კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადასაყოლებლები

ზრუნვა, ზრუნვა და ზრუნვა

 რაკი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდის უპირველესი ამოცანაა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობით ფინანსთა სამინისტრო გამოირჩევა (წელი ერთია და, ლამისაა ორჯერ მოუმატოს თამბაქოს აქციზის გადასახადი) – მოწევა კლავსო (არადა, შაქრითა და პურით მიღებული კალორიებიც არანაკლებ), 2016 წლის იანვრიდან აქციზის გადასახადი თამბაქოსაც გაეზრდება და ალკოჰოლურ სასმელებსაც.
მეტიც, მთავრობის ეს ინიციატივა, ანუ კანონპროექტი, ამ ჩვენმა პარლამენტმა მესამე მოსმენითაც კი დაამტკიცა (73 დეპუტატის ხმამ დაბეჭდა ეს გადაწყვეტილება).
ასე და ამგვარად, პირველი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი ფილტრიანი სიგარეტის ერთ კოლოფზე 20 თეთრით, უფილტროზე – 5 თეთრით, სიგარებზე – 4 თეთრით, ყალიონით მოსაწევ, საღეჭ ან საყნოსზე – 5 ლარით მოიმატებს, ხოლო აქციზის პროპორციული განაკვეთი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტის ყოველ 20-20 ღერზე 5-დან 10 პროცენტამდე გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ თამბაქოს ნაწარმის ღირებულების ზრდა ევროკავშირის რეკომენდაციაა (რაც, რბილად რომ ვთქვა, ევროკავშირის რეკომენდაციის ფრიად დამახინჯებული აღქმაა), იმას გარდა, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია საწვავის ხარისხის დადგენაცაა (მაგრამ ნავთობიმპორტიორების მორევა მწეველების მორევაზე რთულია) და კიდევ – 160-ლარიანი პენსიის, რომ გაძღე მაინც, იმ დონემდე გაზრდა.
როგორც უნდა იყოს, რაკი მეორე მთავარ მოტივად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელდება, ჩნდება ეჭვი, რომ, ვაითუ, ამ გულკეთილობამ გადაიყოლოს ამ ინიციატივის ავტორი?!

скачать dle 11.3