხანი მყავდა შეყვარებული, კარგი ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავშორდით.
– როგორც მახსოვს, პატარა იყავი, როცა გათხოვდი. შემდეგ იყო ეს ურთიერთობა, რომელიც ასე დასრულდა. საკუთარ თავს თუ ადანაშაულებ რამეში.
– გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ოჯახი, რომელსაც პატარა ასაკში სერიოზულად არ ვუყურებდი, დღეს ჩემთვის სულ სხვა ფენომენია. დიდი ბალანსი, პატივისცემა უნდა იყოს ოჯახში, ურთიერთობა კი – იდეალური და ამას ორივე უნდა ეცადოს. იმ ასაკში ყველა ასპექტში არ ვიყავი აზრზე მოსული, ვერ ვაბალანსებდი. ახლა სხვანაირად და უფრო რთულად ვუყურებ ამ ყველაფერს. წინასწარ მინდა, ამოვიცნო ადამიანი როგორი იქნება ცხოვრებაში მერე. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან რეალური ფაქტები მაინც ურთიერთობაში, თანაცხოვრებაში მოდის. მაგრამ არის რაღაცეები, რომელშიც გარკვეული, აზრზე მოსული ხარ და ოპ... და უცებ დაიჭერ. ზოგადად, ურთიერთობებს აღარც ვიწყებ. როცა ადამიანი ჩემით ინტერესდება, ერთხელ შევხედავ და თუ არ მოვა ჩემთან, ვერ ვიგრძნობ, რომ ჩემიანია, აღარც ვიწყებ ურთიერთობას. მილიონჯერ რომ შევხვდე, მაინც არაფერი გამოვა. თან, პატარა გოგოც აღარ ვარ. პატარებს უფრო მარტივად აბოლებენ. მე ცოტა მიჭირს  დაბოლება. შემიძლია, ვუთხრა: არ ვბოლდები და რა ვქნათ...
–  ცდილობენ ხოლმე შენს „დაბოლებას“?
– პირველ ეტაპზე მაინც, ყველა კაცი თითქმის ერთნაირია, ერთ ჩარჩოში აქცევენ ქალს. გოგო მოეწონებათ, ხან ასე მიუდგებიან, ხან ისე. მერე, რომ გაიცნობენ, უკვე იციან, როგორ მიუდგნენ.
– იმედგაცრუებაც გქონია?
– ერთი რამ ვიცი – თუ ადამიანი ტყუილში დავიჭირე, შემიძლია, პათოლოგიური ეჭვიანი გავხდე. ზოგადად, ბევრი რამ მაქვს გამოცდილი. შეყვარებულთან დიდხანს ვიყავი, ბევრმა სიტუაციამ გაიარა და შესაბამისად, ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებ. იმედგაცრუება უფრო ისეთი მომენტია, როდესაც მიგატოვებენ, აღარ უყვარხარ. მიტოვებული ქალის პოზიციაში არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება, ჭკუა მყოფნის იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე ან ისე ვიქცევი, რომ ფიზიკურად ვერ აღმოვჩნდები ამ ამპლუაში... ჯერჯერობით ასეა. რაღაც რომ მორჩება, მორჩება. იმდენი ხანი ვიყავით ერთად, ბევრჯერ გვეგონა, რომ დავშორდით, მაგრამ მერე ისევ შევრიგდით. ახლა კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდი საკუთარ თავთან – აღარ შევურიგდები. ისეთი ტიპიც არ ვარ, რაღაცას გავეკიდო. უკეთესს ველოდი და მართლაც მოხდა უკეთესი. რაღაც აუცილებლად ჩაენაცვლება: თუ პირადული არა, კარიერა მოდის წინ, ან პირიქით. იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნო თავი, ვიღაცას ვერ ვიყოლიებ გვერდით. ბოლომდე ახლოს უნდა ვიყო ადამიანთან, თუ არადა სულ ნუ იქნება. როცა შენს საქმეს აკეთებ, გყავს შვილი, ნაკლებად გრჩება დრო, რომ იფიქრო და იგლოვო იმაზე: ვაიმე, წარუმატებელი ვარ პირად ცხოვრებაშიო. პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ, რადგან, რაც მეტად ვარ საქმეში ჩართული, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ყველაფერი წარმავალია, ერთი მთავრდება, მეორე იწყება, ამიტომ არაფერს უნდა გაეტირო.
– რა ხდება შენს კარიერაში სერიალის გარდა?
– ბენდთან დავიწყე მუშობა, მაგრამ ამ ეტაპზე პაუზა მაქვს. როგორც კი გადაღებები მორჩება, მერე ისევ დავიწყებ, რადგან სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. მერე „მაგთის“ რეკლამა იყო, რაღაც შემოთავაზებებია. კერძოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან წამოვედი, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებდი. დროებით შევეშვი. ძალიან მინდა მუსკომედიის თეატრში მოხვედრა. თუ გამომივა და მოვხვდები, ძალიან გამიხარდება.

скачать dle 11.3