კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სცემა ოთხი შტანგისტი მამაკაცი ცირკის მსახიობმა რუსმა გოგონამ

ბათუმის მილიციაში მუშაობა ახალდაწყებული მქონდა, როცა აჭარის დედაქალაქში მოსკოვის ცირკი ჩამოვიდა. არტისტები სასტუმრო „მესხეთში“ ცხოვრობდნენ. როცა ქუჩაში აკრობატი გოგონები გამოდიოდნენ, მთელი ბულვარი მათ აედევნებოდა ხოლმე. ისინი ძალიან ლამაზები და ტანადები იყვნენ. რუს არტისტებს რომ პრობლემები არ შექმნოდათ, რადგან გოგონებს უამრავი თაყვანისმცემელი აკითხავდა, „მესხეთში“ ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა გვქონდა დაწესებული.
ერთ ცხელ საღამოს მე და ჩემი სამი კოლეგა ოთხმა მძიმეწონოსანმა შტანგისტმა რესტორანში დაგვპატიჟა. შტანგისტებიც „მესხეთში“ ცხოვრობდნენ და არც ისინი იყვნენ გულგრილნი მოსკოველი გოგონების მიმართ. ჩვენ ჯერ არ ვსვამდით. შემდეგ სმას შევყევით. ძალოსნები რესტორნიდან გაგვეპარნენ და ოთხი მილიციელი შევრჩით ერთმანეთს. ღამის 2 საათი სრულდებოდა, ერთ-ერთი აკრობატი გოგონა რომ შემოვარდა რესტორანში და აყვირდა:
– ჩქარა, ჩქარა, წამოდით, თორემ ჩვენს ნომერში უბედურება დატრიალდებაო.
ჩვენ წამოვცვივდით და გოგონას გავყევით. გზაში კი შევიტყვეთ, რომ მათ ნომერში სწორედ ის შტანგისტები ყოფილან, ვინც ჩვენ რესტორანში დაგვპატიჟა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მათ ეს იმიტომ გააკეთეს, აკრობატებთან დაუბრკოლებლად შესულიყვნენ და მათთან დრო გაეტარებინათ.
აკრობატი გოგონების ნომერი ჩარაზული დაგვხვდა. იქიდან კი საშინელი ხმები გამოდიოდა.
– აბა, ბიჭებო, კარი შევამტვრიოთ, თორემ გოგონები თუ გააუპატიურეს ამ მხეცებმა, ყველას დაგვიჭერენ-მეთქი, – ვუღრიალე კოლეგებს და ერთობლივი ძალებით შევამტვრიეთ კარი...
სასტუმროს ნომერში შევედით და რას ვხედავთ – ოთხი რჩეული, ერთმანეთზე ძლიერი შტანგისტი მამაკაცი ერთმანეთში ფაფასავით აზელილან და ტკივილისგან საშინლად კვნესიან... მომხიბვლელი რუსი აკრობატი გოგონა კი, რომელიც სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონიდა, გაოფლილი იდგა სარკესთან და მშვიდად ისწორებდა თმას. ანუ, რუსმა „ცირკაჩკამ“ ისე სცემა ოთხი მძიმეწონოსანი შტანგისტი მამაკაცი, რომ სამი კვირის განმავლობაში ტვინშერყეულები იწვნენ საავადმყოფოში.
ბიკი ონოფრიშვილის მონათხრობის მიხედვით

скачать dle 11.3