კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რატომ დააკრძალვინა ლავრენტი ბერიამ სტალინის დედა მთაწმინდის პანთეონში

1937 წლის 4 ივნისს თბილისში 79 წლის ეკატერინე გელაძე გარდაიცვალა. ღამის 2 საათი სრულდებოდა. ლავრენტი ბერია ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც მას თანაშემწემ დაურეკა და ძალიან მოკრძალებულად უთხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ამხანაგ სტალინის დედა გარდაიცვალა.
– დეიდა კეკე?! – წამოიძახა ბერიამ, – სადაა ის ახლა?
– თავის ბინაში. ექიმები გამოვიძახეთ და სულ მალე პროზექტურაში გადაიყვანენ გაკვეთაზე.
– უჩემოდ არაფერი მოიმოქმედოთ! ათ წუთში მანდ გავჩნდები, დამელოდეთ, – მიუგო ბერიამ. შემდეგ საწოლიდან წამოხტა და ჩაცმას შეუდგა.
– რა მოხდა, ლავრენტი? – ჰკითხა მეუღლეს ახალგამოღვიძებულმა ცოლმა, ნინო გეგეჭკორმა.
– დეიდა კეკე გარდაიცვალა და სასწრაფოდ უნდა გავიქცე, – უპასუხა ლავრენტი ბერიამ.
– მეც წამოვალ.
– როგორც გინდა. მე ფეხით უნდა წავიდე და ვერ დაგელოდები, შენ კი მძღოლს დაელოდე. ხომ იცი, როგორი ძილისგუდაა და, ახლა ალბათ ფერად-ფერად სიზმრებს ხედავს, – მიუგო ბერიამ მეუღლეს, შემდეგ სარკეში ჩაიხედა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან.
სტალინის დედა, ეკატერინე გელაძე, ჩიტაძის (9 აპრილის) ქუჩაზე, ოთახნახევრიან პატარა ბინაში, პიონერთა სასახლის უკანა მხარესა და სამთავრობო დაცვის დეპარტამენტს შორის მდებარე შენობაში ცხოვრობდა, ლავრენტი ბერია კი – სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ასობნიაკში. ამიტომ საქართველოს ცეკას პირველ მდივანს ათი წუთიც არ დასჭირვებია, რომ თავისი სახლიდან გარდაცვლილი ეკატერინე გელაძის ბინამდე ფეხით მიერბინა. ბინაში შესულმა ბერიამ ერთხანს უხმოდ უყურა ტახტზე დასვენებულ მიცვალებულს, შემდეგ კი ახალმოსულ ბაღჩო ქობულოვს უთხრა:
– დეიდა კეკეს შენ მიხედავ. არ გაკვეთონ. ის მორწმუნე იყო და ეკლესია ასეთ რამეს კრძალავს. ამიტომ, პატივი ვცეთ მის რწმენას. დავასაფლავებთ მთაწმინდის პანთეონში. პანაშვიდები და გამოსვენება ჩატარდება ცეკას შენობიდან. დღეიდან სამდღიანი გლოვა ცხადდება. ყველა ჟურნალ-გაზეთის პირველ გვერდზე ნეკროლოგები და დეიდა კეკეს დიდი პორტრეტები დაბეჭდონ. არ დაგავიწყდეთ ამხანაგი სტალინისათვის აპარტამენტების მომზადება, როდესაც ის დედის დასაფლავებაზე ჩამოვა. მე კი ახლა წავალ, ამხანაგ სტალინს დავურეკავ და დედის ამბავს შევატყობინებ.
პოლკოვნიკი ქობულოვი უხმოდ დაეთანხმა თავის შეფს. კართან ლავრენტი ბერია ძველმა ბოლშევიკმა ფილიპე მახარაძემ შეაჩერა, რომელმაც თავიდან ბოლომდე მოისმინა ბერიას განკარგულება და უთხრა:
– ამხანაგო ბერია, შეგიძლიათ, კობას დასახვედრად არ გაისარჯოთ, ის არ ჩამოვა დედის  დასაფლავებაზე.
– ეგ როგორ, საიდან მოიტანეთ ასეთი რამ? – გაოცდა ბერია.
– მე მას კარგად ვიცნობ. ახლა კობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები თავზესაყრელად აქვს და თბილისში არ ჩამოვა. აი, ნახავ.
– მე მგონი, ცდებით, – გაეცინა ბერიას.
– არ ვცდები, – ღიმილითვე მიუგო ცეკას 38 წლის პირველ მდივანს 69 წლის ძველმა ბოლშევიკმა და დაამატა: – და, აი, კიდევ რას გირჩევ: თუ კობამ თავად არ გკითხა, სად აპირებ კეკეს დაკრძალვასო, არ უთხრა, რომ პანთეონში გინდა მისი დასაფლავება. კობა კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ამას, არადა, კეკე ნამდვილად იმსახურებს მთაწმინდის პანთეონს, რადგან სტალინი შობა.
ბერიამ უხმოდ მოუსმინა ძველ ბოლშევიკს და ბოლოს ღიმილით უთხრა:
– კარგი, ამხანაგო ფილიპე. მართალია, არა მგონია, რომ თქვენი პროგნოზები ახდეს, მაგრამ, ამხანაგ სტალინს, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ მკითხავს, არ ვეტყვი, სად ვასაფლავებთ დეიდა კეკეს.
ეკატერინე გელაძის ბინიდან გამოსული ლავრენტი ბერია ისევ ფეხით აუყვა აღმართს და თავისი კაბინეტისკენ გაემართა, რომელიც სამოცდაათიოდე მეტრის  მოშორებით მდებარე ცენტრალური კომიტეტის შენობაში იყო განთავსებული. ბერიამ დაახლოებით დილის 4 საათისთვის მოახერხა სტალინთან დაკავშირება. როგორც მოგვიანებით სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) იხსენებდა, საუბარმა სულ რაღაც სამიოდე წუთს გასტანა, უფრო სწორად, მხოლოდ ბერია ლაპარაკობდა, სტალინი კი უსმენდა. საუბრის დასასრულს სტალინს უთქვამს:
– დედაჩემის დასაფლავებაზე გვირგვინს გამოვგზავნი. მე ვერ ჩამოვალ, რადგან აქ ძალიან ბევრი გადაუდებელი საქმე მაქვს...
სერგო ბერიას თქმით, ლავრენტი ბერია ძალიან გაოცებულა სტალინის საქციელით და ფილიპე მახარაძისთვის უთქვამს:
– ამხანაგო ფილიპე, თქვენი სიტყვები გამართლდა; მაინც, როგორ დამოიცანით?
ძველ ბოლშევიკს აქეთ-იქით გაუხედ-გამოუხედავს და ბერიასთვის ხმადაბლა უთქვამს:
– ჩემო ლავრენტი, ერთ საიდუმლოს გაგანდობ და, იცოდე, არავისთან გამთქვა.
– სიტყვას გაძლევთ, – შეჰპირდა ბერია.
– საქმე ისაა, რომ კობას, ანუ სტალინს, ამ ფოლადის კაცს, როდესაც საქმე ახლობლებს ეხება, სულაც არ აქვს ცივი გული, დედამისის დაკრძალვაზე კი იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ მისი ცრემლი არავის დაენახა. ახლა გასაგებია?
ბერიას ჩაეცინა და ფილიპე მახარაძეს მიუგო:
– ამხანაგო ფილიპე, არავისთან გაგთქვამთ, გქონდეთ ჩემი იმედი...
12 ივნისს, როდესაც ეკატერინე გელაძე უკვე მთაწმინდის პანთეონში იყო დაკრძალული, ბერიას კაბინეტში სტალინმა დარეკა. ცეკას პირველმა მდივანმა უპასუხა:
– გისმენთ, ამხანაგო სტალინ.
– ლავრენტი! რომელი ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი ან ვაჟა-ფშაველა იყო დედაჩემი, მთაწმინდის პანთეონში რომ დაგისაფლავებია, რატომ მე არ შემითანხმე ყველაფერი?
სერგო ბერიას თქმით, ლავრენტი ბერია ჯერ შინაგანად ძალიან შეშფოთებულა განრისხებული სტალინის სიტყვების გამო, შემდეგ კი ფილიპე მახარაძის სიტყვები გახსენებია და სტალინისთვის უთქვამს:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო სტალინ, რომ არ შეგითანხმეთ, მაგრამ, ისე მომეჩვენა, რომ, როდესაც დეიდა კეკეს გარდაცვალების ამბავი შეგატყობინეთ ტელეფონით, თქვენ უზომოდ დადარდიანდით და ცრემლები წამოგივიდათ. ბოდიშს გიხდით და მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის.
ბერიას სიტყვებზე სტალინს პაუზის შემდეგ უთქვამს:
– არ მოგჩვენებია... – შემდეგ კი ტელეფონი გაუთიშავს და მეტი არასდროს დაბრუნებია ამ თემას.
საინტერესო ფაქტია, რომ გაგანია ათეიზმის პერიოდში სტალინის დედა მართლმადიდებლურად დაასაფლავეს და მას მღვდელმა წესი აუგო და საფლავში ჯვარი ჩაატანეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიას თანხმობით გაკეთდა. თავად ბერიას კი ეს დედამისმა, მართამ ურჩია, რომელიც ასევე მორწმუნე იყო და სტალინის დედასთან ახლობლობდა.
ლავრენტი ბერიაზე ვერავინ იტყვის, თავგამოდებული მორწმუნე იყოო, მაგრამ მისი ხელმძღვანელობის დროს საქართველოში ერთი ტაძარიც არ დანგრეულა; პირიქით, უშუალოდ ლავრენტი ბერიას სანქციით განხორციელდა ეგრეთ წოდებული „მნაცაკანოვის საქმის” გამოძიება. ერიკ მნაცაკანოვი ძველი ჩეკისტი იყო. ის და მისი ჯგუფი გასული საუკუნის ოციან წლებში საქართველოში ეკლესიებს ანგრევდნენ. ბერიამ 1937 წლის დასაწყისში ამ ჯგუფს ტროცკისტულ შეთქმულობაში დასდო ბრალი და 21 ადამიანი დახვრიტეს. სინამდვილეში კი, ამბობდნენ, რომ ლავრენტი ბერიამ მათ ქართული მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევა არ აპატია და ამის გამო დასაჯა სიკვდილით.

скачать dle 11.3