კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური და მომაჯადოებელი



მთელი კვირა ამტანი ცხენივით მუშაობთ, კვირაობით კი სახლის დალაგება ორჯერ უფრო მეტად გღლით – ამ ფონზე ძნელია, ქალურობა და სინაზე შეინარჩუნოთ. თუმცა, რაღაც გამოსავალი მაინც არსებობს, მთავარია, ისწავლოთ ისეთი წვრილმანების ცოტათი „დაკიდება“, როგორიც, მაგალითად, გაუხეხავი პირსაბანია; სამაგიეროდ, მეტი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში კარგ გუნებაზე იყოთ. სარკესავით გაპრიალებული პირსაბანი თუ სარეცხი მანქანა მოიცდის, მთავარია, თქვენი სახე იღიმებოდეს და სიხარულს ასხივებდეს.
შემოიღეთ წესად – უთხარით საკუთარ თავს: „დილა იწყება ჩემით!”  სახის მსუბუქი მასაჟი, კოხტა ვარცხნილობა, სხეულზე კარგად მორგებული თუნდაც საშინაო ტანსაცმელი და – განწყობაც უკეთესია. არ დაგავიწყდეთ, გაუღიმოთ საკუთარ გამოსახულებას სარკეში! რამდენი საქმეც არ უნდა გქონდეთ, სულერთია, ჯერ მაინც საკუთარ თავზე იფიქრეთ, რადგან საქმეს ხალისიან განწყობაზე მყოფი უკეთ გააკეთებთ. ქალს წესრიგისადმი ლტოლვა უხდება, მაგრამ, ის ჯერ თვითონ უნდა იყოს მოწესრიგებულიც და, შესაბამისად, მომხიბვლელიც. ხშირად შეიქეთ თავი – ეს თქვენს ქალურობაზე დადებითად აისახება.
გააქრეთ ყოველდღიური გადატვირთული გრაფიკიდან ისეთი საქმეები, რომელთა გაკეთებაც არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ეს დრო დაუთმეთ იმას, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ქალური და მომაჯადოებელი აუცილებლად იქნებით, როცა თავადვე მოგეწონებათ საკუთარი თავი – ეს ერთი დიდი ნაბიჯია თქვენი წარმატების გზაზე გადადგმული.
ცხოვრება,
როგორც
ზღაპარი...

ცხოვრება ნებისმიერ ზღაპარზე მშვენიერია. თუ ამას ვერ ხვდებით და მის სილამაზეს ვერ ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მიეცით საშუალება ნეგატივს, თქვენზე გაბატონებულიყო. დაიწყეთ იმით, რომ დაგვეთანხმეთ, ანუ, დაიჯერეთ, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ, როგორ შეამჩნიოთ მისი ლამაზი მხარეები და დაინახოთ ისინი. ოპტიმისტი ადამიანები უფრო ადვილად მიხვდებიან მარტივ ჭეშმარიტებას: ცხოვრება კარგი საჩუქარია მათთვის, ვინც მისი ფასი იცის.
გინდათ, თქვენი ცხოვრება ზღაპარივით იყოს? ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია. თქვენს ხელშია შანსი, ცხოვრება მშვენიერ, ახდენილ ზღაპრად აქციოთ. თუ გაიღიმებთ და ირონიულად იტყვით, რომ ეს ბლეფია, მაშინ ჯობია, იცხოვროთ ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდით. რომანტიკული განწყობა დაგეხმარებათ ცხოვრების გალამაზებაში. დაიწყეთ დილა მხოლოდ პოზიტივით. ფინჯანი ყავა, სასიამოვნო მუსიკა, გემრიელი ნამცხვრის ნაჭერი და – ყველაფერს გაცილებით ფერად და მხიარულ ფერებში დაინახავთ.
და, ბოლოს – ყველა ზღაპარი, ადრე თუ გვიან, რეალობად იქცევა, მთავარია, დაიჯეროთ ესეც და საკუთარი შესაძლებლობებიც. კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხეთ თქვენი ყველაზე საყვარელი ზღაპარი და ნახავთ, რამდენი საერთო აქვს მას რეალურ ცხოვრებასთან... ანუ, მთავარია, რომ თქვენს ზღაპარს თქვენვე წერთ და, ამიტომ, ფინალსაც ისეთს მოიფიქრებთ, როგორიც თქვენთვის იქნება მისაღები და ბედნიერებას მოგიტანთ.

კონსერვატიზმი

ახალგაზრდობაში ადამიანი გაცილებით აქტიურია, ყოველ შემთხვევაში, აქტიური უნდა იყოს, რადგან ის ჯანმრთელი, ენერგიული, მოტივირებული და მიზანდასახულია. ამ პერიოდში მან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს და დახარჯოს, რათა შუა ხნისამ შედეგები მიიღოს. რა უშლით ხელს ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში? – ჯერ ერთი, ის, რომ ისინი ძალიან გულუბრყვილონი და მიმნდობნი არიან. სამაგიეროდ, ადვილად იტანენ და ეგუებიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს და წარუმატებლობასაც ისე მწვავედ არ განიცდიან: ბალახი ძალიან მწვანეა, ზეცა – ძალიან ლურჯი... წლების შემდეგ ეს პერიოდი ძალიან მშვენიერ ხანად გაგახსენდებათ, მთავარია, ამ გახსენებას არ ახლდეს სინანული, რომ ის პროდუქტიულად ვერ გამოიყენეთ. ისწავლეთ დღევანდელი დღით ცხოვრება. კონსერვატიზმი ცუდი არ არის, მაგრამ მას სწორ კალაპოტში ჩაყენება სჭირდება. მაგალითად, თუ კონსერვატიზმი იქნება ის, რომ ისწავლოთ სხვის შეცდომებზე, ეს უკვე კარგია. მიეცით პირობა საკუთარ თავს, რომ ხვალიდან რადიკალურად შეცვლით ცხოვრებას; ყველაფერზე გექნებათ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილება და სხვას აღარ მიბაძავთ... სწორედ მიბაძულობას არ უნდა ჰგავდეს ჩვენი კონსერვატულობა. თუ კონსერვატიზმს იმაში გამოავლენთ, რომ ყოველთვის და ყველგან ინდივიდუალურობას შეინარჩუნებთ, ლიდერობამდე ერთი ნაბიჯიღა დაგაკლდებათ.

მამაკაცის თვალით

ოჯახი პატარა სახელმწიფოა. თუკი ცოლსა და ქმარს ცალ-ცალკე სურთ ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვა, პრობლემებიც მაშინვე ჩნდება. ვინ არის მათ შორის მართალი? მოდი, სიტუაცია მამაკაცის თვალით დავინახოთ:
განვიხილოთ მოსაზრება, რომ ოჯახი და ქორწინება ქალისა და მამაკაცისთვის სხვადასხვა ფასეულობაა და მათ საკუთარი როლიც  სხვადასხვანაირად ესმით ამ ფასეულობებში. ზუსტად მამაკაცი ოჯახს განიხილავს, როგორც პატარა სახელმწიფოს და იქ ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კმაყოფილი და ბედნიერი. შესაბამისად, მოსწონს, როცა იერარქიაა და ამ იერარქიის სათავეში უყვარს ყოფნა.
უფროსი სახლში – რა არის ეს, როლი თუ, უბრალოდ, მამაკაცის ოცნება? უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ეს ის ოცნებაა, რომელსაც რეალობად აქცევდა და სიამოვნებით მოირგებდა. მამაკაცების უმრავლესობა და თითოეული მათგანი დიდი სიამოვნებითა და სიხარულითაც იბატონებდა. დააკვირდით თქვენს მეორე ნახევარს – ხომ ატყობთ, როგორ უყვარს ბრძანებების გაცემა?! ჭკვიანი ქალი ყოველთვის უქმნის კაცს შთაბეჭდილებას, რომ ის მბრძანებელია, თუმცა ეს ადვილი არ არის, დასაწყისისთვის კი მით უფრო გაგიძნელდებათ.
ქმარი – ოჯახის თავი – სტერეოტიპია? სინამდვილეში ეს სიმართლის მარცვალს შეიცავს და ზოგიერთი ქალისთვის სრულიად მისაღებია. მაგრამ ასეთი ქალები იშვიათად არიან ბედნიერები. ძალიან იშვიათად, მბრძანებლად აღიარება პარტნიორის შეცდომაა. რაც მამაკაცს სურს, ის უნდა მიიღოს კიდეც, მაგრამ მსხვერპლის გაღების გარეშე. მამაკაცს მოსწონს ის, რასაც თვალით ხედავს, ამიტომ, დაანახვეთ ის, რისი დანახვაც უნდა – მორჩილება. როცა დარწმუნდება ამაში, თქვენ უპრობლემოდ მოახერხებთ მასზე ბატონობას...

скачать dle 11.3