კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოუწყო თიკო შიოშვილს გრანდიოზული სიურპრიზი და რატომ ნანობს ახალბედა მსახიობი პროფესიულ არჩევანს

„მონტანების კლანის” უფროსის, ყირმისას შეყვარებული – თათუ, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” ახალი პერსონაჟია. ამ როლს ახალგაზრდა მსახიობი, თიკო შიოშვილი ასრულებს, რომლის სილამაზემაც გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თიკო 19 წლისაა და „ილიაუნში” ბიზნესს სწავლობს, მსახიობობა კი მისი მეორადი პროფესიაა.

 თიკო შიოშვილი: ილიას უნივერსიტეტში ბიზნესს ვსწავლობ მენეჯმენტის განხრით. ძალიან მიყვარს მათემატიკა და ვფიქრობდი, რომ ბიზნესის სწავლა მომეწონებოდა. ამიტომაც, ჩავაბარე აქ და ახლა მეორე კურსზე ვარ. თუმცა, სწავლის დაწყების პირველივე დღიდან მივხვდი, რომ არჩევანში შევცდი და ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებს. ამიტომ, მეორად პროფესიად სამსახიობო ხელოვნება ავირჩიე, რომელსაც „ილიაუნშივე” ვეუფლები გია როინიშვილთან. სერიალები ძალიან მიყვარს და ხშირად ვუყურებ. „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი აქამდეც ვიყავი და ძალიან მომწონდა, რადგან რეალობას ერთი-ერთში ასახავს. თან, ძალიან რეიტინგულიცაა და ამიტომ, ბუნებრივია, მინდოდა, მასში მეც გამოვჩენილიყავი. აქ ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი და რომ მითხრეს, როლზე დაგამტკიცესო, უბედნიერესი ვიყავი.
– ეს შენთვის პირველი გადაღებაა?
– ექვსი წლიდან ვცეკვავ. დაახლოებით შვიდი წელი საბავშვო ანსამბლ „ჩირაღდანში” დავდიოდი. მერე, როცა ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოვკიდე, ანსამბლ „რუსთავში” გადავედი. იქ სამი წელი ვიცეკვე და 16 წლისამ თავი დავანებე, რადგან მინდოდა, სწავლისთვის მიმეხედა. ანსამბლ „რუსთავში” ცეკვის პერიოდში, ერთხელ თურქეთში ვიყავით გასტროლზე. იქ გავიცანი ძალიან საყვარელი და კეთილი ადამიანი – ნიკა წულუკიძე. მითხრა, ძალიან კარგი გოგო ხარო და ჩამოვედით თუ არა, „იმედში” მიმიყვანა. იქ იმ დროს ფილმ „სიყვარულის ბალადას” იღებდნენ და მასობრივ სცენებში მეც გადამიღეს. მაშინ 15 წლის ვიყავი და ნიკა წულუკიძის დახმარებით, ამ ჯადოსნურ სამყაროში პირველად მოვხვდი. დღეს ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მერე ერთჯერადი როლი მქონდა  სერილში „გოგონა გარეუბნიდან”. მივხვდი, რომ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა, თუმცა სამწუხაროდ, როგორც გითხარით, სხვა რამ ავირჩიე. რატომღაც ვფიქრობდი, რომ პროფესიად არა მსახიობობა, არამედ რაიმე სხვა უნდა ამერჩია. ამიტომაც დღეს ვსწავლობ იმას, რაც არ მომწონს. თუმცა, საბედნიეროდ, მაქვს საშუალება, ბიზნესის პარალელურად, ვისწავლო ის, რაც მომწონს და ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს. სერიალში ჩემს პერსონაჟს, თათუს ნარკოტიკის მეტი არაფერი აინტერესებს. „მონტანების კლანი” ერთი ამბით ხვდება. მზადაა რესტორანი, ბეჭედი, ვახშამი ოჯახში... მოდის შეყვარებული, სადედამთილო, მაგრამ ეს გოგო ყოველთვის უხასიათო და უემოციოა. თუ იღიმის, ისიც მხოლოდ ძალდატანებით. ყოველ წუთს ტუალეტში გადის ნარკოტიკის დასაყნოსად და ბოლო-ბოლო „იფაქტება”. ძალიან უხასიათოა, რითაც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება. მე პირიქით, უზომოდ ემოციური ვარ და ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მაქვს. ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და განვიცდი... თუ მიხარია, სულ გაბრწყინებული და გაღიმებული დავდივარ (იცინის). სახეზე მაწერია, რომ უბედნიერესი ვარ. ბოლოს, ასე მაშინ ვიყავი, როცა როლზე დამამტკიცეს. იმ დილით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და გამაღვიძა, რის გამოც ძალიან გავბრაზდი. მას გავუთიშე თუ არა, რეჟისორის ასისტენტმა დამირეკა და მითხრა: თიკო, გილოცავ, როლზე ხარ დამტკიცებულიო. იმდენად გამიხარდა, რომ თავიდან ხმას ვერ ვიღებდი. მერე ყველას ვუთხარი და ერთი ამბავი გვქონდა (იცინის). სანამ სერია ეთერში გავიდოდა, მეგობრები ჩემთან შეიკრიბნენ და ერთად ვუყურეთ. ყველას ძალიან უხაროდა და ისეთი ამბავი იყო, რომ ნორმალურად ვერც ვიგებდით სერიალში რა ხდებოდა. მერე გავაფრთხილე, ჩუმად იყავით და რეკლამის დროს გავარჩიოთ-მეთქი, რადგან ძალიან მაინტერესებდა რა გამოვიდა. პრომო რომ პირველად დატრიალდა და „ფეისბუქზე” შევედი, იქ ისეთი ამბავი დამხვდა, ვერ ვხვდებოდი ვის გვერდზე ვიყავი. მწერდნენ: რა საყვარელი ხარ, რა ლამაზი – სერიალს თქვენს გამო ვუყურებთო. ბევრი გულშემატკივარი გამომიჩნდა. პირველი სერიის გასვლის შემდეგ, მეორე დღეს, დილით უნივერსიტეტში მივდიოდი. მაგვიანდებოდა და იმდენად ვჩქარობდი, რომ აღარც მახსოვდა, წინა საღამოს რომ გამოვჩნდი სერიალში. გარეთ რომ გამოვედი, ყველა მიღიმოდა და ჩემ დანახვაზე ერთმანეთს რაღაცეებს ეუბნებოდნენ. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა და რის გამო, რადგან გადარბენაზე ვიყავი. უნივერსიტეტში რომ ყველაფერი მოვაგვარე და წამოვედი, მერეც იგივე განმეორდა. ქუჩაში ყველა ყურადღებას მაქცევდა და მაშინ გამახსენდა, რომ წინა საღამოს სერია გავიდა ეთერში, რომელში მეც გამოვჩნდი. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაში უცხო ადამიანები მოდიან, გიღიმიან და თბილ სიტყვებს გეუბნებიან. ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, თუმცა ჩემთვის გადაღების პროცესიც ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ, ეს ყველაფერი მართლა ჯადოსნური სამყაროა.
– შენმა ლექტორებმა თუ გიცნეს?
– კი და მითხრეს: მსახიობობა დაიწყე და ახლა აღარ უნდა იმეცადინოო?! (იცინის)  თეატრალურის ლექტორი არაფერს მეუბნება ამასთან დაკავშირებით. ის ძალიან მკაცრია და უნდა, რასაც გვთხოვს, ის ჩავაბაროთ. მე კი სერიალში მონაწილეობით მოვლენებს წინ გავუსწარი, რაც ცოტა ზედმეტია. ამიტომ, ორმაგად  და სამმაგად მტვირთავს. ჩემგან უფრო მეტს მოითხოვს.
– თუ გიფიქრია, რას შეცვლის ეს შენ ცხოვრებაში და როგორ იმოქმედებს შენზე პოპულარობა?
– პოპულარობის გამო არ შევიცვლები, თუმცა ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. მართალია, როცა გცნობენ, შენს ყველა ნაბიჯს აკვირდებიან, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან ჩემს ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება, დააკვირდნენ და არ მოეწონოთ. ისეთი არაფერი გამიკეთებია, რის გამოც შეიძლება გამკიცხონ.
– შენი ოჯახის შესახებაც მოგვიყევი.
– ძალიან დიდი ოჯახი მაქვს. სახლში მე, დედა, სამი პატარა და, ბებია და თუთიყუში კოკი ვცხოვრობთ. ჩემი წარმატება ყველას ძალიან უხარია და კომპლიმენტებს მეუბნებიან. ჩემი პირველი გულშიმატკივარი დედაა. ის ძალიან ახალგაზრდა 37 წლისაა და ჩვენ დედა-შვილზე მეტად, დები და მეგობრები ვართ. დედა ჩემი ყველა გადაწყვეტილებისას გვერდში მიდგას. არ მახსოვს, რაიმეზე უარი ეთქვას, რადგან იცის, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც გულს ატკენს. რაც შეეხება მამას, მას ცალკე ოჯახი აქვს და ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს.  
– ნინი ბრეგვაძესთან რა გაკავშირებს?
– ნინი ბრეგვაძე ჩემი მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, კლასელები ვიყავით და დღემდე ვმეგობრობთ. ახლა ორივე დაკავებულები ვართ, მაგრამ როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ზაფხულშიც ერთად ვისვენებთ ხოლმე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი მნიშვნელოვანი. არ არსებობს გოგო, რომელსაც თაყვანისმცემელი არ ჰყავს. ასე, რომ ბიჭები მეპრანჭებიან და ახლა მით უმეტეს, ძალიან ბევრ კომპლიმენტს მეუბნებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ერთმა ბიჭმა გრანდიოზული სიურპრიზი მომიწყო, რაც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩემი საყვარელი მომღერალი ბეზჰართია. როცა ის თბილისში ჩამოვიდა და ფილარმონიაში კონცერტი გამართა, ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა არ მოინდომეს, რადგან კონცერტი ფილარმონიაში იყო. ჩვენ ღია ცის ქვეს გვერჩივნა, მაგრამ მე იმდენად მინდოდა წასვლა, სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ტარდებოდა. თუმცა, მარტო ხომ ვერ წავიდოდი. კონცერტი რომ მოახლოვდა და ყველა მის შესახებ ლაპარაკობდა და წერდა, მივხვდი, ძალიან მივქარე – ვინანე, მარტო მაინც რომ არ წავედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთი ბიჭი მირეკავს და მეკითხება: რას შვრები, თიკო, მიდიხარ კონცერტზეო. არა, თან, ახლა ბილეთიც აღარაა, რომ ვიყიდო და მარტო მაინც წავიდე-მეთქი, ვუთხარი (იცინის). არა, დაემატა და მე და შენ მივდივართო: მიპასუხა. ძალიან გამიხარდა. კონცერტზე უბედნიერესი ვიყავი, არაჩვეულებრივი დრო გავატარე და ის დღე არასდროს დამავიწყდება.

скачать dle 11.3