კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დამალვა არ მოუწევს ლიკა ქორქიას და რატომ ეშინია მას საკუთარ თავში მცხოვრები მეორე ადამიანის

ლიკა ქორქია ცოტა ხნის წინ „ნიჭიერის“ გუნდის ერთ-ერთი წევრი გახდა და ყოველ ორშაბათს გულშემატკივრებთან ერთად ჩაერთვება ხოლმე პირდაპირ ეთერში. მშვენიერმა ლიკამ ამ საქმესაც ძალიან კარგად გაართვა თავი და მისმა გამოჩენამ „ნიჭიერს“ ბევრი პოზიტივი და დადებითი მუხტი შემატა.

ლიკა ქორქია: სამი-ოთხი დღით ადრე გავიგე „ნიჭიერის“ ამბავი და ბოლომდე ვერც გავაცნობიერე, რა ხდებოდა. ეიფორიაში ვიყავი: ეს გასაკეთებელია, ეს მოსასწრებია... დავჯექი, გადაცემებს ვუყურე და ყველაფერმა ძალიან სწრაფად ჩაიარა. ასე რომ, პირველი „ლაივი“ დიდად ვერ გავიგე. რა არის დასამალი და, ძალიან ბევრი ვინერვიულე, რადგან, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. „კრედიტონის“ ოთახში ძირითადად გულშემატკივრები იკრიბებიან და ისეთი აქტიურები, ენერგიულები და ხმაურიანები არიან, რომ არასდროს არაფერი  მესმის; მაგრამ, მათი მუხტი, ენერგეტიკა ისეთი მაგარია, ისეთი შემართებით არიან, რომ მეც დადებითად ვიმუხტები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ გარემოში მიწევს ყოფნა, ნერვიულობის ფონზე პატარა სტრესიც მაქვს. მაგრამ მათი მუხტი და შემართება მიხსნის ყველაფერს.
– და რომ უყურე, როგორ შეაფასე საკუთარი თავი?
– მეორე დღეს დასვენებულმა ვუყურე. ვინც ნახა, ყველამ მითხრა, ძალიან კარგი იყოო. მაგრამ, საკუთარ თავს გაასმაგებულად კრიტიკულად ვუყურებ, ვიდრე ვინმე სხვას. იმ დღეს ტელეფონი რომ რეკავდა, ველოდებოდი – რას მეტყვიან-მეთქი. საბოლოოდ, საქებარი სიტყვები მივიღე. ზოგადად, პირველია თუ მეასე, რასაც ვაკეთებ, შინაგანად ძალიან აფორიაქებული ვარ ხოლმე, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაზე მეტად ერთი რამ მაწუხებს ხოლმე: სახლში რომ მივალ და გადავახვევ, ვაი თუ არ მომეწონოს. მგონია, რომ ჩემში მეორე ადამიანი არსებობს, რომელთანაც მთელი პასუხისმგებლობით ვარ და თავს ვალდებულად ვგრძნობ მის წინაშე. აი, ამ მეორე ადამიანის მეშინია ძალიან.
– ეს მეორე ადამიანი რა შენიშვნებს გაძლევს ან გირჩევს?
– ყველაზე კრიტიკულია და, შესაბამისად, ის, რომ რაღაც გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებ სწრაფად, რომ ბევრს ვფიქრობ და რაღაცეებზე არ მივდივარ, მისი დამსახურებაა. მიფიქრია: ახლა თუ ამას გავრისკავ, შეიძლება, კარგი შედეგი მივიღო-მეთქი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მაინც არ მივდივარ რისკზე, რადგან, თუ რაღაც პროცენტული მაჩვენებელია იმის, რომ არ გამოვა, აღარ ვაკეთებ. ცუდის გაკეთებას, ჯობია, არ გავაკეთო.
– ანის პირდაპირი ეთერის წინ ჰკითხე რჩევები?
– ანის, ზოგადად, ყველაფერზე ვეკითხები რჩევებს. რომ ვიღვიძებ: ახლა გავიღვიძე, იქ მივდივარ, აქ... – შევაწუხე უკვე, მეუბნება: ჩამოყალიბდი, ლიკა, დავიღალეო. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში მყავს. სანამ გათხოვდებოდა, მაშინაც ყველაფერს ანის ვეკითხებოდი, რადგან ოჯახში ყველას როლს ის ასრულებდა. ახლა, რომ გათხოვდა, პირველი ზარი ან ჩემია, ან მისი – ერთმანეთს ვურეკავთ. „ნიჭიერის“ შემდეგაც მისი მხრიდან დადებითი შეფასება მქონდა. ცხოვრებაში რაც უნდა გრანდიოზული გააკეთო, ძალიან მაინც არ შეგაქებს: კარგია, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა, არ ინერვიულო... როგორც კი მოვეშვები, მერე შეიძლება ისეთი ლექცია წამიკითხოს, რომ თავზე დამენგრას ყველაფერი. „ნიჭიერის“ შემთხვევაში, ანიმ მითხრა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის პროექტია, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდო ამ ყველაფერს, დავიხვეწო და რომ ეს არის ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრამპლინი.
– არ შემიძლია, დისშვილზე არ გკითხო, რომელიც ულამაზესი და უსაყვარლესი ბიჭია.
– ფანატიკური დამოკიდებულება მაქვს ჩემი დისშვილის მიმართ. სულ ვეკითხები ანის: „წარმოგიდგენია? ეს შენს მუცელში იჯდა... მეორე შვილი რომ გეყოლება, ამაზე მეტად ხომ არ გეყვარება?” ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს – მგონია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. პრინციპში, ასეც არის. უკვე ვნერვიულობ: „ბაღში რომ შევა, მასწავლებელი ყურს ხომ არ აუწევს? კამერები უნდა დავუყენო.” ანი რომ შემომხედავს, ვხვდები, სიგიჟე ვთქვი და – უი, რა სისულელეა, ვიხუმრე-მეთქი. ისიც ვთქვი: პირველ კლასში რომ შევა, კამერა უნდა დავაყენოთ, რომ მასწავლებელმა არ დასაჯოს, რადგან ძალიან ცელქია-მეთქი. ანის ვეუბნებოდი: იმედია, ეს პერიოდი შეხლა-შემოხლა არ მოგვიწევს და ყველაფერი კარგად ჩაივლის-მეთქი. ერთადერთხელ დავიტოვე – ანი სადღაც იყო და, რომ მოვიდა, ღვარად მომდიოდა ცრემლები, რადგან, ჩვეულებრივ, კედლებზე დადის. ისე გადამიყვანა ჭკუიდან, ყველგან ვრეკავდი: მოდი, დედა, მიშველე; ახლა ეს გააკეთა, ფეხი ასწია... ამის მერე აღარ ვიტოვებ. წყნარი და მშვიდი ბავშვი რომ იყოს, კიდევ შეიძლება, მაგრამ, არასდროს არ ჩერდება. იმის მაგივრად, როცა დაიღლება, დამშვიდდეს, პირიქით, უფრო აქტიურდება და აქტიურდება. ბოლოს ვეღარ ავყევი და ანიმაც მომისწრო.
– სტომატოლოგია წარსულს ჩაბარდა?
– არაფერს არ ვაბარებ წარსულს. ჩამოვყალიბდი იმაში, რომ, ნებისმიერ დროს, რისი გაკეთებაც მოგინდება, ის უნდა აკეთო. არ მომინდება სამედიცინო სფეროში მუშაობა, რადგან, ვიცი, რომ ამ სფეროში ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან არ უნდა გაეკარო. არ შეიძლება, ცალი ხელით რაღაცას აკეთებდე და მეორე ხელით მობილურზე მესიჯობდე ან რაღაცას ჭამდე. ამ კუთხით საქართველოში ცუდი მდგომარეობაა. თუ მომინდება ამ სფეროში დავბრუნდე, აუცილებლად გავაკეთებ ჩემს კლინიკას, სადაც პროფესიონალებს ავიყვან და აუცილებლად ისეთ ქვეყანაში გადავამზადებ, სადაც ეს სფერო მაღალ დონეზეა. ამის შემდეგ მექნება კარგი კლინიკა.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, დღემდე სასურველი სარძლოს სტატუსს ინარჩუნებ?
– დილით რომ ვიღვიძებ, ჩემს დღეს კარგად ვგეგმავ, ამიტომაც თავისუფალი დრო არ მაქვს; თუ გამომიჩნდება ეს დრო, იმასაც გამოვიყენებ: ან სავარჯიშოდ წავალ, ან ჩემთვის სასარგებლო რამეს გავაკეთებ. ჩემი სამეგობროც ისეთია, ერთმანეთს როცა ვხვდებით, იმდენად ბევრი საინტერესო თემა გვაქვს, რომ არასდროს ვსაუბრობთ არავის პირად ცხოვრებაზე და არც გვაინტერესებს. ამიტომაც, სულ მგონია, რომ ჩემიც არ აინტერესებთ. თან, საქართველოში „ერეკლე მომკვდარას” ამბავია – ერთს იტყვი ისე, როგორც ფიქრობდი და ამ ამბავს ყველა სხვადასხვაგვარად იგებს: მოუმატებენ, მოაკლებენ, გააფორმებენ – გაფორმებაში მაგრები ვართ. ისე, მეც კარგად ვაფორმებ ამბებს. საბოლოო ჯამში, შენ თვითონ გაგიკვირდება, ისეთ რაღაცას გაიგებ. ამიტომ, მგონია, რომ არის თემები, რომლებიც ტაბუდადებული უნდა იყოს – მეგობრებიც კი არ უნდა შეაწუხო ამით, შენთან უნდა დარჩეს.
– რა გაგიგია კარგად გაფორმებული საკუთარ თავზე?
– ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო დავდე, ის თავისთვის ზის, მე – ჩემთვის. ერთი ფოტო ნახეს, მგონი, ბიჭთან ერთად და აიტაცეს ჟურნალისტებმა. თუმცა, ცუდად არ წერენ ხოლმე, კეთილად ამთავრებენ ამ ისტორიას: „ჩვენი აზრით, მაგრამ, გადავამოწმებთ...”
– ჰოდა, მაინც, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემი ყოველი დღე და ღამე არის უკარგესი და უბედნიერესი, რადგან ბევრი პოზიტივით, ენერგიითა და კარგი ადამიანებით არის სავსე. კონკრეტული ადამიანი არ არსებობს. თან, თბილისი იმდენად პატარა ქალაქია, რომ არაფერი დარჩება დამალული. მეც იმდენად ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ, არ იქნება ისეთი რამ, რისი დამალვაც მომიწევს. თუ სერიოზული რამ მოხდება გამოგიცხადებთ.

скачать dle 11.3