კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიანიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს ბაქოდან და რატომ არ უნდა შეხვედროდა კახა კალაძე „გაზპრომის“ პრეზიდენტს

რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება არც კი გაციებულიყო (ცხადია, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და მხარეები კვლავაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის ყიდვაში), რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბაქოში ჩავიდა და ილჰამ ალიევთან ერთად აუწყა დანარჩენ სამყაროს, რომ ანატოლიური გაზსადენის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს, რათა აზერბაიჯანული გაზი თურქეთის გავლით უფრო მეტი დოზით მიეწოდოს ევროპას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ გაზსადენში ჩვენც ვიგულისხმებით (მანაც ჩვენს ქვეყანაზე უნდა გაიაროს), ამ პერსპექტივასა და ამით გამოწვეულ სიკეთეებსა და საფრთხეებზე. სანდრო თვალჭრელიძეს ვესაუბრეთ და ისიც დავაზუსტეთ, აქვს თუ არა აზერბაიჯანს ამდენი რესურსი და კიდევ ვისი გაზის გაშვება შეიძლება ამ ჩვენს საზიარო მილებში.

 – ვიცოდით, რომ შაჰ-დენიზის მეორე საბადოზე მუშაობა მიმდინარეობს და იგეგმება მისი გაშვება, მაგრამ დაგეგმილზე უფრო ადრე განაცხადა თურქეთის პრემირ-მინისტრმა მისი ამუშავების შესახებ.  რაზეა ლაპარაკი და უკავშირდება თუ არა პოლიტიკურ კონტექსტს, კერძოდ, რუსეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობას?
– აქ ბევრი კონტექსტია, მათ შორის, რესურსულიც. მე არ ვიცი, როგორ გაუშვებენ. ვშიშობ, ისეთივე ხასიათის იქნება, როგორც „შაჰ-დენიზ ერთი”, რომლის სიმძლავრეც 30 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.
– და აზერბაიჯანი ვერ ავსებს „შაჰ-დენიზის” მილს.
– დიახ, ვერ ავსებს, ექვს მილიარდს ძლივს აწვდის. საერთოდ, აზერბაიჯანის წარმოება არის 16 მილიარდი კუბური მეტრი. ობიექტურად ვთქვათ, რა შესაძლებლობები აქვს აზერბაიჯანს? მათი გაზის მარაგი არის 1,2 ტრილიონი კუბური მეტრი და ყველაფერი თავმოყრილია შაჰ-დენიზის ველში. აქედან აქტიური გაზი არის მხოლოდ 800 მილიარდი კუბური მეტრი.
– აქტიური, ანუ იმ რაოდენობის გაზი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია?
– დიახ. მთელი გაზის ამოღება შეუძლებელია, წნევა იკარგება. კარგი, ვთქვათ, 1 ტრილიონი, გაყავით 30 მილიარდზე, გამოდის 20-30 წლის მარაგი. ასე რომ, თუ ახალი მარაგები არ აღმოაჩინეს, რის შესაძლებლობაც აზერბაიჯანში არ არის, ეს ისეთივე ბლეფი იქნება, როგორიც „შაჰ-დენიზ ერთია”. ეს უფრო რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის რაღაც მეთოდია, სხვა არაფერი.
– მეორე მხრივ, რუსეთმა ხომ იცის, რამდენია აზერბაიჯანის გაზის მარაგი და, შესაბამისად, შეძლებს თუ არა ანატოლიური გაზსადენის ამუშავებას?
– მთელმა მსოფლიომ იცის, ეს მონაცემები იბეჭდება ყოველწლიურად, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი აანალიზებს. საქართველოში მხოლოდ მე ვარ, ვინც ამას აანალიზებს.
– ამიტომაც ყოველთვის თქვენ გიკავშირდებით ამ თემაზე განმარტებებისთვის.
– მსოფლიოში სულ 30-40 კაცია, ვინც ამას კითხულობს, დანარჩენები პოლიტიკურ განცხადებებს უფრო მისდევენ. ქმედუნარიანი იქნება ორივე პროექტი, „შაჰ-დენის ერთი” და „შაჰ-დენიზ ორი”, ანუ ანატოლიის მიმართულება, თუკი ირანის გაზი შეუერთდება. ირანის გაზის გარეშე ეს მიმართულებები ქმედუუნარო იქნება. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ დღესვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ამ თემაზე ირანთან.
– თურქეთისა და აზერბაიჯანის საგაზო ურთიერთობა გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ჩვენც მოვიაზრებით ანატოლიურ მიმართულებაში.
– რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ სხვა რამის შეთავაზებაც შეგვიძლია. უპირველესად, ჩვენთან, საქართველოში, სუფსაში ან ანაკლიაში, უნდა აშენდეს „ელ ენ ჯი“, ანუ გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და გათხევადებული გაზის ექსპორტი მოვახდინოთ ევროპაში. ასეთი საექსპორტო ტერმინალი ცოტაა, სულ 8 ქვეყანას აქვს და ჩვენ მეცხრე უნდა გავხდეთ. არც ირანში, არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში ასეთი ტერმინალები არ არსებობს.
– როდესაც ამბობთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ირანთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან კონსულტაციების გარეშე...
– ჯერ ირანთან უნდა დაიწყოს და შემდეგ მათ მაგიდაზე დაუდოს პროექტი. იმიტომ რომ, „ელ ენ ჯი“ ტერმინალით არ ამოიწურება, სხვა ტიპის ქარხნებიც უნდა აშენდეს და ჩვენ უნდა ვიქცეთ გაზის გამანაწილებელ ადგილად. თუ მართალია ის მონაცემები, რაც „ფრონტერამ“ გამოაცხადა საქართველოში გაზის რესურსების შესახებ, მაშინ ჩვენ აზერბაიჯანზე მეტი გაზი გვექნება.
– გაოგნებისგან ენა ჩამივარდა.
– აზერბაიჯანზე 3-4-ჯერ მეტი გაზი გვექნება, თუ „ფრონტერას“ მონაცემები სწორია. თუმცა მე ნაკლებად მჯერა, რადგან ვიცი, როგორიცაა „ფრონტერას“ პიარკამპანიები, მაგრამ, თუ ნაწილობრივ მაინც მართალია, მაშინ ჩვენც გავხდებით გაზის ექსპორტიორი ქვეყანა და მაშინ სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ. ეს ყველაფერი კარგად ასაწონ-დასაწონია, ოღონდ ირანთან თანამშრომლობის გარეშე, ფონს ვერ გავალთ. ჩვენ ვართ მასტაბილებელი ძალა: ერთი მხრივ, შეგვიძლია, დავალაგოთ ირანის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ინტერესები და, მეორე მხრივ, ევროპის. ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ რეალური ენერგეტიკული ჰაბი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას სჭირდება ჭკვიანური პოლიტიკა. ჯერჯერობით ამის მზაობას ჩვენს მთავრობაში ვერ ვხედავ. ძალიან ფრთხილად მიდის მოლაპარაკებები.
– ანუ მაინც მიდის?
– ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს საკითხები მუშავდება მთავრობაში, თუმცა პროფესიულ დისკუსს ვერ ვხედავთ და ვერც ისეთ ადამიანს მთავრობაში, ვისაც ასეთი სურვილი ექნებოდა.
–  თქვით, რომ ანატოლიური გაზსადენის გაშვების განცხადებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, თუმცა იქვე თქვა დავითოღლუმ, რომ ანატოლიური გაზსადენი არ შეუქმნის საფრთხეს თურქულ ნაკადს, ანუ სამხრეთის ნაკადს, რომელმაც რუსეთი შავი ზღვის ფსკერით თურქეთს უნდა დაუკავშიროს.
– თვითონ „ცისფერი ნაკადიც“ როგორ არის, იცით? ძალიან რთული პროექტია, სულ 16 მილიარდი გაზი მიდის თურქეთში: მილი დაბლობზე 55-დიუმიანია, მაგრამ ფსკერზე 27 დიუმი აქვს დიამეტრი. სხვანაირად ვერ უძლებს. ასე რომ, ნორმალური გაზსადენი ვერც „სამხრეთის ნაკადისგან“ გაკეთდება.
–  მაშინ თურქეთმა, დავითოღლუმ ამ გაცხადებით, რა მიანიშნა რუსეთს?
–  რუსეთს უფრო ის უთხრა თურქეთმა, ნუ გააფუჭებ ჩვენთან ურთიერთობას, თორემ გაზის მყიდველი აღარ გეყოლებათო.
– დღეს რამდენ გაზს იღებს თურქეთი რუსეთისგან?
– ერთია უკრაინის მიმართულება, საიდანაც რუსეთს პირდაპირ გააქვს გაზი ევროპაში და მეორეა თურქეთის მიმართულება. ანუ რუსეთს ორი ქვეყანა უნდა ჰყავდეს სტრატეგიულ პარტნიორად: თურქეთი და უკრაინა (საიდანაც 167 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გააქვს ევროპაში), თუ უნდა ევროპაში გაზის გატანა, არადა ორივესთან გაიფუჭა ურთიერთობა. ამიტომ შესაძლოა, მალე რუსეთი გაზის ბაზრის გარეშე დარჩეს.
– აზერბაიჯანი ვერ ავსებს შაჰ-დენიზის მილს, ამდენად, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთისგანაც მიიღოს გაზი?
– აზერბაიჯანი ყიდულობს რუსეთისგან გაზს. ის აწარმოებს 16,9 მილიარდ კუბურ მეტ გაზს, 9-მდე მილიარდს თვითონ მოიხმარს, 6-მილიარდს აწვდის თურქეთს, დანარჩენს –  ჩვენ, ერთი მილიარდი არ ჰყოფნის და რუსეთისგან ყიდულობს.
– ჩვენთვის რა საფრთხეებს შეიცავს ახლა უკვე რუსეთ-თურქეთის საგაზო ომი?
– არ დაებომბა თურქული „ჰუმანიტარული“ დახმარების კოლონა და არ ჩამოაგდებდნენ რუსულ თვითმფრინავს.
– გასაგებია, მაგრამ ბაქოს ფარად ჰყავს თურქეთი, სომხეთს –  რუსეთი, ჩვენ ამ დაპირისპირებაში თუ გვიდგას უკან ვინმე?
– ამ ახლებური რეალობიდან არანაირი ზედმეტი საფრთხე არ მოდის. ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სწორი პოლიტიკა გავატაროთ. მგონია, რომ კახა კალაძის შეხვედრა მილერთან, „გაზპრომის“ პრეზიდენტთან, ნაჩქარევია. უნდა დაეცადა, ენახა, როგორ დალაგდებოდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. მათი ურთიერთობა აუცილებლად დალაგდება. ეს ორმხრივი ყვირილი მხოლოდ პიარია. უკვე დაიწყეს რუსებმა თურქული ტვირთების მიღება, გაიხსნა ლარსის საბაჟო, ამიტომ ერთი კვირა მაინც უნდა დაეცადა კალაძეს და შემდეგ შეხვედროდა.
– დაცდა რას მისცემდა? უფრო გარკვეულ ვითარებაში სავაჭრო და სახეირო მეტი გვექნებოდა?
– უფრო მდგრადი ურთიერთობები იქნებოდა. ახლა ურთიერთობა არამდგრადია, არადა მოლაპარაკებისას, თუ რამეს მოაწერე ხელი, პატივი უნდა სცე. ამიტომ ჯერ უნდა გაერკვე, როგორია ძალთა გადანაწილება და ამის შემდეგ უნდა გააკეთო სათანადო დასკვნები. ჩვენ დღეს ბოლომდე არ ვიცით, როგორ დალაგდება ურთიერთობა რუსეთ-თურქეთს შორის, ამ თვალსაზრისით, „გაზპრომთან“ რაღაც კონტრაქტის ხელმოწერა ნაჩქარევი მგონია.
– იქნება არ აწერენ ჯერ ხელს?
– აბა, რისთვის ხვდებიან ერთმანეთს?! ხომ უნდა მოილაპარაკონ?! მერე კი შენს დანაპირებს პატივი უნდა სცე.
– მაგრამ, თუ აზერბაიჯანი მაინც ყიდულობს „გაზპრომისგან“ გაზს, იმიტომ რომ, თავისი სიმძლავრეები არ ჰყოფნის, თუ ჩვენ პირდაპირ უფრო იაფად შევიძენთ რაღაც ნაწილს?
– მე გითხარით, რა უნდა გაკეთდეს: ირანთან უნდა დავიჭიროთ ახლო კონტაქტი.
– ახლავე თუ გვჭირდება გაზი?
– ახლაც შეგვიძლია, მივიღოთ ირანიდან გაზი. როდესაც 2006 წელს აფეთქდა მაგისტრალური გაზსადენი, ჩვენ ხომ ირანიდან მივიღეთ გაზი?!
– მარშრუტი გამახსენეთ.
– აზერბაიჯანის გავლით იმ მილსადენით, რომლითაც ახლაც ვიღებთ გაზს. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი ამ უძველეს გაზსადენზე. ბოლოს და ბოლოს, სამი მილი შემოდის აზერბაიჯანიდან. ნახეთ ჩვენი გაზსადენების რუკები, არის ინტერნეტში. ერთი სიტყვით, უკვე შეგვიძლია, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მივიღოთ გაზი ირანიდან; შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი მილსადენის აშენება ძალიან პატარა მანძილზე, 300-კილომეტრიანის, რომ უფრო მეტი გაზი მივიღოთ. ნუ გავიწყდებათ, რომ ირანში გაზის მარაგი გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთში. ირანმა უკვე გაუსწრო რუსეთს და პირველ ადგილასაა მსოფლიოში.
– ირანულ გაზს ემბარგო არ ეხება?
– ნავთობზეა ემბარგო, გაზზე არ ყოფილა. სანქციები ირანულ გაზს არ ეხება.
– აზერბაიჯანმა შეიძლება, უარი გვითხრას ირანული გაზის მოწოდებაზე?
– არა მგონია, უარი გვითხარს, აზერბაიჯანს მაინც დასჭირდება ირანული გაზი. აბა, რის იმედი აქვთ, როდესაც მეორე მილსადენს აშენებენ?! აზერბაიჯანში გაზის ახალი მარაგების აღმოჩენის საშუალება არ არის.
– თითქოს ირანული გაზი უფრო ძვირი ღირს?
– ამ ყველაფრის დალაგებაა შესაძლებელი; შეგვიძლია ბარტერიც, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ირანთან ურთიერთობებში.

скачать dle 11.3