კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ახსოვდეს ქრისტიანს მთელი მარხვის განმავლობაში და როგორ არ უნდა დაიმახინჯოს მან ამ პერიოდში თავი ფარისევლობით

28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც ქრისტეს შობამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მართლმადიდებელ ქრისტიანებს განსაკუთრებით გვმართებს ბევრ რამეზე დაფიქრება, საკუთარი ვნებების, ცოდვების დამარცხება და რაც მთავარია, ნებისმიერ საკითხში ზომიერების დაცვა.

 მამა გიორგი თევდორაშვილი  (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): ის, რაც ახლა ხდება, ეს არის მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები. ჩვენ სცენარი წინასწარ ვიცით იოანეს გამოცხადებიდან, აპოკალიფსიდან. ამდენი ვნება, ცოდვა, ბოროტება არ დარჩება დაუსჯელი, ბოლოს სიკეთე გაიმარჯვებს. მართალი გაბწყინდება და ჭეშმარიტი მორწმუნე მიიღებს ნუგეშს ოღონდ გარკვეული კატაკლიზმების შემდეგ. გარკვეული ჭირისა  და დიდი განსაცდელების შედეგად ცხონდება ადამიანი. როდესაც კრავის წინაშე წარსდგნენ ადამიანთა სულები, რა თქმა უნდა, ქრისტემ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ მაინც იკითხა: ვინ არიან ისინი. ანგელოზმა კი უპასუხა: ესენი არიან დიდი განსაცდელის შედეგად მოსული ადამიანები. ეს ეხება ჩვენს პირველ საუკუნეს, ჩვენს საუკუნეს და რა თქმა უნდა, მომავალ საუკუნეებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ადამიანის ჭეშმარიტი რწმენა. ღმერთი ადამიანს ორ შემთხვევაში აქებს ან საყვედურობს.
– რა შემთხვევებია ეს?
– როცა ადამიანს აქვს რწმენა და როცა არ აქვს რწმენა. ღმერთი გეკითხება: შენ გწამს, გჯერა, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია? და მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ იწყებს ის ქმედებას, აღასრულებს კურნებას. როცა საკუთარ თავში ვერ ვხედავთ საკმარის რწმენას იმისთვის, რომ სულიერი კურნება მივიღოთ, დავმდაბლდეთ, უნდა ვუთხრათ ღმერთს: ღმერთო, გარეგნულად კი მწამს, მაგრამ ჩემში იოტისოდენა რწმენაც არ არის. ღმერთო, მოხედე ჩემს ურწმუნოებას. ვინ შეაქო ქრისტემ? შეაქო პეტრე, როდესაც ის კითხულობს: ვინ ვარ მე და პეტრე პასუხობს: შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისა. ეს არის ჩვენი სარწმუნოების დვრიტა, ამაზეა მთელი ჩვენი სარწმუნოება ბაზირებული, აშენებული. როცა ამდენი საშინელება გესმით და ხედავთ, გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები. როცა იოანე ნათლისმცემელი აგზავნის ქრისტესთან ანდრიას და იაონეს, ისინი მაცხოვარს ეკითხებიან: რაბი, სად იყოფი, ანუ სად ხარ. ქრისტე პასუხობს: მოვედ და იხილეთ. ეს არ ნიშნავს – სამებაში მოდი, სვეტიცხოველში, ან ნარიყალაზე, არა – ჩემთან მოდით და მერე იხილავთ, მე სად ვარო.
– რა სჭირდება ადამიანს რწმენის მისაღებად? თითქოს ყველას აქვს რწმენა, უმეტესობა მორწმუნეა, მაგრამ, როდესაც ფაქტის ან განსაცდელის წინაშე დგებიან, ხშირად ეს რწმენა იკარგება.
– ჩვენი რწმენის მისაღებად აუცილებელია, ვიცოდეთ, რას ნიშნავს: ადამიანის ბუნება,  ინდივიდი, პიროვნება. პლატონი ამბობდა: ადამიანში არის სულის სამი თვისება. ეს არის: გონება ანუ აზროვნება; ტიმოთოს ანუ მისი გულისწყრომები და გარკვეული გამოვლინებები და მესამე: აპეტიტოს – მისი სურვილები და გარკვეული სიამოვნებები. პლატონი ამბობდა: თუ ადამიანი პირველ ადგილზე დააყენებს თავის გონიერებას, აზროვნებას, ის იქნება ნორმალური ადამიანი. მაგრამ, თუ წინ დააყენებს ტიმოთოს ანუ გარკვეულ გულისწყრომას, ზოგ მოთხოვნილებებს, ის მდარე ადამიანი იქნება. ხოლო ვისაც პირველ ადგილზე დააყენებს აპეტიტოს, ანუ სურვილებს, გარკვეულ ხორციელ ქმედებებს, ის უკვე ცხოველური გამოვლინების იქნება. ამ ყველაფერს ეთანხმება ქრისტიანობა, მაგრამ უმატებს სწავლებას პიროვნების შესახებ. ადამიანის ბუნება, ეს არის უნართა ერთობლიობა. ადამიანის ბუნების ნორმები კი არის აზროვნება, ინტელექტი, კითხვა, წერა და ასე შემდეგ. ინდივიდი კი, არ არის ადამიანური ბუნების ნორმების ინდივიდუალური გამოვლინება ამა თუ იმ ადამიანში. ეს ყველაფერი ქრისტემ შეავსო. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ერთარსება სამპიროვანი ღმერთი ბუნებით ერთია, მაგრამ სამი ინდივიდია, ეს იქნება უკვე მწვალებლობა: თითქოს მამა სხვანაირად მჟღავნდება, ძე – სხვანაირად და სულიწმიდა – კიდევ სხვანაირად. ერთარსება ღმერთი არსებით ერთია, მაგრამ სამი ჰიპოსტასი, სამი პიროვნებაა. ანუ როგორც ჩამოვთვალე: ბუნება – ეს არის ადამიანური უნარების ჯგუფი, კავშირი; ინდივიდი არის ამ ყველაფერის გამოვლინება, ხოლო პიროვნება ამ ორივეზე მაღლა დგას. ვერცერთი ინდივიდი, როგორი განათლებულიც უნდა იყოს, ადამიანის ბუნებას, უნარებს ვერ გამოავლენს ბოლომდე. ერთადერთი, ეს შეუძლია პიროვნებას, რომელიც ამოუხსნელია – ადამიანის პიროვნება ამოუხსნელია და მთლიანად განმსჭვალავს მის ბუნებას. ადამიანის პიროვნება მჟღავნდება მაშინ, როდესაც ის განიღმრთობა. ამიტომაც მოქმედებს მერე ღმერთი წმიდა მამა გაბრიელიდან, მოციქულებიდან, წმიდა მამებიდან. მათი პიროვნება, ჰიპოსტასი შეერწყა, განიღმრთო ღვთებრივ ჰიპოსტასთან და მერე უკვე ღმერთი მოქმედებდა. წინასწარმეტყველება, სასწაულები – ეს ყველაფერი არის პიროვნული ქმედება, რომელიც ღმერთისგან იკურთხა და ღვთის მადლით გამჟღავნდა ღვთის დიდება. ქრისტემ ღვთისმშობლისგან მიიღო ადამიანის ბუნება, უნართა ერთობლიობა: ის ტიროდა, იღლებოდა, ეშინოდა, მაგრამ მას პიროვნება – ადამიანის არ მიუღია. ქრისტეშია ერთი პიროვნება – ღვთაებრივი და ორი ბუნება: ღვთაებრივი და ადამიანური. თუ პიროვნება არ ხარ, არც რწმენა გექნება და ვერც ვნებას დაუპირისპირდები. იტყვი: მე ასეთი ბუნება მაქვს, პაპისგან, ბებიისგან მივიღე ინდივიდუალური გამოვლინებები და რა ვქნა, ვერ შევიცვლები. ბევრი აბრალებს თავის გენეტიკას – ადამიანი მამისგან იღებს ბუნებას, ინდივიდუალურ მიდრეკილებებს და პიროვნებად უკვე თვითონ ყალიბდება. ამაში კი ადამიანმა საკუთარ თავს უნდა უშველოს, პიროვნება მემკვიდრეობად არავის მიეცემა. შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ შენი ბუნება, უნარები დადებითად გამოამჟღავნო. ქრისტე ამბობს: ვისაც სურს შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. ამიტომ ვაღიაროთ საკუთრ თავში პიროვნება  და შემდეგში მას სწორი მიმართულება მივცეთ. თუ გინდა, იყო კარგი პიროვნება, უნდა მიბაძო იესო ქრისტეს, რომელმაც მიიღო შენი ბუნება, გამოგიხსნა. მაშინ იქნები ჭეშმარიტი ადამიანი და ქრისტიანი.
– შობის მარხვა დაიწყო და იქნებ აგვიხსნათ, როგორ უნდა განვეშოროთ მარხვაში ვნებებს?
– მთელი მარხვა გადის იმის კითხვაში: რა ვჭამოთ, თევზით ხსნილი იქნება თუ არა და ასე შემდეგ. ეს სამარცხვინოა. თუ ჭორიკანა ხარ – მარხვაში ნუ იჭორავებ, თუ იწყევლებოდი – მარხვაში ნუ დაიწყევლები, თუ განიკითხავ – ნუღარ გააკეთებ ამას. თუ თავხედი ხარ, ეცადე ეს აღარ გააკეთო მარხვაში, ამით იმარხულე და არა კვებით. ბევრი ქრისტიანი მარხვაში მახინჯდება იმ ფარისეველივით, რომელიც მეზვერეს უყურებდა და ამბობდა: მე როგორი კარგი ვარ, ის როგორი ცუდია. ჭამა რომ მინდა, ეს არ არის ცუდი, ბევრი ჭამაა ვნება. ღვინოს დალევა კარგია, მაგრამ ბევრი ღვინის დალევაა ცუდი. ძილი კარგია, მაგრამ ბევრი ძილია ცუდი – განა ამის გაგება რთულია? მარხვაში ზომიერი ცხოვრების წესია საჭირო. ამბა დოროთე ადამიანის მიერ ვნების სამ ძირითად გამოვლინებას აღწერს: ვნების აღსრულება, ვნების შეჩერება და ვნების აღმოფხვრა. „ვნების აღსრულება იგივეა, ვისაც ის მოქმედებაში მოჰყავს და მისით აქვს გონება შეპყრობილი. როცა შეურაცხყოფაზე ათასს პასუხობ და მერე ნერვიულობ,  რატომ მეტი არ ვუთხარიო“. ვნების შეჩერება – „როცა შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის შემდეგ მალევე დარდობს: რატომ არ დავითმინეო. სწყინს, რომ გალანძღეს, მაგრამ საკუთარ თავს აბრალებს“. ვნების აღმოფხვრა: „ვნების აღმოფხვრა ნიშნავს ყოველდღე გამოვცადოთ ჩვენი თავი და ვთქვათ: წინა კვირას ეს ვნება მაწუხებდა და ახლა როგორ მდგომარეობაში ვარ“. უნდა გახსოვდეთ: მარხვის დაწყებამდე როგორ ვიქცეოდი, მარხვაში როგორ ვიქცევი და მარხვის დასრულების შემდეგ როგორ მოვიქცევი  და არა ის, თევზი ვჭამო, სოიო თუ სამარხვო მარგარინი.

скачать dle 11.3