კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უშვებენ გოგონებთან ურთიერთობისას ბევრ შეცდომას გრიგოლ ტვილდიანი და ოთო ღურწკაია და რა ხერხს არ მიმართავენ ისინი მათ „დასაკერად“

23 წლის გრიგოლ ტვილდიანი და 18 წლის ოთო ღურწკაია „ვოისში“ ნოდიკო ტატიშვილის ჯგუფის წევრები არიან. ორივე მონაწილემ თითქმის ყველა ტურში გულგრილი არავინ დატოვა – არც ჟიურის წევრები და არც მაყურებლები.
გრიგოლ ტვილდიანი: ბათუმიდან ვარ. ბათუმში ვსწავლობდი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. „ვოისში“ მოსვლამდე ზაფხულში, 2-3 თვით ადრე, ბენდთან ერთად  სხვადასხვა ადგილზე ვუკრავდით. მანამდე არანაირი მუსიკალური გამოცდილება არ მქონია. 17-18 წლის ასაკში დავიწყე ჩემთვის სიმღერა და ასე ჩემით მოვედი აქამდე.
ოთო ღურწკაია: აბიტურიენტი ვარ, სკოლის მოსწავლე, ვაბარებ სამედიცინოზე. კარდიოქირურგობა მინდა. სიმღერა 14-15 წლის ასაკში დავიწყე, სხვადასხვა კონკურსში ვმონაწილეობდი, ოღონდ არა – სატელევიზიო. სადაც გავედი, ყველგან გავიმარჯვე. ბულგარეთშიც გამიშვეს და იქაც პირველი ადგილი ავიღე. „ვოისში“ წარმატების მისაღწევად, გამოცდილების მისაღებად გადავწყვიტე მონაწილეობა – ხალხს რომ გავეცანი და შევეყვარებინე.
გრიგოლი: „ვოისში“ ჯგუფის წევრების თხოვნით მოვხვდი. კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ერთი მხრივ, დიდ გამოცდილებას იღებ და მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა მონაწილე გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ ჩემი აზრით, გამარჯვების გარეშეც საინტერესო იქნება ეს გზა.
– რატომ აირჩიეთ ნოდიკო?
ოთო: არ მეგონა, ოთხივე თუ შემობრუნდებოდა. თავიდანვე ნოდიკოსთან მინდოდა წასვლა, თუმცა შეიძლება, სტილისტურად უფრო ნუცასთან ვარ ახლოს. ნოდიკოში ვაფასებ ადამიანობას, ძალიან საყვარელია, ბევრი კარგი თვისება აქვს და ამანაც განაპირობა არჩევანი. იყო სხვებისგან რაღაც შემოთავაზებები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ვერავინ გადამიბირა, მაინც ნოდიკო ავირჩიე. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არ ვნანობ, ნოდიკოზე რომ გავაკეთე არჩევანი.
გრიგოლი: ნოდიკოსთან წასვლის მიზეზი მისი უბრალოება, თავმდაბლობა იყო. ამიტომ, ვფიქრობ, მასთან წასვლა საუკეთესო არჩევანია.  იმის მიხედვით არ მიმიღია გადაწყვეტილება – ვინ სად მოღვაწეობს და როგორი წარმატებით.
– ქეთა სერიოზულად ცდილობდა შენს გადაბირებას. ქალებმა ვერ მოგხიბლეს.
– კი და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. ნოდიკო ყოველთვის ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, შენი აზრი გაიგოს, მოგისმინოს და შემდეგ გირჩიოს.
– ნოდიკოს აშკარად დიდი ფსონი სწორედ თქვენზე ჰქონდა დადებული.
– ჩემი აზრით, ყველაზე ფიქრობდა და ზოგადად, ძალიან ნერვიულობდა.
ოთო: ჯგუფში მეგობრული სიტუაციაა. რაღაც თუ არ მოგვეწონა, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, შეკრულები ვართ.
გრიგოლი: იმასაც ვაცნობიერებთ, რომ კონკურენტები ვართ, მაგრამ ეს არაფერში არ გვიშლის ხელს.
ოთო: ზოგჯერ ერთმანეთს ვაწყნარებთ – ნუ ნერვიულობო და ამ დროს შენ უფრო მეტად ნერვიულობ. მერე ისიც გაწყნარებს და ასე გრძელდება.
–  ცხოვრების რიტმი ალბათ, ცოტათი შეგეცვალათ.
– უფრო დავიტვირთე, მაგრამ გადავწყვიტე, ამ ეტაპზე „ვოისს“ მივხედო. მასწავლებლებთან სიარული გადავდე გვერდზე, რადგან არ მინდა, ზედაპირულად გავიარო ეს ყველაფერი. როგორც კი მორჩება „ვოისი,“ მაშინვე საფუძვლიანად დავუბრუნდები სწავლას.
გრიგოლი: სწავლის და ჯგუფის დატოვება მომიწია დროებით, მაგრამ ახლა ასეა საჭირო.
ოთო: ყველაზე რთული მაინც „ბრმა ქასტინგია“ – არ იცი, შემოგიბრუნდებიან თუ არა. დანარჩენი ეტაპი უკვე შენი პასუხისმგებლობაა.
გრიგოლი: ერთი ნამღერი ყველაფერს ცვლის, მთელ ცხოვრებასაც კი – შეიძლება, სულ დაანებო სიმღერას თავი. ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ შეიცვალა – თითქოს ხელის დაჭერის შემდეგ ყველაფერი იოლი ჩანს,  მაგრამ მერე იწყება უდიდესი პასუხისმგებლობა და ბევრი სირთულეც.
– რომელია მუსიკალური ჟანრი, რომელიც მოგწონთ ან შემსრულებელი, რომელმაც თქვენს მუსიკალურ გემოვნებაზე იქონია გავლენა?
– ერთი, გამორჩეული ჟანრი არ მაქვს, თუმცა, არის რამდენიმე შემსრულებელი, ვინც ჩემზე მოახდინა გავლენა. ამ მხრივ, ყველაზე დიდი „ამაგი“ ბრაიან ადამსს აქვს. თბილისში რომ იყო ჩამოსული, არ ვყოფილვარ მის კონცერტზე და ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება. თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამ კონცერტიდან 6-7 თვის შემდეგ დავიწყე მისი მოსმენა და ისიც მერე გავიგე, რომ აქ ყოფილა.
– რამეს ნანობთ?
ოთო: ბოლო პერიოდში ეკლესიაში ხშირად ვეღარ დავდივარ და ამას განვიცდი, ვნერვიულობ. სტიქაროსანი ვარ დაახლოებით 2 წელია. რომ იმოსები, სასწაული გრძნობაა. მამა გურამის (გურამიშვილი) დამსახურებაა ჩემი ადამიანობა – ძალიან შევიცვალე მისი დახმარებით. საკურთხეველში რომ შედიხარ, სადაც დიდი სიყვარულია, ღმერთთან უფრო ახლოს ხარ და ამან არ შეიძლება, შენზე არ იმოქმედოს.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
გრიგოლი: არაფერი, თავისუფალი ვარ.
– და როცა გოგონა მოგწონს, რას აკეთებ, როგორ ცდილობ მის მოხიბვლას?
– ამ დროს მორცხვობ, თან გინდა, თავი მოაწონო და ბევრ სისულელეს აკეთებ. მქონია ასეთი შემთხვევები – გავარდები და წაიქცევი, რაღაცის თქმა გინდა და სისულელეს ამბობ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ხიბლი ამ ურთიერთობის, გრძნობის. ამის გარეშე, არ მგონია, ადამიანებს ერთმანეთი შეუყვარდეთ. ამ ამბავში ოროსანი ვარ, არ მაქვს დიდი გამოცდილება.
ოთო: გოგოს სილამაზეზე მეტად მის ხასიათს ვაქცევ ყურადღებას. რომ გავიცნობ, მომეწონება, მერე თავისუფლად შემიძლია, მისი სილამაზე გვერდით გადავდო. არ მომწონს ცანცარა გოგონები, სერიოზული უნდა იყოს. არიან უზრდელი გოგონები, რაც არ მიყვარს. სერიოზულად ვერ მივუდგები გოგონას, თუ არ ექნება ის თვისებები, რაც მომწონს ადამიანში, გოგონაში.
– შენც ოროსანი ხარ ამ საქმეში?
– ოროსანი არა, მაგრამ როცა მომწონს, ვიკეტები და ვწითლდები. როცა ვაქტიურობ  ბევრ შეცდომას ვუშვებ.
– სიმღერითაც, ალბათ, გიმოქმედია გოგონების ემოციებზე.
– მიმოქმედია, მაგრამ მერე იმ გოგონებს ვეღარ უმოქმედიათ ჩემზე. არ მიყვარს სიმღერის გამოყენება გოგონების „დასაკერად“. სიმღერა ხელოვნებაა და ღმერთმა ეს ნიჭი იმისთვის მოგცა, რომ ცხოვრებაში სწორად გამოიყენო და არა – გოგონები „დაკერო“.
– თავისით „იკერებიან“, ესე იგი.
– „იკერებიან“ და „დაიკერონ“. გოგონა რომ დაგიწყებს ლაპარაკს და კომპლიმენტებს გეუბნება: რა კარგად მღერიო, არ მომწონს. თუმცა, შეიძლება, მომეწონოს კიდეც თუ ხასიათიც შეუწყობს ხელს. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს იმედები ცრუვდება – ოღონდ იმ გოგოსი. ვფიქრობ, ბიჭმა უფრო უნდა იაქტიუროს.
გრიგოლი: მე ამ საკითხში უფრო დემოკრატი ვარ. აზრი არ აქვს, ვინ დაიწყებს და ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს – გოგო თუ ბიჭი.
ოთო: გეუბნება  – კარგად იმღერე, შენც მოგეწონა გარეგნულად, მერე შენ უნდა დაიწყო მოქმედება. აქეთ რომ გეჩიჩინება, ტვინს გიჭამს და „გკერავს“ – აი, ეს არ მომწონს.

скачать dle 11.3