კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უშვილობის დიაგონოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდი

რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, სამედიცინო საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მისი მთავარი მიმართულება უშვილობისა და გინეკოლოგიური დაავადებების  დიაგნოსტიკა და მკურნალობაა. კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც არიან ევროპისა და აშშ-ის გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციების წევრები. საქართველოში პირველად სწორედ ამ ცენტრში დაინერგა უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია, პოლიკისტოზური საკვერცხეების მკურნალობის უახლესი სქემები და ასე შემდეგ. ამჟამად ეს ერთადერთი ცენტრია საქართველოში, სადაც უშვილობის დიაგნოსტიკის ორივე მეთოდია დანერგილი – ლაპარასკოპია და ფერტილოსკოპია.
ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმ-რეპროდუქტოლოგს ქალბატონ მანანა მგალობლიშვილს.

 _ ქალბატონო მანანა, რა იწვევს უშვილობას?
– წყვილი, რომელსაც უშვილობა აწუხებს, პრაქტიკულად ჯანმრთელია. ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტი მოდის და ამბობს, რომ მას ყველანაირი გამოკვლევა აქვს ჩატარებული, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება.  ხშირ შემთხვევაში სტანდარტული გინეკოლოგიური გამოკვლევები არ არის საკმარისი უშვილობის მიზეზის დასადგენად. აქ საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა. უმეტესად უშვილობა დაკავშირებულია სამ ძირითად ფაქტორთან: 1. მამაკაცის სპერმის ხარისხი, 2. ქალის საკვერცხეების ფუნქციონირება, ანუ ხდება თუ არა ჯანმრთელი კვერცხუჯრედის გამომუშავება და 3. ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები, მცირე მენჯის ღრუ) მდგომარეობა. ეს სამივე ფაქტორი უმნიშვნელოვანესია და რომელიმე მათგანის „ამოვარდნის“ შემთხვევაში, ორსულობა შეუძლებელია. მაგალითად, თუ სპერმა უხარისხოა, ის ვერ გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს; თუ კვერცხუჯრედია უხარისხო, ის ვერ განაყოფიერდება, თუნდაც ჯანმრთელი სპერმით და თუ რეპროდუქციული  ორგანოები არ არის „წესრიგში“, მასში ვერ მოხდება სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის „შეხვედრა“ და განაყოფიერება.
სწორედ ამიტომ, უშვილობის მკურნალობისთვის, უპირველესად, საჭიროა მიზეზის დადგენა, რისთვისაც ზემოაღნიშნული ამ სამი ძირითადი მიმართულებით, სათანადო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს.
– რა განსხვავებაა ლაპარასკოპიასა და ფერტილოსკოპიას შორის და უშვილობის შემთხვევაში, რომლის ჩატარებას ურჩევთ ქალბატონებს?
– ფერტილოსკოპიით ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების ენდოსკოპიური კვლევა, ანუ სპეციალური ვიდეოკამერით დათვალიერება, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს დაორსულების პროცესში (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები, მცირე მენჯის ღრუ).  პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით. როცა ქალს მხოლოდ უშვილობა აწუხებს, პრაქტიკულად ჯანმრთელია, სხვა რუტინული გამოკვლევებით გინეკოლოგიური პათოლოგიები არ აღენიშნება და უშვილობის ხანგრძლივობაც დაახლოებით ერთი წელია, ფერტილოსკოპია საუკეთესო დიაგნოსტიკური საშუალებაა, რომლის დროსაც შესაძლებელია ზოგიერთი მცირე ოპერაციის ჩატარება. თუმცა, ფერტილოსკოპიის ოპერაციული შესაძლებლობები, გარკვეულწილად, შეზღუდულია. მრავალი გინეკოლოგიური პათოლოგიის ოპერაციული  მკურნალობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა ან ხელს უშლის ორსულობას (ენდომეტრიული და პარაოვარიული ცისტა, საკვერცხის კისტომა, მილების ჰიდროსალპინქსი, მცირე მენჯის ღრუს სქელი შეხორცებები) მხოლოდ ლაპარასკოპიითაა შესაძლებელი. ლაპარასკოპიისას ქალის რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება ხდება სპეციალური ვიდეოკამერით და ოპერაციული ჩარევა ხორციელდება „უსისხლოდ,“ ანუ გაჭრის გარეშე. სტატისტიკური მონაცემებით უშვილო ქალების 40 %-ში ფერტილოსკოპიის ჩატარება სრულიად შეუძლებელია, რადგან დუგლასის ფოსო (ადგილი, საიდანაც ხდება შესვლა ფერტილოსკოპიისას) დახურულია: შეხორცებები, ფიქსირებული უკან გადახრილი საშვილოსნო, მიომატოზური კვანძი, ნაწლავი და ასე შემდეგ...  ამ შემთხვევაში გამოკვლევა შესაძლებელია მხოლოდ ლაპარასკოპიით. სწორედ ამიტომ, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულყოფისა და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის მიზნით, ჩვენს კლინიკაში ეს ორივე მეთოდია დანერგილი და საჭიროების შემთხვევაში ერთდროულად ტარდება: ფერტილოსკოპია+ლაპარასკოპია.
– შესაძლებელია თუ არა უშვილობის პროფილაქტიკა, ანუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ  წყვილმა თავიდან აიცილოს უშვილობა?
– უშვილობის გამომწვევი ზემოაღნიშნული სამი ძირითადი მიზეზი თავის მხრივ გამოწვეულია სასქესო გზების ინფექციური დაავადებებით, ჰორმონული დარღვევებით, გენეტიკური ფაქტორებით...  ყოველივე ამაზე გავლენას ახდენს დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება. უშვილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, განსაკუთრებით ქალებში – არის ასაკი. ქალი იბადება კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგით, რომელსაც ის ცხოვრების განმავლობაში „ხარჯავს“, ხოლო როცა ეს მარაგი ილევა, იწყება მენოპაუზა ანუ ეგრეთ წოდებული კლიმაქსი.  ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცის ორგანიზმში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდება სპერმატოზოიდების ახალ-ახალი უჯრედების წარმოქმნა – სპერმატოგენეზი. ამიტომ, მამაკაცისთვის ასაკს ისეთი დრამატული მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო ემატება წყვილს ასაკი, განსაკუთრებით კი ქალს, მით ნაკლებია დაორსულების შანსი.  უშვილობის პროფილაქტიკა დაკავშირებულია ზოგადად, ცხოვრების ჯანმრთელ წესთან, რაც თავის მხრივ გულისხმობს: ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ ვარჯიშს, მოწესრიგებულ სქესობრივ ცხოვრებას, რეგულარული პროფილაქტიკური სამედიცინო-გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას. ასევე, სასურველია, წყვილმა ორსულობა ახალგაზრდა ასაკში დაგეგმოს და სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე არ მიმართოს ორსულობისგან დამცავ საშუალებებს.  
 რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრი. ხელმძღვანელი - მანანა მგალობლიშვილი. მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ¹16, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობა. ტელ: 230-50-60;  595-51-60-60;  599-53-75-69.
მოგვძებნეთ „ფეისბუქზე“: Center for reproductive medicine and infertility
ვებ-გვერდი: www.reprod.ge

скачать dle 11.3