კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სულიკოო, მაშიკოო…“

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“?!

 იმ სამაღარიჩო ამბავს, რომ „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „რუსთავი 2-ს“ სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ბოლო პერიოდია, ინტენსიურად ადევნებს თვალს. და მერე რა, რომ ნომერ პირველი ქართველი ლეიბორისტი ერთ დროს უბნობდა, ჰიტლერს რომ „რუსთავი 2“ ჰყოლოდა, გერმანელ ხალხს დღემდე არ ეცოდინებოდა, რომ ომი წააგესო. მერე რა, რადგან, პოლიტიკა ფარცაკი რამაა.
 მეტიც, ამ ბწკენა-ბწკენაში (განა პატარძალი დაფეხმძიმდა?!) შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიამ „ნიჭიერის“ ჟიურიში მიიწვია.
როგორც თავად ბ-ნმა გვარამიამ განმარტა, უყვარს ეს ადამიანი („ადამიანში“ ბ-ნი ნათელაშვილი იგულისხმება), რამეთუ მისგან პოზიტივი მოდის.
ოღონდ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, რადგან, პროკურორობისას, აი, მაშინ, ბ-ნი გვარამია ჯაშუშებზე რომ იღებდა ფილმს – „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ხოლო „რუსთავი 2“ კი ინტენსიურად აშუქებდა, ბ-ნ ნათელაშვილს თვით რუსეთის აგენტობას ედავებოდნენ.
მაგრამ, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ნაპროკურორალი, ნამინისტრალი და ნაპარლამენტარი ბ-ნი გვარამია თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე გახდა, ამ ჩვენს ბ-ნ ნათელაშვილს სულ სხვა თვალით შეხედა, პრინციპით: „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება, თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმე გიყვარს“).
ანუ – „სულიკოოო, მაშიკოოო…“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. –

скачать dle 11.3