კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზის დიეტა

ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ ახალი წელი ნამდვილად აღარ არის ცხრა მთას იქით. და ვინაიდან ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეიკავებს თავს გემრიელი და კალორიული კერძებისა და სასუსნავებისგან, უმჯობესია, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, ანუ, ახალი წლის დადგომამდე მოვიშოროთ რამდენიმე კილოგრამი, რომ მერე ყოველი ლუკმის დაგემოვნებისას სინდისი არ გვქენჯნიდეს ან სიმწრის ოფლი არ გვასხამდეს წონაში მომატების შიშით.
7-დღიანი დიეტა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ძირითადად თევზზეა „აწყობილი“ და მათაც გამოადგებათ, ვინც მარხვას იცავს.
ეს დიეტა კიდევ იმით არის კარგი, რომ არ არის მკაცრი და ორგანიზმს კი არ ფიტავს, პირიქით, ამარაგებს საჭირო და აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
ცნობისათვის, თევზის ცილას ორგანიზმი ხორცის ცილაზე ორჯერ უფრო სწრაფად ითვისებს და არ ჩამორჩება მას სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობით. საერთოდ კი, თევზის დიეტა – ეს არის ცილოვანი დიეტის შემსუბუქებული და უფრო სასარგებლო ვარიანტი.
ამ დიეტის დროს უნდა გამოიყენოთ ნაკლებად ცხიმიანი თევზის სახეობები, რომლებიც უნდა მოხარშოთ, გამოაცხოთ (ფოლგაში გახვეული) ან ორთქლზე მოამზადოთ.
700 გრამი თევზი გაყავით 4-5 ულუფად და მიირთვით ყოველ 3 საათში ერთხელ. მისი საერთო ენერგეტიკული ღირებულებაა 1 500 კილოკალორია. თუ თევზი მოგბეზრდებათ, ჩაანაცვლეთ კრევეტებით, მიდიებით ან კალმარებით; ვინც არ მარხულობთ – ხაჭოთი და კვერცხით. სალათების შესაკაზმად გამოიყენეთ უცხიმო ნატურალური იოგურტი, ზეითუნის ზეთი ან ლიმონის წვენი; მარილის ნაცვლად კი – სოიის სოუსი.
თევზის გარნირად მოამზადეთ მოხარშული ან გამომცხვარი ბოსტნეული: ნებისმიერი სახის კომბოსტო, მწვანე ლობიო, კიტრი, პრასი, გოგრა, ყაბაყი, ცოცხალი მწვანე სალათის ფოთლები.
დიეტის განმავლობაში გამორიცხეთ ყველანაირი წვენი, სვით მხოლოდ წყალი და მწვანე (ან ბალახეულის) ჩაი.
მენიუდან მთლიანად ამოიღეთ მარილი და შაქარი ნებისმიერი სახით, ნაღების კარაქი, მაკარონი და ბურღულეული – წიწიბურასა და ბრინჯის გარდა.
თევზის ცილოვანი დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც აწუხებს ალერგია, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები და მაღალი არტერიული წნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დიეტა 7-დღიანია, შეგიძლიათ, ახალ წლამდე განაგრძოთ – ამით არაფერი დაგიშავდებათ, 3-ის ნაცვლად კი, შეიძლება, 5 კილოგრამიც კი დაიკლოთ.

скачать dle 11.3