კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მიანიჭეს ზურაბ შარიას აკადემიკოსის წოდება და რა ვალი მოიხადა მან ფაზისის წინაშე

რუსთაველის თეატრის მსახიობსა და ჟურნალისტს, ზურაბ შარიას, კიდევ ერთი საპასუხისმგებლო და საპატიო წოდება შეემატა – ის ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის ნამდვილ წევრად, ანუ აკადემიკოსად აირჩიეს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსახიობი ექსტემალური სპორტით – დაივინგით არის დაინტერესებული. წყალქვეშა სამყარო მართლაც რომ, გასაოცარი რამაა. ამ თემაზე უფრო ვრცელ ინფორმაციას სტატიიდან შეიტყობთ.
– ცოტა ხნის წინ, აკადემიკოსის წოდება მოგანიჭეს, იცოდით ამის შესახებ?
– ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის სხდომაზე აკადემიის ნამდვილ წევრად ამირჩიეს. ეს აკადემია, მხოლოდ ნაშრომებზე არაა დაფუძნებული. სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, აკადემიის საბჭო თავიანთ წევრად წარადგენს.  ეს ერთგვარი დაფასებაა, თან, სახელი აქვს ისეთი – „ფაზისის აკადემია.” ახლა უკვე ფაზისის წინაშეც მაქვს რაღაც ვალი მოხდილი (იცინის). აკადემისკოსის წოდება ბევრს ნიშნავს, მაგრამ, მეცნიერი და ნამდვილი აკადემიკოსი სხვა თემაა. მაგალითად, ჩემი სიმამრი პლაზმური ფიზიკის მეცნიერია და ამ საქმეში აქვს ჩადებული მთელი თავისი ცხოვრება, ის არის ნამდვილი აკადემიკოსი და ინტელიგენტი კაცი. ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს, კარგ და სწორ საქმეს ემსახურება. მეცნიერებათა აკადემიაში ისე ვერავინ მოხვდება, თუ ღვაწლი არ აქვს. ძალიან სასიხარულო და საამაყოა ეს წოდება.
– დიდი ხანია, რაც დაივინგით ხართ დაინტერესებული?
– 2004 წლიდან, ანუ, 11 წელი გამოდის. ვისაც ერთხელ მაინც ჩაუყვინთავს, დამეთანხმება, რომ დაივინგი ცხოვრების წესში გადადის. ვგულისხმობ სერიოზულ დონეზე ყვინთვას. როცა წყალში კარგად ხარ და იქიდან ამოყვინთავ, საკუთარი თავის მიმართაც რაღაც სხვა დამოკიდებულება გიჩნდება – უფრო გაწონასწორებული და მშვიდი ხდები. ზოგადად, წყალი მკვდარი აურაა და ფსიქოთერაპიისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წყლის ქვეშ ყველას თავისი მუსიკა ესმის. მართალია, არის დამატებითი გაჯეტები მუსიკის მოსასმენადაც, მაგრამ, მერწმუნეთ, არ არის საჭირო. მკვდარ აურას უარყოფითი მიაქვს და დადებითით გმუხტავს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადრენალინია ძალიან მაგარი. ერთნაირ პირობებში რომ ხართ შენ და თევზი, კიდევ სხვა დამოკიდებულება გიჩნდება. უნდა აღვნიშნო, რომ ღამით ყვინთვა საოცარი რამ არის, ძალიან მიყვარს. წყალში ფანრებით ჩავდივართ ხოლმე და, თუ კარგი მთვარეა, ფანრებსაც ვაქრობთ. 
– პირველი ჩაყვინთვა როგორი იყო?
– „ლაგუნაზე” ვვარჯიშობდი, მაგრამ, არ მქონდა ჩაყვინთული. ბავშვობაში კი ვყვინთავდი, მაგრამ, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ საქმეს, თან დიდხანსაც ვერ ვძლებდი წყალში – ყურების გახსნა არ ვიცოდი და, მეგონა, რაღაც მიუწვდომელი ამბავი იყო. გვეკითხებიან ხოლმე, ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ჩაყვინთვაო? (იცინის) მეც დაახლოებით ასეთი წარმოდგენა მქონდა, მეგონა, რომ რაღაც სპეცმომზადება იყო საჭირო. პირველად რომ ჩავყვინთე, ამირან ჯავრიშვილს (ჩემს უშუალო ინსტუქტორს) ვკითხე, ამის გადაღება თუ შეიძლება-მეთქი და, არაო. თან, აუზში ჩავყვინთე და, რა უნდა მენახა ისეთი, რომ გადამეღო, არ ვიცი; უბრალოდ, წყალში ისეთ უწონო მდგომარეობაში ხარ, კოსმოსში გგონია თავი. აქ ვერ ვიშოვე წყლის კამერა, ამიტომ, მამაჩემს ვთხოვე, ჩამოეტანა. კაცს 23 საათის განმავლობაში თვითმფრინავში ხელში ეჭირა ვიდეოკამერა და ისე ჩამომიტანა. სწორედ მისი საშუალებით გაშუქდა საქართველოს თვალუწვდენელი წყალქვეშა სამყარო.
– ბევრი აღმოჩენის მომსწრეც იქნებით.
– საერთოდ, კომუნისტების დროს ეწეოდნენ ანტიპროპაგანდას, რომ საქართველოში სანახაობრივი არაფერი იყო. ეს გასაგებიცაა, რადგან, მაშინ ზღვის ფსკერი დაგეთვალიერებინა კი არა, საღამოს 9 საათის მერე ზღვასთან არ გვიშვებდნენ.  ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მცდარი აღმოჩნდა. შავ ზღვაში ჩვენ გვაქვს თევზის ისეთი უნიკალური სახეობები, როგორებიცაა: ზუთხი, ორაგული, გველთევზა და სხვა. სარფი რომ გადავიღეთ, არავის სჯეროდა, ეს ხომ საქართველო იყო. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენთან იყო გავრცელებული,  არ ველოდი, რაც წყალში დამხვდა. აღმოჩენები, რა თქმა უნდა, იყო და ამ თვალსაზრისით საინტერესოა მღვიმეები.  პრომეთეს მღვიმეში გეოგრაფიის ინსტიტუტმა 1983 წელს  ექსპედიცია ჩაატარა, სადაც ამირან ჯავრიშვილმა და ვახტანგ კაპანაძემ აღმოაჩინეს მთავარი დარბაზი. იმ დროიდან მოყოლებული, 2006 წლამდე, მღვიმეში მხოლოდ ერთი ბილიკი იყო, სხვა არაფერი. მახსოვს, „რუსთავი 2-სთვის” ვიღებდი სიუჟეტს და მაშველებს ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი” დაჰქონდათ, რომ იქაურობა გაენათებინათ.  ამის შემდეგ მივმართეთ  ტურიზმის დეპარტამენტს და შემდეგ გაკეთდა იმ სახით, რაც ახლა არის. საქართველოში რთულია, ყოველივე ეს მოუყვე ადამიანს და დააჯერო, ამიტომ, მქონდა გადაცემა  „აკვა ჯორჯია”, რომლის მეშვეობითაც ვაჩვენებდით ხალხს ამ ყოველივეს. ამ გადაცემის ერთ-ერთ სერიაში, რომელიც ფაზისს უკავშირდებოდა, პალიასტომის ტბაში ვნახეთ ადგილი, სადაც 3-4 ათასი წლის ამფორების ნატეხები იყო უხვად. ჩემი ოპერატორი იმდენად დააინტერესა ყოველივე ამან, რომ უცებ შევარდა იქ და კამერა მე დავიჭირე გადასაღებად, აზარტში იყო (იცინის). ჩაწერის დროს ფეხზე რაღაც ვიგრძენი, ამოვიღე  და რაღაც მარჯნის რიფივით იყო. ეს აღმოჩნდა რგოლოვანი ჭიების ქიტილოვანი საფარველი. ილიაუნის გეოგრაფიის კათედრაში მივიტანეთ და გვითხრეს, რომ რგოლოვანი ჭიები კოლონიად, მარჯანივით იყვნენ შეკრულები და გაქვავებული. საქმე ისაა, რომ ეს რგოლოვანი ჭიები ზღვაში 100-150 მეტრის სიღმრეზე ბინადრობენ და მეთანით იკვებებიან. ისინი არანაირად არ უნდა ყოფილიყვნენ პალიასტომში, რადგან ტბის სიღრმე 3,20 მ-ია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი უტყუარი საბუთია იმისა, რომ ფაზისის დროს პალიასტომი ზღვის ნაწილი იყო. ფარავნის ტბაში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ იპოვა ყორღანი, რაც იმის ნიშანია, რომ 2 000 წლის წინ იმ ადგილზე ტბა არ არსებოდა. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.
– საშიში არ არის შავი ზღვის წყალქვეშა სამყარო?
– არა და სწორედ ამიტომაც უნდა იყოს ეს სფერო განვითარებული. საზღვაო ტურიზმთან დაკავშირებით ბევრი რამ ნულიდან არის დასაწყები. ჩვენს ზღვაში არაფერი შეგჭამს (იცინის). მართალია, არის სახეობები, რომლებსაც უნდა უფრთხილდე, მაგრამ სასიკვდილო არც ერთი არაა. მაგალითად, თევზის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც გურენს ვეძახით, ეკლები აქვს, მისი ეკალი, ჯერ ერთი, მტკივნეულია და, თანაც, ანტიბიოტიკების მიღებასაც საჭიროებს;  ასევე, არის ზღვის კატა, რომელსაც კუდის ფუძეებთან აქვს კიდეებდაკბილული დიდი ქიცვი, რომლის  ჩხვლეტაც სახიფათოა. ხშირად შეგვხვედრია ეს არსებები და ჩვენი ბიჭები დაუკბენიათ კიდეც.
– პირველად რომ ჩაყვინთეთ ზღვაში, შიშის გრძნობა არ გქონდათ? აუზიდან დიდ სივრცეში გადანაცვლება ხომ რთულია.
– ვიდრე ზღვაში გავიდოდი, მანამდე სუნთქვის ვარჯიშებს ვაკეთებდი. თავიდან მეგონა, რომ სუნთქვის შეკავება 20-30 წამზე მეტხანს არ შემეძლო, მაგრამ მერე რეკორდზე ავედი – 3 წუთზე და 54 წამზე. ისე მოხდა, რომ ზაფხულში ვერ გავდიოდი ქალაქიდან, რადგან გადაღებები მქონდა, ფაქტობრივად, თვე-ნახევარი მარტო ვიყავი აუზზე და რას აღარ ვაკეთებდი სუნთქვის გასაუმჯობესებლად; ჩემი ვარჯიშიც კი მოვიგონე – წყლის ქვეშ ტანსაცმლის გამოცვა; თან, წყალში ყველაფერი მირბის და ესეც უნდა გამეკონტროლებინა (იცინის). მოკლედ, დიდი მომზადების ეტაპი გავიარე. ზღვაზე ინსტრუქტორი მოგყვება და მეც ასე ვიყავი, მაგრამ ამირანი მენდო და მარტო გამიშვა. პირველად დიდ სივრცეში არ იყო ადვილი, მაგრამ, კარგი მომზადება ის არის, რომ არ უნდა დაგავიწყდეს, რაც ნასწავლი გაქვს და მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ცოდნა.
– ყველაზე ღრმად რამდენ მეტრზე ჩაგიყვინთავთ და გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მომხდარა წყალში?
– ყველაზე ღრმად 64 მეტრამდე ჩავყვინთე წითელ ზღვაში. როცა ყვინთავ, 99,9 პროცენტში, დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი რამ არ უნდა მოხდეს. იქ ზუსტადაა განსაზღვრული გეგმა: რა სიღრმეზე ყვინთავ, რამდენ ხანს ჩერდები და ასე შემდეგ. მართალია, რაღაცეებს არღვევ, მაგრამ, ეს ყველაფერი, უკვე შენს გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

скачать dle 11.3