კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

57 წლის განმავლობაში მოუხელთებელი ქართველი თაღლითი, რომლის არსებობაში გამომძიებლებსაც ეჭვი ეპარებოდათ

იასე ჭანტურია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქართველი ბოროტმოქმედი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღო – მას სორბონის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალისტის დიპლომი ჰქონდა და პედაგოგები დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, მან სულ სხვა გზა აირჩია – კრიმინალურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მოუხელთებელი ბოროტმოქმედი გახდა – მან თითქმის ერთი საუკუნე იცოცხლა – 1999 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა და მოსკოვშია დაკრძალული. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ადამიანის ცხოვრებიდან.
მუსიე ჟანი
ჭანტურიების ოჯახი მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაქოში ცხოვრობდა. იასეს მამა – ამბაკო, აზერბაიჯანის ნავთობმრეწველობის კონსორციუმში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა და მილიონერ როტშილდთან დაახლოებული პირი იყო, რომელსაც ეს ნავთობსაბადოები ეკუთვნოდა. სწორედ ბაქოში დაიბადა და გაიზარდა იასე, თუმცა ის ქართულ ყაიდაზე იზრდებოდა. 1919 წელს 18 წლის იასე საფრანგეთში, სორბონაში გაგზავნეს სასწავლებლად. იმავე წელს ჭანტურიების ოჯახი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. 1923 წელს კი სორბონადამთავრებული 22 წლის იასე უკვე გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ იასეს მშობლები „ჩეკამ“ დააპატიმრა და ისინი ანტისაბჭოთა გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს. იასემ ძლივს გაასწრო. მან ყალბი საბუთები იშოვა და საცხოვრებლად ლენინგრადში გადასახლდა. იქვე მოეწყო სამსახურში და ცნობილ ბალტიის ქარხანაში უმცროსი ბუღალტრის თანამდებობა დაიკავა. მშობლებდახვრეტილ ბიჭს სძულდა საბჭოთა ხელისუფლება და ყოველმხრივ ცდილობდა, რამე ევნო მისთვის. ამავდროულად, არც საარსებო სახსრები ჰყოფნიდა და, გადაწყვიტა, ფინანსური აფერა ჩაეტარებინა. 1925 წლის თებერვალში, უმცროსმა ბუღალტერმა ანატოლი გორსკიმ (იასე ჭანტურიამ) ყალბი ზედდებულებით დონბასის ერთ-ერთი საბადოდან ქარხნის ფუნქციონერებისთვის აუცილებელი ქვანახშირი გამოიწერა, სანაცვლოდ კი, 570 ათასი მანეთი გამოიტანა ბანკიდან და თანხასთან ერთად გაუჩინარდა. იმ პერიოდში ასეთი დანაშაულისთვის სიკვდილით სჯიდნენ. იასეზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ, მისი ფოტო არსად ჰქონდათ, საბუთი კი ყალბი იყო და მას ვერ მიაგნეს. ამასობაში იასემ ერთდროულად ორი ყალბი პასპორტი იშოვა, მათ შორის ერთ-ერთი ფრანგული და, ყველაზე ხშირად სწორედ ამ პასპორტით გადაადგილდებოდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მაქინაციით მოპოვებულ თანხას ის საკვოიაჟით დაატარებდა და, მიუხედავად შეძლებულობისა, მაინც თავშეკავებულად ცხოვრობდა, რომ ეჭვი არავის აეღო მასზე. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ძებნილი იასე ჭანტურია სამ დღეზე მეტხანს არ ჩერდებოდა ერთსა და იმავე ადგილზე, რაც მის მოხელთებას ართულებდა. 1929 წელს 28 წლის იასემ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ამოყო თავი – ის ერთ-ერთ მსხვილ იაპონურ წარმომადგენლობაში გამოცხადდა, რომელიც ციმბირიდან ძვირფასი ბეწვის ტრანსპორტირებით იყო დაკავებული და თავისი სამსახური შესთავაზა. საქმე ის იყო, რომ იასემ საიდანღაც შეიტყო – იაპონელებს სამშობლოში გადასატანი დაუმუშავებელი ბეწვეული უფუჭდებოდათ, რომელიც რკინიგზის სადგურის საწყობებში იყო მოთავსებული. მან წარმომადგენლობის დირექტორის კაბინეტის კარი შეაღო და დამტვრეული რუსულით უთხრა:
– მე ფრანგული სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი, ჟან ლოკრე გახლავართ და შევიტყვე, რომ ტრანსპორტს ვერ შოულობთ. ამიტომ, ყოველგვარი ფორმალობის გვერდის ავლით შემიძლია, დაგეხმაროთ და ზომიერ ფასად რკინიგზის ვაგონები გამოგიყოთ ბეწვეულის ტრანსპორტირებისთვის.
– მუსიე ჟან, თქვენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა, თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზი ხართ, – გაეხარდა მიამიტ იაპონელს.
ჟანი და იაპონელი შეთანხმდნენ, რომ ბეწვეულის ტრანსპორტირება 300 ათას დოლარად განეხორციელებინათ.
– ნახევარი თანხა ხელზე უნდა მომცეთ, მეორე ნახევარი კი მაშინ, როდესაც ტვირთს დანიშნულების ადგილზე ჩავიტანთ. მას პირადად მე გავაცილებ, – თქვა იასემ, შემდეგ იაპონელს 150 ათასი დოლარი გამოართვა და გაუჩინარდა...
იაპონელი მიხვდა, რომ მოატყუეს, ნერვული აშლილობა დაემართა და სულ სიცილ-ხარხარით მიიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში.
– მუსიე ჟან, მუსიე ჟან... ძვირფასი ბეწვეული მიფუჭდება... – იმეორებდა მოტყუებული იაპონელი და ხარხარებდა.
მუსიე ჟანი კი ირკუტსკიდან სასწრაფოდ გაემგზავრა ქვეყნის ევროპულ ნაწილში. ფრანგული პასპორტი გაანადგურა და ფსკერზე დაწვა.
ამერიკელი მეცენატი
1929-1986 წლებში, ანუ 57 წლის განმავლობაში, იასე ჭანტურია მოუხელთებელი იყო საბჭოთა მართლმსაჯულებისთვის. თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინკოგნიტო თაღლითი იყო და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 63 ტომს შეადგენდა. ზოგჯერ გამომძიებლებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ ამდენი დანაშაული ერთი ადამიანის მიერ იყო ჩადენილი. ამ ხნის განმავლობაში კი იასე ჭანტურიამ განახორციელა ისეთი ცნობილი აფერები, როგორებიც იყო: დნეპრჰესის მშენებლობისთვის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი მიკრორაიონის მშენებლობა, როდესაც მან 2 მილიონი მანეთი მიითვისა; ცნობილი ჯართის აფერა ვლადივოსტოკში, რომლის დროსაც მან 950 ათასი მანეთით აზარალა სახელმწიფო – ვითომდა ჩამოწერილი ტანკერი უნდა ჩაებარებინა ჯართში; აგრეთვე, მისი ნამოქმედარი იყო ვითომდა ტრანსციმბირული მაგისტრალის მეორე ხაზის გაყვანა, რომლის დროსაც თაღლითმა 2 მილიონ 800 ათასი მანეთი ჩაიჯიბა... ერთი სიტყვით, ფანტომი თაღლითი ხან ერთ ადგილზე გამოჩნდებოდა ხოლმე, ხან – მეორეზე, დიდ თანხებს ითვისებდა და უჩინარდებოდა. მას ვერც „კაგებემ“ მოუხერხა ვერაფერი და მის თაღლითობებს კი არაერთი მაღალჩინოსნის კარიერა შეეწირა. იასე ასეთ წარმატებებს იოლად იმიტომ აღწევდა, რომ საბჭოეთში კორუფციული სისტემა იყო გამეფებული და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ დიდი გარიგებები კანონის გვერდის ავლით ხორციელდებოდა. ხანდაზმულობის მიუხედავად, უკვე ხანში შესული აფერისტი თავის მოღვაწეობას განაგრძობდა, თავისი ბოლო აფერა კი მან გაგანია „პერესტროიკის“ დროს – 1986 წელს განახორციელა. მაისის დასაწყისში 85 წლის იასე ჭანტურია მოსკოვის ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდს დაუკავშირდა, რომელიც მილიციის ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნავდა. მან თავი ამერიკელ მეცენატად გააცნო თავმჯდომარეს, ვინმე გივი ტუღუშს და ფონდში თანამონაწილეობა შესთავაზა, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა. მოხუცი თაღლითი ვარაუდობდა, რომ ტუღუში მას მსხვილ ქრთამს შესთავაზებდა თანადაფინანსების სანაცვლოდ, იასე კი ნაღდ ფულს აიღებდა და გაუჩინარდებოდა. გივი ტყუღუში ძველი გამომძიებელი იყო და მრავალი წლის წინ იასეს ერთ-ერთ აფერას იძიებდა. მიუხედავად იმისა, რომ „ამერიკელს“ საბუთები წესრიგში ჰქონდა, ტუღუში მაინც დაეჭვდა და „კაგებეს“ შეატყობინა, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. უშიშროებამ ცრუ ამერიკელი მალევე გაშიფრა, დააპატიმრა და 85 წლის თაღლითი ყველაფერში გამოტყდა. ხანდაზმულობის გამო იასე ჭანტურია არ დაუპატიმრებიათ, თუმცა, ყველა ის ქონება ჩამოართვეს, რომლის ახლობლებზე გადაფორმებაც მან ვერ მოასწრო, თავად თაღლითს კი პირობითი სასჯელი მისცეს – ასე დასრულდა ფანტომი თაღლითის მრავალწლიანი ოდისეა.

скачать dle 11.3