კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ორგზის მოწამე მამა ბასილი (ფირცხალავა)
ერთხელ მღვდელ-მონაზონი ბასილი ბეთანიის სავანეში ტყეზე გამავალი გზით ბრუნდებოდა. მას თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებსაც მან ადრე მონასტრის ძროხის წაყვანა დაუშალა და სასტიკად სცემეს. მამა ბასილმა ძლივს მიაღწია მონასტერს. მას შემდეგ იგი ჭლექით დაავადდა და მალე გარდაიცვალა. იგი მკვდარი იპოვეს თავის სენაკში, ანალოღიის წინაშე მას  ეპიტრაქილი, მანტია და კუნკული ემოსა.
იმ დღეს, როცა მღვდელმონაზონ ბასილს წესს უგებდნენ, მონასტერში ბევრი ხალხი მოვიდა, დედამისი და მისი სხვა ნათესავებიც ჩამოვიდნენ. მათ თქვეს, რომ მამა ბასილის ცხედარი სოფელში უნდა გადაესვენებინათ და თავიანთ სასაფლაოზე დაეკრძალათ. ხალხი აღშფოთდა – მათ არ სურდათ, მონაზვნის ნეშტი ჩაებარებინათ იმ სამყაროსთვის, რომელიც მან დატოვა და მოითხოვდნენ, მამა ბასილი მონასტერში დაესაფლავებინათ, მაგრამ  არქიმანდრიტმა იოანემ თქვა: „ვიცნობ მე ამ ხალხს – თუ დაუშლით, შეიძლება, სისხლი დაიღვაროს. ან, შეიძლება, მაშინ დაბრუნდნენ, როცა აქ არავინ იქნება. ისეთი ხალხია, კუბოს მიწიდან ამოთხრიან და ჩანაფიქრს მაინც შეისრულებენ“. წესის აგება რომ დასრულდა, მამა ბასილის ნეშტი ნათესავებმა და თანასოფლელებმა გადაასვენეს. ხმა დაირხა, რომ მათ ის გაპარსეს, ანაფორა გახადეს, პიჯაკი ჩააცვეს, ჰალსტუხი გაუკეთეს და თავიანთი წესით დაასაფლავეს. არქიმანდრიტმა იოანემ ეს რომ შეიტყო, თვალებზე ცრემლი მოაწვა და თქვა: „მამა ბასილი ორგზის მოწამეა: ერთხელ თავის სიცოცხლეში აწამეს ყაჩაღებმა, მეორედ  – სიკვდილის შემდეგ – თავისმა ნათესავებმა; ამისთვის ის მრჩობლ („მრჩობლ” – იგივეა, რაც „წყვილი”) ჯილდოს მიიღებს: სადაც არ უნდა იყოს დაკრძალული მისი სხეული, მისი სული ჩვენთან არის“.

скачать dle 11.3