კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხიბლავს, მაგრამ ეშინია“

ანუ ღრუტუნები

 ჩვენს თანამოქალაქეებს თავზარი დაეცათ, რაკი შეიტყვეს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა აიკრძალება. და თუმცა ვისაც ჰყავს ან ელოდება, არაფერი ემუქრება, საპროტესტო აქცია საპროტესტოზე მოეწყო, მოტივით, მარჯვენასაჭიანებს გვჩაგრავენო.
იმასაც ამატებდნენ, რომ მეორადი მარჯვენასაჭიანები ხარისხითაც გამოირჩევიან (იმავე ასაკის მეორად მარცხენსაჭიანებთან შედარებით) და დაბალი ფასითაც, მაგრამ, რაკი მარჯვენასაჭიანი ავტოების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა მარცხენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობას ამ ჩვენს მარცხენასაჭიან ავტომობილებზე აგებულ მოძრაობაში, ცხადია, რომ შეზღუდვა უნდა დაწესებულიყო.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ნოვაცია, აღმოჩნდა, რომ უკონტაქტო პატრულიც გააკონტროლებს (რაც ფრიად მისასალმებელია, რადგან, არ უნდა იცოდე, როდის დაგადგება სამართალდამცველი). თუმცა ამ ნოვაციამაც გამოიწვია ვნებათაღელვა – თვალთვალი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსო.
მეორე მხრივ, მართლაცდა, მიდიხარ შენთვის, არღვევ კანონს და ამ დროს, თურმე, ფიქსირდება შენი უგვანი ქცევა?! –
პირადად მე იმასაც ველი, რომ ნაგვისმყრელთათვის ფოტოების გადაღებისა და ამ ფოტოების ნივთმტკიცებად გამოყენების უფლება მოგვეცემა, ბუნებრივია, ღორების დასაჯარიმებლად (რადგან ღორის ადგილი საღორეშია), თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნაგვისმყრელებიც მოაწყობენ საპროტესტო აქციას, რადგან ნაგვის დაყრის შეზღუდვას საკუთარი უფლებების შელახვად შეაფასებენ.
ერთი სიტყვით, ერთი მხრივ, დიდ გულზე ვართ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოლოდინში (რადგან მიგვაჩნია, რომ ევროკავშირს ბავშვობიდან ვიმსახურებთ), ოღონდ, მეორე მხრივ, რეგულაციები არ გვეპიტნავება, იმიტომ, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, ვისთვის როგორცაა ხელსაყრელი და იაფი. აქედან გამომდინარე კი იბადება რიტორიკული კითხვა: თუ ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების გამოც კი, ჯარიმას ვაპროტესტებთ, რა ლოგიკით ვიმსახურებთ დასავლეთის ღია კარში შეშვებას?!

скачать dle 11.3