კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რესტორანი „კრწანისი“ – თქვენი განტვირთვის ადგილი!

რესტორანი „კრწანისი” თბილისელებისთვის საყვარელი და კოლორიტული რესტორანია. ის უკვე ათეული წელი, რაც ქართველი მომხმარებლების გამორჩეული ადგილია და ჩვენი მკითხველების წლევანდელი გამოკითხვის მიხედვითაც, წლის კოლორიტულ რესტორნად დასახელდა.  თუ რა გზა განვლო აღიარებამდე, როგორ იწყებოდა მისი ბიზნესსაქმიანობა, რესტორნის დირექტორს, ქალბატონ მარინე ლეთოდიანს ვესაუბრებით.

 – ქალბატონო მარინე, როგორ იწყებოდა თქვენი ბიზნესსაქმიანობა. როგორ გაიხსენებდით იმ წლებს?
–  რესტორანი „კრწანისი” 50 წლისაა და შეიძლება თამადად ითქვას, რომ იმსახურებს თბილისის კოლორიტის სტატუსს. თუმცა, მე ჩემი ბიზნესი „კრწანისიდან” არ დამიწყია, ეს იყო სულ სხვა რესტორანი.  2004 წელს მოსკოვიდან  ჩამოვედი. განათლებით იურისტი ვარ და სულ სხვა სიბრტყეზე აღმოვჩნდი. ახლაც ვერ გეტყვით, რატომ დავთანხმდი. უბრალოდ, სიახლეები მიყვარს და გადავწყვიტე, ბედი მესინჯა. მოსკოვში აწყობილი ბიზნესი მქონდა, მაგრამ მთელი ოჯახი აქ  წამოვიყვანე და შევუდექი საქმიანობას, ფაქტობრივად, ნულიდან. შემდეგ უკვე თავდაუზოგავი შრომითა და თავგანწირული ნებისყოფით მივაღწიე იმას, რომ ჩვეულებრივი სასადილოდან მიგვეღო გამორჩეული, აღიარებული, მაღალი კლასის კომფორტული რესტორანი. მახსოვს, როცა დასასვენებლად ზაფხულობით  მივდიოდი ხოლმე, ტელეფონი გამორთული მქონდა, რადგან 2 თვის სამუშაო გრაფიკი უკვე წინასწარ  იყო შედგენილი და ადგილები – დაჯავშნილი. სხვათა შორის, ვაღიარებ, რომ ამ დაძაბული რეჟიმის დროს, ძალიან დამეხმარა კომკავშირულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება – აქტივისტობა, კონფერენციებზე ხალხთან ურთიერთობა. ახლა რატომღაც ამას მალავენ, მე კი მინდა აღვნიშნო, რომ იმ წლებმა თავისი  კარგი  გამოცდილება შემძინა.
– ქალბატონო მარინა, როგორ ფიქრობთ, მთავარი კომპონენტების გამო, არჩევენ  მომხმარებლები რესტორან „კრწანისში” მოსვლას და  მათთვის მნიშვნელოვანი თარიღების აქ აღნიშვნას?
–  ერთ-ერთი უპირველესი გახლავთ, უნიკალური ხედი თბილისის უძველეს, ისტორიულ უბანსა და მტკვარზე. ფაქტობრივად, რესტორანი პირდაპირ მდინარეზე დგას და ასევე, გამორჩეული ანტურაჟია. თუმცა, უმნიშვნელოვანესი რესტორან „კრწანისის” პერსონალი და სერვისია. მე ვიცი, რას ნიშნავს მომხმარებელთან ურთიერთობა და  ჩევნი მუშაობის მთავარი პრინციპია, მომსახურე პერსონალი მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული სტუმარზე. 12 წელიწადია, ამ რესტორნის ძირითადი პერსონალი არ შეცვლილა, რაც ჩვენს გუნდურობაზე მიუთითებს.
რესტორანი, იგივე სახლი უნდა იყოს – როგორც ოჯახში მოსულ სტუმარს უმასპინძლდები, ისეთი შემართებითა და გულით უნდა დახვდე აქ მომსვლელსაც. ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტია კვება. პროდუქტი უნდა იყოს ჯანსაღი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მისგან მომზადებული კერძი კი – გემრიელი. ხშირად თავად ვაკონტროლებ როგორია ინგრედიენტები – ახალია თუ არა და  ეს გახლავთ საუკეთესო პროდუქტი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ, მიირთვათ. ჩვენი მომმარაგებელი უკვე დილის 6 საათზე  მიდის ბაზარში და არჩევს ახალთახალ პროდუქტს. მისი სამუშაო დევიზია – ვიდრე სხვა მოჰკიდებს ხელს, მე უნდა წამოვიღო რესტორანშიო. ასევე, ჩვენთან ერთგვარი შიდა კანონია, ვიდრე სადილის მომზადებას დაიწყებს, შეფ-მზარეულმა  მანამდე უნდა გამოთქვას პრეტენზია და შენიშვნა პროდუქტის მიმართ, რადგან შემდეგ კერძი თუ გემრიელი არ იქნება, ის ამას პროდუქტს ვეღარ დააბრალებს. მომზადებულ კერძებს უკვე წლებია პირადად მე თვითონ ვსინჯავ, სანამ ის მომხმარებლამდე მივა. პერსონალურად ვარ პასუხისმგებელი კერძების ეკოლოგიურობასა და სიჯანსაღეზე.
–  რესტორანი „კრწანისი” ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკალური გაფორმებითაც...
– მართლაც ძალიან გამორჩეული მუსიკალური ბენდები და ანსამბლები გვყავს – ცნობილი ანსამბლი „ქორალი”; ასევე ინდივიდუალური შემსრულებლებიდან, „X ფაქტორის” ფინალისტი ნათია თადიაშვილი,  ყოველ საღამოს უკრავს ვიოლინო და გვაქვს სერიოზული, მაღალპროფესიონალური შოუ-პროგრამები. ჩვენთან გამოდიან ფოლკლორული ანსამბლები, ცეკვის ანსამბლი „კრწანისი”, აღმოსავლური ცეკვების  მაღალპროფესიონალი მოცეკვავე ნინო ლეჟავა, ასევე, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია და ასე შემდეგ.  გააჩნია, როგორი შეკვეთაა, ვინ გვყავს სტუმრად, მათ გემოვნებას ვითვალისწინებთ. მოკლედ, მთლიანად ორიენტირებულები ვართ მომხმარებლებზე. ის დრო უკვე დიდი ხანია, დამთავრდა, როცა მომხმარებელს კარგ ხაჭაპურს შესთავაზებდი და ამით კმაყოფილი იყო. ახლა მათთვის ჩვენ მუდმივად კრეატიული პროგრამა გვაქვს – კარგი სანახაობა და ვცდილობთ, სტუმარი კმაყოფილი გავუშვათ.
– თქვენ როგორც ქალი ბიზნესში, როგორ შეაფასებდით ქალის როლს ამ საქმიანობაში?  
– ჩემს შემთხვევაში, ეს გახლდათ თავდაუზოგავი, მუხლჩაუხრელი შრომა, წლების განმავლობაში  გათენებული ღამეები. უკანდახევა არ მჩვევია. არ შეიძლება საქმე დაიწყო და 3 თვეში უარი თქვა მასზე. ხელის ჩაქნევა ჩემი სტილი არ გახლავთ. ყოველთვის არცთუ იოლ სამუშაოს  ვეჭიდებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ყველგან წარმატების შედეგს ვხედავდი. მე არ მიკვირს, რომ რესტორანი „კრწანისი”  მკითხველების აღიარებული რესტორანია, რადგან უმრავლესობა, ვინც აქედან გადის, ჩვენთან გატარებული საღამოსთვის, მადლობას გვიხდის! ეს არის სწორედ ის ბედნიერება და შედეგი, რაც მე როგორც ქალსა და ბიზნესის წარმმართველს, უდიდეს სიხარულს მგვრის!
P.S. რესტორანი „კრწანისი” საახალწლოდ ზღაპრულ პროგრამას  სთავაზობს სტუმრებს. გელოდებათ განსაკუთრებული მენიუ, ასევე მრავალფეროვანი მუსიკალური შოუ-პროგრამა პოპულარული მომღერლების შემადგენლობით. პროგრამა ორენოვანია, რადგან რესტორანში ძალიან ბევრ უცხოელ სტუმარს ელოდებიან. ესტუმრეთ  რესტორან „კრწანისს” -  მოიწყვეთ განსხვავებული ახალი წელი!
მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. ¹2; ტელ.: +995 32 272-47-88;
ìმობ.: 593 61-82-85;
ვებ-გვერდი: http://krtsanisi.info-tbilisi.com/
E-mail: krtsanisi@mail.ru
facebook: Krtsanisi Restaurant
   

скачать dle 11.3