კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ნუკრის მოლოდინში

რა წერია ტელეფონში?

 ჯერჯერობით კვლავ აშფოთებს საქართველოს მოქალაქეების გულებს საკრებულოს დეპუტატის, ბ-ნი ელისაშვილის განცხადება, რომ მასზე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა ფული აეღოთ დაუმსახურებლად შეწყალებულებისგან. ჯერჯერობით, ვინაიდან, ჯერ ერთი, პროკურატურას ძიება არ დაუსრულებია და, მეორეც, ბ-ნი ელისაშვილიც ამბობს, რომ პროკურატურას ინფოს უზოგავს და მხოლოდ გზადაგზა მოგვაწვდის.
თუმცა წელიწადნახევრიან დუმილს იმით ხსნის, რომ პროკურატურას ელოდა (მართალია, ოფიციალურად არ მიმიმართავს, მაგრამ პირად საუბრებში ვეუბნებოდიო და პრეზიდენტიც უდასტურებს, რომ საკუთარი ორთავ თვალით უნახავს ბ-ნი ელისაშვილის ტელეფონში ზეწოლური მესიჯები).
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ყველა ცდილობს ზეწოლას (სხვათა შორის, ოჯახის წევრებით დაწყებული, თვით ისეთ პროზაულ თემებზეც კი, როდის უნდა დაწვე, ადგე ან დაისვენო), სულ არაა გასაკვირი, თუ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის მცდელობები იქნებოდა, საქმე ისაა, გაუვიდათ თუ არა, რადგან, ვინც გაძლება იცის, სწორედ ისაა ჩინოვნიკი.
მაგრამ, რაკი ჯერჯერობით არც ძიება დასრულებულა და არც ბ-ნ ელისაშვილს გამოუმზეურებია უფრო კონკრეტული ფაქტები, დასკვნებისგან თავს ჩვენც შევიკავებთ.
ამასობაში კი მარაქაში „ნაციონალური მოძრაობაც“ გაერია და ირმა ნადირაშვილის ბაგეებით გვაუწყა (მომყავს ციტატა): „მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმავს, ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს, ის სცემონ… ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი, სამწუხაროდ, არ ვიცით მისი გვარი.“ რაც მთავარია, თუ ქ-ნ ნადირაშვილს ვერწმუნებით, მითიური  „ნუკრი“ შემდეგ მისცემს ჩვენებას, რომ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით.
ჩვენ არ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მომენტით სარგებლობს თუ თავი დაიზღვია, როგორც არც ის, რომ, ის ნუკრი შვლისაა თუ ადამიანის?! –

скачать dle 11.3