კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა რატი დურგლიშვილი ამერიკელმა გოგონამ და ვისზე დააქორწინეს მომღერალი

რატი დურგლიშვილი თვე-ნახევრის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა. გადაიღო ორი კლიპი და ახლახან  დაბრუნდა საქართველოში ბევრი კარგი ემოციით. როგორც მომღერალმა თქვა, საოცარ გუნდთან უწევდა მუშაობა. ამერიკამ და ამერიკულმა ცხოვრებამ კი იმდენად მოხიბლა, მიუხედავად საქართველოს სიყვარულისა, სამომავლოდ იქ ცხოვრებასაც განიხილავს. გარდა კარიერული წინსვლისა, მომღერალი მოხიბლული ჩამოვიდა ამერიკელი გოგონათი, რომელიც მასთან ერთად კლიპში მონაწილეობდა.
რატი დურგლიშვილი: თვე-ნახევარი ვიყავი ამერიკაში, ორი კლიპი გადავიღე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ზოგადად, სათავეში დგანან ამერიკელები, ანუ დაინტერესება მათგან მოდის, თუმცა არიან იტალიელებიც და სხვებიც. რაც შეეხება კლიპებს, სამწუხაროდ, ორივე ინგლისურენოვანია, თუმცა საქართველოში აუცილებლად გავაკეთებ მათ პრეზენტაციას. საერთოდ, ჩემი მთლიანი ალბომი აგებულია სიყვარულზე, ამ თემას ვერ გავცდი (იცინის). ალბათ, ასეთი სახის კომპოზიტორი ვარ და ტექსტის ავტორიც ამ თემისკენ მიდის ხოლმე. პირველი კლიპი, სახელწოდებით „რატომ” გადაღებულია ლოს-ანჯელესის ცენტრში. კლიპში, იქაურ მსახიობთან, აურელიასთან ერთად ვთამაშობ და ვარ უზომოდ შეყვარებული. ამ გოგონას, რამდენიმე სერიოზულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მართლა პროფესიონალია თავისი საქმის. გაოგნებული ვიყავი, როცა ჩხუბი უნდა გაგვეთამაშებინა – 2 წამში გოგო იმდენად შეიცვალა და სხვა ადამინი გახდა, შევეკითხე, მართლა მეჩხუბები-მეთქი? (იცინის) ზოგადად, ძალიან დახვეწილები არიან, კონცენტრირებას იღებენ ერთ, კონკრეტულ საქმეზე. მე ასე არ ვარ, ყურადღება მეფანტება, როცა სილამაზეს ვხედავ.  მეორე კლიპი არის მისტიკური, „პეპელა” ჰქვია. აქ ასახულია ორი ადამიანის ბედი, რომლებიც ერთმანეთს კვალდაკვალ მისდევენ, მაგრამ არსად არ იკვეთებიან. ეს გოგო მოსდევს ჩემს ნაკვალევს, თუმცა ერთმანეთს ვერ ვემთხვევით. ჩანს, რომ ერთმანეთს ვუყურებთ, მაგრამ რეალურად ის არ არსებობს.  ამ კლიპის გადაღება ექვსი დღე მიმდინარეობდა. აქ არ იყო ერთი ლოკაცია, სულ სხვადასხვა ადგილას დავდიოდით. შავი ვარიანტი რომ ვნახე, ცრემლები წამომივიდა, იმდენად ძლიერია, მართლა მაგარი გამოვიდა.
– მუშაობის პროცესი რთული იყო?
– არა, რთული იყო  მარტო მგზავრობა. 8 საათი გვჭირდებოდა ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად და ეს იყო ძალიან დამღლელი. თუმცა, ამ ყოველივემ  უფრო დაგვაახლოვა. ბევრს ვგიჟობდით,  ღამე ოთახებში ვსვამდით, ვირჩევდით ვისთან შევსულიყავით და ასე შემდეგ. მერე ისინი ბარში მიდოდნენ, მე ლოგინში. რეჟისორი მეუბნებოდა: აბა, შენ ლოგინშიო. დილით ადრე გადაღება მეწყებოდა და იმიტომ. რაღაც ქართული სიტუაცია იყო (იცინის). ჩემი გარემო იყო, სულ ხელოვანები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, საოცრად პროფესიონალურ ჯგუფში აღმოვჩნდი. სტაფი იყო 18-დან 21 კაცამდე. მყავდა პერსონალური სტილისტი, დიზაინერი, გვემსახურებოდა მანქანები, ხელფასიც კი მქონდა (იცინის). ძალიან კარგ პირობებში ვიყავი. რეჟისორმა სამი თვით ადრე გამომიგზვნა ჩამონათვალი, თუ როდის რა უნდა გამეკეთებინა. თითოეული დეტალი აღნიშნული იყო: რომელი მაისური უნდა მცმოდა, რა ფერის კანი მქონოდა, ნაბიჯი სად უნდა გადამედგა, სუნთქვა სად უნდა ამეღო, რომელ დღეს, რომელ საათზე უნდა გამეღვიძა და ასე შემდეგ. თითოეული დეტალი მომივიდა დაწერილი. ამ ყველაფრის წყალობით, პირველი კლიპის გადაღებას ერთ დღეში მოვრჩით.
– როდის იქნება კლიპების პრემიერა? როდის მიეცემა საზოგადოებას ახალი სიმღერების მოსმენის საშუალება?
– ეს ძალიან დიდი პროცესია, 2-3 თვე მაინც სჭირდება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე. მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან რადიოებში უნდა  ჩაეშვას, მერე დიჯეებმა უნდა გადაქაჩონ და ასე შემდეგ. წინასწარ ვერ გეტყვით, ამის საშუალება მსმენელს როდის ექნება, თუმცა საქართველოში, როგორც უკვე აღვინიშნე, აუცილებლად ვაპირებ პრეზენტაციის გამართვას.
– როგორი იყო ამერიკაში გატარებული დრო?
– ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამერიკის ნახვა. მენტალურად ვარ მათთან ახლოს. ალბათ, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ მიჭირს. ბევრი ადამიანი გავიცანი ბარებში, კლუბებში. ისეთი ხალხია, სულ გიღიმიან. თავიდან ისეთი აქცენტით ველაპარაკებოდი მათ, ვერ ხვდებოდნენ, ამერიკელი რომ არ ვიყავი. მერე ენაში „გავიჭედებოდი” ხოლმე და მეკითხებოდნენ, საიდან ხარო. ჯორჯიას რომ იგებდნენ ამერიკის შტატი ეგონათ (იცინის). მერე ვიწყებდი ახსნას, ამერიკის შტატიდან რომ ვიყო, ინგლისური ხომ კარგად მეცოდინებოდა, ჯორჯია არის პატარა, დამოუკიდებელი ქვეყანა კავკასიაში და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ბევრმა იცოდა ჩვენი ქვეყნის არსებობის შესახებ. ერთი საოცარი ქალბატონი გავიცანი მეუღლესთან ერთად. პატარებისთვის ვარჩევდი ტანსაცმელს და იქ იყვნენ. ამ ქალმა თავისი კოორდინატები დამიტოვა, როცა ჩამოხვალ, აუცილებლად შემეხმიანეო. მეგობრები მყავს ქართველები, საოცარი ხალხი ხართო. ეს, რომ მითხრა, სიამაყით ამევსო გული (იცინის). მოკლედ, ძალიან კარგი იყო. ასეთი მოგზაურობა ჯერ არ მქონია. დავბრუნდი ორი კლიპით. საოცარ პირობებში ვიყავი, არც კომუნიკაციის პრობლემა შემქმნია. შეიძლება, ჩემს მიმართ იყვნენ ასეთი თბილები. სულ, რომ ვიცინოდი, ალბათ, ყველას თვალში ვხვდებოდი (იცინის).
– საჩუქრების საყიდლად დრო დაგრჩა?
– ბოლო ათი დღე მქონდა თავისუფალი, მეგობრები ვნახე და აქეთ-იქით დავდიოდი. თავიდან ვცხოვრობდი სანტა-მონიკაში, სადაც მთელი სანაპიროა გაშლილი და საოცრებები ხდება. მერე გადავედი ჰოლივუდში. ეს ბევრად უფრო ახალგაზრდული ქალაქია. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, გამოვნახე დრო საჩუქრებისთვისაც. ვცდილობ ყველას რაღაც ჩამოვუტანო. შეიძლება ძვირად ღირებული არ იყოს, მაგრამ უსაჩუქროდ არავის ვტოვებ. მეც მიყვარს მსგავსი რაღაცეები და მსიამოვნებს ყურადღება. ამიტომ, ვცდილობ, სხვაც გავახარო. თან, როცა საჩუქარს ვარჩევ, მინდა ისეთი რამ შევუძინო, რაც სჭირდება. მაგალითად, მაიკო კაჭკაჭიშვილს ვიცოდი, სელფის ჯოხი უნდოდა და ჩამოვუტანე (იცინის).
– უკვე, ბევრი საქმიანი ვიზიტი გქონდა უცხოეთში. ვინ აფინანსებს შენს მოგზაურობას?
– ხანდახან საკუთარი ხარჯებით მივდივარ, მაგრამ თუ ბიზნესშეხვედრა მაქვს, მაშინ თავად მაფინანსებენ – კომპანია ანაზღაურებს ყველაფერს. ახლა იმდენს დავფრინავ, უფასო ბილეთები და ბევრი ფასდაკლება დამიგროვდა.  მოკლედ, რომ გითხრათ, რაც ადამიანს შეიძლება დაუჯდეს ათმაგი, მე ნახევარი მიჯდება. 
– ამერიკელი გოგო ხომ არ ჩამოგყავს საქართველოში?
– აურელიასთან ერთად დავდე ფოტოები და ვიდეო და ლამის დამაქორწინეს (იცინის). რაღაც საიტებზე გავრცელდა, რატის ცოლი მოჰყავსო. რა ვიცი, აბა?! ისე, არ არის ცუდი გოგო, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ. სულ ორი დღე მქონდა მასთან შეხება და მორჩა. მართალია, ერთმანეთს ვწერთ, მაგრამ ჯერ ვმეგობრობთ. სხვათა შორის, დედაჩემსაც ძალიან მოეწონა და სიამოვნებით მიიღებს რძლად. მამიდაჩემმაც კი დამირეკა, მოგვწონს სარძლოდო (იცინის). ბევრი არაფერი ვიცი მასზე. კარგი მსახიობია, ახლა ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში თამაშობს მთავარ გმირს. მართლა ლამაზი და საოცრად კომფორტული გოგოა. რა ვიცი, აბა, არ იტყოდა კაცი უარს (იცინის).
– ანუ, გულგრილი არ ხარ. ამ ორი დღის განმავლობაში რით დაგამახსოვრა თავი?
– ქართული უნდოდა ძალიან ესწავლა და რაღაც სიტყვები ვასწავლე. კარგად ვერთობოდით და ბევრს ვიცინოდით. საქართველოს შესახებ არ იცოდა, მე ვუამბე. დავპატიჟე კიდეც, მაგრამ არ ვიცი, ჩამოვა თუ არა. ბევრი საქმე აქვს. იცით, როგორია? სულ იცინის და ხუმრობს. ახლაც რომ ვლაპარაკობ მასზე და წარმოვიდგენ, მეღიმება. გოგოსთან სერიოზული ვერ ვიყავი. რომ ვესაუბრებოდი და თვალებში ვუყურებდი, სულ მეცინებოდა. მართლა მაგარი გოგოა.

скачать dle 11.3