კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაციების დროს მარილი კარგი სამკურნალო საშუალებაა

მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ასევე, ხალხური მედიცინა საკმაოდ ხშირად იყენებდა მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად:
*კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.
*გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა: 0,5 ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.
მარილის ხსნარი აქტიური აბსორბენტია. ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს; ამგვარად, ხდება დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.

 

რომელი დაავადების დროს არის კარგი და როდის იკრძალება კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტი, ისპანახი და მჟაუნა
ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.
ყვავილოვან კომბოსტოს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ინელებს. ის გაცილებით მცირე რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და არც ისე ძლიერად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მაგრამ, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, რის გამოც მარილების დალექვის დროს მისი ჭამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის რეკომენდებული.
ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.
ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებს, რკინას. მაგრამ, ვისაც მიდრეკილება აქვს ისეთი დაავადებებისადმი, როგორიცაა მარილების გაძლიერებული დალექვა პოდაგრისა და დიათეზის დროს, არ არის რეკომენდებული ისპანახის ჭამა. ისპანახში სხვა ბოსტნეულზე ბევრად მეტია აზოტოვანი ნივთიერებები, მათ შორის, პურინული ფუძეები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების წარმოქმნას.
არ გირჩევთ მჟაუნას წვნიანების ხშირად შეტანას მენიუში, რადგან მჟაუნას მჟავა კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ის, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, რაც ნიშნავს, რომ სახსრების დაავადებების, პოდაგრის, თირკმელებისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადებების დროს, არ უნდა მიირთვათ.
მენიუში კარტოფილის ჩართვით კი, თქვენს ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებთ, განსაკუთრებით კი, ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100-120 გრამი კარტოფილი. ასევე, ხალხურ მედიცინაში, მის წვენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განსაკურნებლად იყენებენ.
კიდურების შეშუპების დროს, გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ შესიებულ ადგილზე და შეიხვიეთ.
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი.
ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა გაიჩეროთ.
თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი, დღეში ორჯერ, ნახევარი ჭიქა. თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, ორგანიზმს წიდებისგანაც გაწმენდთ.
მძიმე ფორმის მოწამვლისას კი მხოლოდ მოხარშული კარტოფილის ჭამა, უბრალოდ, აუცილებელია.

ევკალიპტი უებარია
გაციებისა და ბრონქული
ასთმის სამკურნალოდ
ევკალიპტი უკვე დიდი ხანია, ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლების ნაყენს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ასევე, ის თრგუნავს ორგანიზმში ოქროსფერ სტაფილოკოკს, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამებისა და ტრიქომონების ზრდას.
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ცინეოლს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მას იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტის, ინფექციური ჭრილობების, სასქესო ორგანოების ანთების დროს.
ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: ორ სუფრის კოვზ აფთიაქში ნაყიდ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ ოცი წუთი. შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნაყენი ეფექტურია ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ჩირქოვანი გასტრიტის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ზედა სასუნთქი გზების ინჰალაციისთვის.
ფიტოთერაპიაში ფართოდ იყენებენ ევკალიპტს დაჩირქებითი პროცესების, მაგალითად, აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადების დროს.
გინეკოლოგიაში ევკალიპტის ნაყენი აქტიურად გამოიყენება გამორეცხვებისთვის, სტომატოლოგიაში კი მას ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს იყენებენ;
მწვავე რესპირატორული დაავადების – ტრაქეიტის ანუ ტრაქეის ანთების, ლარინგიტის ანუ სასის ანთების დროს კი ევკალიპტით ინჰალაციის გაკეთება უებარია.
თუ ევკალიპტის ნახარშის დალევა გსურთ, უმჯობესია, ის გადადუღებულ წყალში გააზავოთ და ისე დალიოთ.
თუ ყელი გტკივათ ან გაციების სიმპტომებს გრძნობთ, სასწრაფოდ მოამზადეთ ევკალიპტის ნახარში და გამოივლეთ ყელში. ნახარში ასე მზადდება: ას გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ დაახლოებით, ათი წუთით. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული დადგით ოთახის ტემპერატურაზე. როცა გაგრილდება, გადაწურეთ.
ასევე, ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს უძველესი დროიდან გამოიყენებენ, როგორც კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ათი წუთით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ თბილი, დღეში სამჯერ, თითო ღვინის ჭიქა, ჭამის წინ.
ევკალიპტის ზეთი კი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.

რა კავშირია ძილსა და ჯანმრთელობას შორის
თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს გრძელდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობას სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება. კერძოდ:
*აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ არის, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ხოლო ღამით კი ძილის სურვილით. გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.
*გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები,  რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
*თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება. კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ.
*წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის დაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული გძინავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.
*თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად შეგაწუხებთ ძილის მოთხოვნა, დაძინებისას კი მოუსვენრობა. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი სისუსტე.
* როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.
*თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ დილით უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი.

ალერგიასა და კუჭის ტკივილს ხალხური რეცეპტების დახმარებით ადვილად დაამარცხებთ
ზოგ ადამიანს ნიგვზიანი კერძის, შოკოლადის ან ფორთოხლის ჭამის შემდეგ ალერგია ეწყება. ალერგენებისგან თავის დაღწევა კი, ძალიან ძნელია. ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ორგანიზმს ასუსტებს, რის გამოც, შემდეგ მასთან ბრძოლაც ხანგრძლივად გიწევთ. ამიტომ, არ შეიძლება მსგავსი პრეპარატის ექიმის გარეშე, თვითნებურად სმა. თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, გექავებათ კანი და დისკომფორტს გრძნობთ, შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ:
*ერთი სუფრის კოვზ კალენდულას ხმელ ყვავილს, რომელიც აფთიაქში იყიდება, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მეოთხედი ჭიქა სითხე მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე. თუ ალერგია გამწვავებულია და გამონაყარი გაჩნდა კანზე, ამ შემთხვევაში, ნაყენის საფენებიც დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით ქავილი აღარ შეგაწუხებთ და ალერგიაც უკან დაიხევს.
კალენდულა ისე მოქმედებს ორგანიზმზე, რომ არ ვნებს და ეფექტსაც სულ მალე მიიღებთ.
თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ესე იგი გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები.
ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ.
დილით, უზმოზე, მიირთვით ჰერკულესის ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან.
თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი პროდუქტი.

скачать dle 11.3