კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

ონისე ონიანის ანეკდოტები

ფრანგი და მეგრელი საუბრობენ. ფრანგი ამბობს:
–  ჩვენ, ფრანგები, ისეთი სექსუალურები ვართ, ქალს ჯერ ხელზე ვკოცნით ნაზად, მერე ყელზე, მერე ტუჩებში, მერე ლოგინში ვაწვენთ...
მეგრელმა შეაწყვეტინა:
–  მოიცა, თუ ძმა ხარ, ჩვენ ამდენ ხანში ქალი სამშობიაროში მიგვყავს!
***
გურული ზანგს პირველად ნახავს და ჰკითხავს:
–  ვინ ხარ შენ, ძამა?
–  ვინ ვარ და, ლეონარდო დიკაპრიო, – გაეხუმრა ზანგი.
გურული დააძრობს ტელეფონს და მეზობელს გადაურეკავს:
–  ალო, აფრასიონა, თუ გახსოვს, „ტიტანიკი“ ჩეიძირა თუ დეიწვა?
***
ნარკომანი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება:
–  ქიშმიში გაქვთ?
გამყიდველი მიხვდა, რომ კაიფშია და გაეხუმრა:
–  კი, გვაქვს, ბულკებში.
–  მაშინ, ერთი კილო გამომიჩიჩქნეთ.
***
– რა ღირს თქვენი ძაღლი?
–  500 დოლარი.
–  ერთგულია?
–   ძალიან! უკვე მეოთხედ ვყიდი.
***
მარო ეუბნება მიხოს:
–  მიხო, დავიღალე, კაცო, ამდენი აბორტის კეთებით, სპირალი უნდა ჩავიდგა.
–  იცი, რას გეტყვი, დედაკაცო? ე მანდ მე არაფერი დამეწვას და, თუ გინდა, ბუხარი ჩაიდგი.
***
ექიმთან მიღებაზე:
– თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დროულად მოხვედით ჩემთან! – ეუბნება პაციენტს ექიმი.
– რაშია საქმე, ექიმო, რამე ძალიან სერიოზული მჭირს?
– კიდევ ერთი დღეც და – თავადვე გამოჯანმრთელდებოდით.

 

აჩი ფურცელაძის ანეკდოტები
საღამოს ცოლ-ქმარი საუბრობს:
–  ჭამა გინდა?
–  არა.
–  რატომ, უკვე ჭამე?
–  კი!
–  კი მაგრამ, როდის?
–  შენ რომ მოგიყვანე, ე, მაშინ!
***
გორელი ისეთი მთვრალი იყო, ტროტუარზე დადიოდა.
***
მამასთან მიირბენს შვილი და ეუბნება:
–  მამა, კლასში რომ არ ჩავრჩე, ამოცანა უნდა ამოვხსნა და დამეხმარე, რა!
–  მიდი აბა, გისმენ.
–  ათ ბავშვზე შვიდი კარტოფილი როგორ გავანაწილო?
–  პიურე გააკეთე, მაგის დედაც ვატირე!
***
სვანმა მაგნიტი გადაყლაპა – მიმზიდველი ვიქნებიო.
***
სვანები კროსვორდს ავსებენ.
–  დასარტყამი ინსტრუმენტი... ოთხი ასო... –კითხულობს ერთი ხმამაღლა.
–  დანა! – ამბობს მეორე.
***
 გურულ გამყიდველს მაღაზიაში შესული კლიენტი ეკითხება:
–  რა ღირს კარაქი?
–  თვრამეტი ლარი!
–  უი დედა! რა ამბავია თვრამეტი ლარი, მაგ ფასად გიტარას ვიყიდი!
–  კი იყიდი, მარა, პურზე გადუუსვამ?!

скачать dle 11.3