კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაარქვეს კახა ცხადაძეს „ჰაერის მეფე” და რა დილემის წინაშე აღმოჩნდა ის

რამდენიმე თვეა, რაც კახა ცხადაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.  წარსულში წარმატებული  ფეხბურთელი 7 წელიწადი ამ ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ატარებდა, რასაც დღემდე დიდ პატივად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა უფრო იოლი იყო, ვიდრე ის „როლი,” რომელიც დღეს აკისრია. როგორ დაიწყო კახა ცხადაძის გზა  საფეხბურთო სტადიონზე, სადაც 17 წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება იზეიმა, ჩვენი რესპონდენტი თავად გვიამბობს და არც იმას გვიმალავს, საქართველოს ნაკრებში მოთამაშე რომელი ფეხბურთელის მიმართაც აქვს განსაკუთრებული ემოციები.  

 კახა ცხადაძე: როდესაც შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ხარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ქართველები ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ, მით უმეტეს, ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ფეხბურთი და პოლიტიკა ყველა ადამიანის ცხოვრებაში დიდი დოზითაა და, შესაბამისად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიმართ მოთხოვნებიც მაღალია. როდესაც საუბრები დაიწყო ამ პოსტზე ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია. ეს იყო დილემაც და რისკიც, თუმცა ეს ღირდა გარისკვად. ვერ უარვყოფ, რომ ამ პოზიციას ხიბლიც ბევრი აქვს – როდესაც პირველი თამაში მოვიგეთ, ისეთი ამაყი ვიყავი, ცხოვრებაში არასდროს რომ ვყოფილვარ. იმის მიუხედავად, რომ ბევრჯერ მომიგია  ჩემპიონობა, ვაღიარებ – ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. არ დაგიმალავთ, რომ წაგებული თამაში ნახევარ სიცოცხლედ მიჯდება, მით უმეტეს, ახლა – გარეთ გამოსვლაც კი მიძნელდება. როდესაც იცი, ხალხი როგორ არის შენ მიმართ განწყობილი და ყველაფერში გრძნობ მათ მხარდაჭერას, ეს მძიმე ტვირთია.  
– თქვენმა წინამორბედებმა საკმაოდ ხმაურიანი ისტორიებით დაასრულეს მოღვაწეობა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე. ამას არ შეუშინებიხართ, როცა კონტრაქტზე ხელს აწერდით?
– შიში ვერ არის კარგი მრჩეველი. რა საქმესაც არ უნდა იწყებდე, რისკი ყოველთვის არსებობს.  ალბათობა,  რომ  ხმაურიან ისტორიაში აღმოჩნდე, ამ საქმეს მუდამ ახლავს – ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თამაში.  მას შემდეგ, რაც ყველა ძალიან გავახარეთ ჩვენი  შედეგებით, იყო თამაში ესტონეთთან, რომლის მეორე ტაიმიც „ჩავაგდეთ” და უცებ გაჩნდა უარყოფითი ემოციები. ამ ემოციებს დიდი ხანია, შეგუებული ვარ, მთავარი ისაა, თუ რაღაც არ გამოვიდა, სწორი ანალიზი გავაკეთო და ეს სამომავლოდ გავითვალისწინო. რაც შეეხება ჩემს წინამორბედებს, მე ვერავისზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ,  ვიტყვი, რომ თემურ ქეცბაიას ძალიან შესტკიოდა გული გუნდზე და ძალიან მოტივირებული იყო.  ევროპელ მწვრთნელებს  უჭირთ ისეთ ქვეყნებში მუშაობა, როგორიც საქართველო და  პოსტსაბჭოთა სივრცის   სხვა ქვეყნებია – მათ არ იციან ჩვენი მენტალიტეტი, რაც პრობლემებს ქმნის ხოლმე.
– ქართულ ფეხბურთს არცთუ იოლი კულისები აქვს. ფედერაციის პრეზიდენტი ლამის ვიცე-პრემიერთან მეგობრობას „გადაჰყვა”. ამბობენ, რომ, თქვენც, როგორც კახა კალაძის  მეგობარი, მისი ფავორიტი ხართ.
– მე  მათზე  უფროსი  თაობის წარმომადგენელი ვარ, თუმცა  ერთად  თამაში მოგვიწია. მიმაჩნია, რომ კახა ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია საქართველოს ისტორიაში – ეს არის ფაქტი. დღეს ჩვენ  ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით, თუმცა კახა ისეთი დაკავებულია, ხშირად ვერ ვნახულობ. მე  პირველ ადგილზე ყოველთვის საქმის ინტერესს ვაყენებ. იმას, რომ  ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგის მეტს რას მოუტანს ჩვენს საყვარელ საქმეს –  ფეხბურთს? ჩემი აზრით, საქმე  იქ გამოდის უკეთესად, სადაც ურთიერთობაში  ჰარმონიაა.
– წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების  კაპიტნის სამკლაური გეკეთათ, იყავით წარმატებული ფეხბურთელი. როგორ ფიქრობთ, მაშინ უფრო რთული  იყო თქვენი „როლი” თუ დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი გახდით?
– მე 17 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის პროფესიონალურად თამაში დავიწყე,  35 წლის ასაკში კი აქტიურ სპორტს ტრავმების გამო დავემშვიდობე. ჩემი  სამწვრთნელო კარიერა  ჯერ მხოლოდ ათ წელს ითვლის. ვერ ვიტყვი, როგორ წარიმართება ჩემი, როგორც მწვრთნელის კარიერა,  თუმცა ვფიქრობ, რომ, სადაც ხარ, იქ არის შენი  მთავარი სტიქია.  ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ,  იღბალი სპორტსმენისთის ძალიან ბევრს ნიშნავს. შვიდი წელი ეროვნული  ნაკრების კაპიტანი ვიყავი, რაც ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. კარგად ვთამაშობდი თავით, „მეორე სართულზე” და ინგლისში „ჰაერის მეფეს”  მეძახდნენ: ამიტომ იყო, რომ არაერთხელ გამიტეხავს თავი და ცხვირი.  როდესაც  გერმანიაში ჩავედი, რამდენჯერმე მოვხვდი ევროპის სიმბოლურ ნაკრებში, რაც დიდი აღიარება იყო, თუმცა, ეს აღიარება მხოლოდ დიდი შრომით მოდის. 30 წლის ვიყავი, როცა პირველად დავლიე ლუდი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელის რეჟიმი დამერღვია.   
– თქვენი საფეხბურთო გზა სად დაიწყო?
– რუსთავში, სადაც  გავიზარდე. ყველა ფეხბურთელის გზა ეზოში, სახლთან ახლოს მდებარე სტადიონზე იწყება. ჩემი უფროსი ძმა თამაშობდა  ფეხბურთს და მან ამიყოლია, თუმცა თვითონ ადრე დაანება თავი.  ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო მამაჩემიც,  ის დადიოდა ხოლმე ჩემს თამაშებზე, თუმცა ისე, რომ არ დამენახა. დედაც მგულშემატკივორბდა, მაგრამ, ისე ნერვიულობდა, რომ არასდროს უყურებია ფეხბურთისთვის.  ჩემს ბავშვობაში ბიჭისთვის სხვა გასათობი არც იყო – გაკვეთილების შემდეგ, ერთი სული გვქონდა ეზოში ფეხბურთი გვეთამაშა. 7 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ძმამ  ფეხბურთზე შემიყვანა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა, მაგრამ, უზომოდ თავდადებული და შრომისმოყვარე ვიყავი, თუმცა, ნიჭი რომ არ მქონოდა, მარტო შრომით არაფერი გამოვიდოდა. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემს თამაშს შემთხვევით შეესწრო   გავრილ კაჩალინი. ის  საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი იყო და თბილისის „დინამოში” მუშაობდა. მას ჩემი და ჯაბა წიკლაურის თამაში მოეწონა და თქვა, ამათგან კარგი ფეხბურთელები დადგებაო.  17-18 წლის ვიყავი, როცა რუსთავში გაზრდილი ბიჭი   თბილისის „დინამოში” მოვხვდი – იღბალი იყო, აბა, რა იყო?! დიდი ნოდარ ახალკაცი იყო მაშინ „დინამოს” მწვრთნელი. ბაზაზე რამაზ   შენგელია, ოთარ გაბელია და თენგიზ  სულაქველიძე რომ დავინახე,  სასადილოში ლუკმა აღარ  გადამივიდა ყელში. მახსოვს,  მიშა მესხმა დამცინა: საჭმელი ჭამე, თორემ, ვერ გაიქცევიო (იცინის). ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა წარმართულიყო ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე, არც სხვა პროფესიაზე მიფიქრია არასდროს. ¹3 იყო ჩემი ყველაზე საყვარელი ნომერი და მეც ¹3 გავხდი – ჩემი საყვარელი ფეხბურთელი საშა ჩივაძე წავიდა „დინამოდან” და მისი მაისური მე გადმომეცა.  გული იმაზე მწყდება, რომ   ბევრი ტრავმა  მივიღე – ორივე მუხლზე 12 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, რის გამოც ხშირად მიწევდა ხოლმე თამაშებიდან გამოთიშვა, შესაბამისად, ბევრი რამ დამაკლდა. იმ პოტენციიდან გამომდინარე, რაც მქონდა, შეიძლებოდა, უფრო მაღალ დონეზე მეთამაშა, მაგრამ ტრავმებმა ძალიან შემიშალა ხელი, რაც  დღეს  ყველაზე ცუდად მახსენდება.
– წლების განმავლობაში ცხოვრობდით სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც არც ისე იოლია სპორტსმენისთვის წარმატებული კარიერის აწყობა.  
– დიდ სპორტში ყოფნა   მძიმე ტვირთია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უცხოეთში   კარიერის აწყობა ძალიან რთული იყო, უბრალოდ, ენის ბარიერი მიქმნიდა ყველაზე მეტ პრობლემას.  მე, თემურ ქეცბაია და გია გურული პირველები ვიყავით, ვინც უცხოეთში  წავიდა სამუშაოდ.  მე ჯერ შვედეთში ვთამაშობდი; მერე მოსკოვში გადავედი, 1992 წელს უკვე გერმანიაში წავედი, საიდანაც ერთი წელი  ისევ რუსეთში დავბრუნდი. ბოლოს იყო „მანჩესტერ სიტი”, სადაც მივიღე ძალიან მძიმე ტრავმები  და სადაც დამთავრდა ჩემთვის დიდი ფეხბურთი. თავიდან უცხოეთში მარტო წავედი, მერე კი ჩემი მეუღლე ჩამოვიდა შვილებით და მას შემდეგ ის  ყოველთვის ჩემ გვერდით იყო.  ჩვენ პატარები ვიყავით, როცა დავოჯახდით, ჩვენი ისტორია რუსთავში დაიწყო. სპორტსმენისთვის ოჯახის, მეუღლის  თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემმა მეუღლემ, თინიკომ, ბევრი საზრუნავი აიღო თავის თავზე, რომ ჩემთვის სიმყუდროვე და მშვიდი გარემო  შეექმნა და, ამიტომაცაა, რომ ხუმრობით „გენერალს” ვეძახი (იცინის).
– სახლში დიდი საჩივრის წიგნი არ გაქვთ?
– არა, არ მინახავს (იცინის). ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ერთად, გავზარდეთ ორი შვილი და დღეს უკვე ორი შვილიშვილიც გვყავს. ჩემი ვაჟი ჩვენს ნაკრებში თამაშობს – თემურ ქეცბაიას დროს მოვიდა ნაკრებში. მიხარია, რომ მან ჩემი გზა გააგრძელა და, გამიხარდება, თუ ბაჩანას ბიჭებიც ითამაშებენ ფებურთს. ჩემი უმცროსი შვილი, სოფო, ახლახან დაბრუნდა ინგლისიდან, სადაც სამი წელი ცხოვრობდა – იქ მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა უკვე თბილისშია.
– ბაჩანა თქვენს გუნდში ყველაზე „დაჩაგრული” იქნება მწვრთნელი მამის  სიმკაცრის  წყალობით.
– კი, ბაჩანასთან განსაკუთრებით მკაცრი ვარ,  ბევრს ვითხოვ მისგან და ასე ვიყავი მაშინაც, როცა ჩემთან ბაქოს „ინტერში” თამაშობდა, თუმცა აქ მასთან ბევრად მეტი მოთხოვნა მაქვს.
– ორი ფეხბურთელის შემყურე   ოჯახში „სერტიფიცირებული” გულშემატკივარი ქალბატონები გეყოლებათ.
–  დიახ,  ყველანი  ჩვენი დიდი გულშემატკივრები არიან.  წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ თამაშზეც ერთად ვიყავით.  თინიკომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მე წარმატებული საფეხბურთო კარიერა მქონოდა.  როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, მისი კარიერა ჩემსას შეეწირა კიდეც, თუმცა  ახლა მეგობრებთან ერთად საკუთარი სტუდია აქვს.
– თქვენ, როგორც წარმატებული ფეხბურთელების უმეტესობას, არ გაქვთ საკუთარი ბიზნესი?
– არა. ერთხელ მქონდა მცდელობა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა – ბიზნესი არ აღმოჩნდა  ჩემი საქმე. ვერც კი ვიტყვი, ფეხბურთის გარდა  რამე მნიშვნელოვანი თუ იყო  ჩემს ცხოვრებაში. ოჯახი, მეგობრები, ფეხბურთი – ეს იყო და არის ყველაფერი, რითაც  მე ვცხოვრობ.  არა მგონია, კაცმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ოდესმე შეელიოს მას ემოციურად. ამას წინათ „დინამოს” სტადიონზე ვითამაშეთ ვეტერანებმა, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ფეხბურთის  თამაში  იქ, სადაც  წლების წინ  ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

скачать dle 11.3