კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არა მგონია, რომ შვილმა მაპატიოს
ამ წერილით მინდა, ბოდიში მოვუხადო შვილს, რომელსაც ჩემი აუტანელი ხასიათით პრეტენზიებითა და ამბიციებით დავუნგრიე პირადი ცხოვრება. შედეგად კი ის მივიღე, რომ აი, უკვე რამდენი წელია, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხმას აღარ მცემს, სახლიდან წავიდა და საერთოდ აღარ მეკონტაქტება, თუ არ ჩავთვლით თვეში ერთხელ გამოგზავნილ საარსებო თანხას და კვირაში ერთხელ ვიღაცა ქალის მიერ მოტანილ სურსათ-სანოვაგეს. როდესაც იმ ქალს ვთხოვე, ჩემს შვილთან შემახვედრე ან იქნებ ტელეფონით მაინც დამელაპარაკოს-მეთქი, შემდეგ კვირაში რომ მოვიდა, ჩემი გოგოს პასუხი მომიტანა – ასე შემოგითვალათ, მე დიდი ხანია, დედა აღარ მყავს და, ფულიც და პროდუქტებიც მხოლოდ უფლის წინაშე მოვალეობის მოხდაა და არა შვილის სიყვარულის გამოხატულება. ხომ უნდოდა, რომ მაგისი ჭკუით მეცხოვრა, ხომ დამიყენა ცხოვრება თავდაყირა, ხომ დამიტოვა შვილები უმამოდ, ხომ დამაშორა ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს და დამტოვა მარტო, ხომ მიაღწია თავისას, ხომ ჩააგდო ციხეში უდანაშაულო ადამიანი, ჰოდა, გაიხაროს ახლა და იზეიმოს, ოღონდ, ჩემ გარეშე. ახლა აღარც მე მყავს დედა და აღარც მას ჰყავს შვილი, თავი დამანებოსო. ისე ვინერვიულე, ფეხებიდან მოვწყდი და მთელი კვირა ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული. მეზობლის ქალს რომ არ მოეხედა, ისე ამომხდებოდა სული, ვერავინ გაიგებდა. თუმცა, ალბათ, სწორედ ამის ღირსი ვარ, რადგან მართლაც უზომოდ დიდი შეცდომა, გამოუსწორებელი შეცდომა მაქვს ჩადენილი შვილისა და შვილიშვილების წინაშე. მაგრამ, ახლა, სამწუხაროდ, ვეღარაფერს გამოვასწორებ და სინანულის მეტი აღარაფერი დამრჩენია. ერთადერთი, იმედის ნამცეცი მაქვს დარჩენილი: იქნებ ამ საახალწლოდ ან საშობაოდ მაინც მოულბეს გული ჩემს შვილს (შვილიშვილებისგან პატიებას საერთოდ არ ველი და არც ვარ ღირსი), მინახულოს და იმ დონეზე მაინც შემინდოს, რომ თვეში ერთხელ მაინც დამელაპარაკოს ტელეფონით. შეიძლება, ყველაზე უარესი დედა ვარ დედამიწის ზურგზე, მაგრამ, მაინც ხომ დედა ვარ, ხომ ვატარე მუცლით ცხრა თვე, ხომ გავაჩინე, ხომ გავზარდე და, რაც კარგი თვისებები აქვს, ისიც ხომ ჩემგან აქვს?! თანაც, თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ, ის შეცდომებიც მისმა სიყვარულმა და მასზე ზრუნვამ ჩამადენინა. რა უნდა მექნა მარტო ქალს (ქმარი ადრე მომიკვდა და მეორედ აღარ გავთხოვდი), როცა ერთადერთი შვილი უბანში ყველაზე ავარდნილ ბიჭთან ერთად გაიპარა? ისე შემეშინდა, რამე არ დაუშავოს ჩემს გოგოს-მეთქი, რომ, ჩუმად პოლიციაში დავასმინე სიძე – ამა და ამ ქუჩაზე ბინის ძარცვა რომ მოხდა, ამის და ამის ჩადენილია-მეთქი და მისამართიც მივუთითე, არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ზურა არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ, ასე მეგონა, სხვანაირად ვერ ჩამოვაშორებდი ჩემს გოგოს. ზურა დაიჭირეს, ჩემმა შვილმა კი ხუთი თვის შემდეგ ტყუპები გააჩინა. როცა გაიგო (ეს შემთხვევით მოხდა), რომ ეს საქმე მე მოვაწყვე, იმ დღიდან უარი თქვა ჩემს შვილობაზე, ქმრის ოჯახში გადავიდა და ბავშვებსაც არ მაჩვენებს.
ჩემი სიძე ისევ ციხეშია. მგონი, ორ წელიწადში გამოვა. ვიცი, რომ ისინი მაინც ერთად იქნებიან, მე კი ერთადერთი შვილიც დავკარგე და სამუდამოდ მარტოც დავრჩი, რადგან, ბოლომდე მაინც არ მგონია, რომ ამ ყველაფერს რომელიმე მაპატიებს და შემომირიგდება.
ელზა, 56 წლის.

скачать dle 11.3