კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა გაბრიელის ცხოვრებიდან
ერთხელ, 7 ნოემბრის დღესასწაულზე, მამა გაბრიელმა მთავრობის სახლზე დაკიდებულ ლენინის უზარმაზარ პორტრეტს ცეცხლი წაუკიდა. ის მილიციაში წაიყვანეს და ჰკითხეს: „რატომ ჩაიდინე ეს – ქრისტიანი ხომ პატივს უნდა სცემდეს მთავრობას, ხელისუფლებას?!“
მამა გაბრიელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ პორტრეტზე ეწერა: „დიდება დიდ ლენინს!“, დიდება კი სავსებით და სრულად ეკუთვნის ღმერთს, მკვდარ თავს რა დიდება უნდა გააჩნდეს? მე დავწვი მისი პორტრეტი არა როგორც გამგებლის პორტრეტი, არამედ – როგორც კერპი!“
ლენინის პორტრეტის დაწვისთვის მამა გაბრიელი ციხეში ჩასვეს. ციხეში ის პატრიმრებს ღმერთზე ესაუბრებოდა. ლოცვაზე რომ დგებოდა, ბევრი მათგანი მუხლს იყრიდა და მასთან ერთად ლოცულობდა. ყაჩაღებიც კი სთხოვდნენ მამა გაბრიელს, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ესაუბრა მათთან და მათთვის ელოცა.
ციხიდან რომ გათავისუფლდა, მამა გაბრიელმა გადაწყვიტა: „თუ დამნაშავეებმა დამიჯერეს, მაშასადამე, ხალხს ღმერთი უნდა შევახსენო“. აიღო ხატები, წავიდა ქალაქის მთავარ მოედანზე, ახლა თავისუფლების მოედანი რომ ჰქვია და ხატები იქ დაასვენა. მერე ამოიღო ლოცვების წიგნი და ხმამაღლა კითხვას შეუდგა. იგი გვიამბობდა: „ზოგიერთები ჩერდებოდნენ, რათა დაენახათ, რას ვშვრებოდი, მაგრამ, იტყოდნენ – ჭკუაზე შეშლილიაო – და თავიანთ გზას განაგრძობდნენ. სხვები არავითარ ყურადღებას არ მაქცევდნენ. მერე მილიცია მოვიდა. მათ ჩემი ხატები აქეთ-იქით მიყარ-მოყარეს. მე მათი აკრეფა ვცადე, მაგრამ ხელები ზურგსუკან გადამიგრიხეს და დამნაშავესავით წამათრიეს, თუმცა არავითარ წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მანქანაში ჩამაგდეს და მილიციაში წამიყვანეს. იქ მცემეს და ჯვარი ამაგლიჯეს. არსად არავინ არ გამომქომაგებია, ერთი სიტყვაც არავის  უთქვამს ჩემს დასაცავად. ადრე მიფიქრია: „რისთვის გვიგზავნის ღმერთი მწუხარებას დედამიწაზე?“; ახლა კი მივხვდი: ქვას უროთი ამტვრევენ. ბევრი ადამიანი მხოლოდ სიმწარესა და მწუხარებას მოჰყავს ღმერთთან“.

скачать dle 11.3