კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ან კარგი, ან არაფერი

ანუ გამაიმუნებამდე

 პრ. პუტინმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამაიმუნებამდე, ანუ ცეცხლოვანი მაიმუნის 2016  წლის დადგომამდე, ორიოდ კენჭი ჩვენი ბოსტნისკენაც გადმოისროლა.
კერძოდ, მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვისო. მეორე მხრივ, თუ მზად არიან, რაღას უცდიან?! რადგან, მაგალითად, პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა, სულაც, ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი თვით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ.
ამასობაში კი რფ-ის „დუმის“ საერთაშორისო კომიტეტის თავკაცმა პუშკოვმა დააზუსტა, რომ ქართველი პარლამენტარების მიერ საერთაშორისო არენაზე რუსოფობიურ გამონათქვამებზე უარის თქმა ხელს შეუწყობს რფ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლასაც („რუსოფობიურში“ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები გულისხმობენ ტერმინ „ოკუპანტსაც“).
სახელდობრ, ბ-ნი პუშკოვი ბრძანებს: „ქართულმა პარტიებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ დეპუტატებს, დაიოკონ ემოციები, რადგან დეპუტატები უნდა ხელმძღვანელობდნენ არა მხოლოდ თავიანთი პირადი სიმპათია-ანტიპათიით, არამედ თავიანთი ხალხის ინტერესებით.“
აღნიშვნის ღირსია, რომ ჯერჯერობით ცხინვალისა და სოხუმის აღიარება არ მოუთხოვიათ (თუმცა არც ესაა გამორიცხული?!), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში კარგს ან არაფერს მხოლოდ მიცვალებულებზე ამბობენ, ვითომ, დაიხოცნენ და გვიმალავენ?! –

скачать dle 11.3