კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკაკი წილოსანის საერთაშორისო აღიარების საიდუმლო

თმის გადანერგვის წილოსანისეული მეთოდი, ანუ როგორ გახდა „თალიზი“ მსოფლიო ბრენდი 

 მსოფლიოში ათასობით ქირურგია დაკავებული თმის გადანერგვით, თუმცა კორიფეებად ცოტანი ითვლებიან და მათ შორისაა აღიარებული ქირურგი, თმის ტრანსპლანტოლოგიის ქართველი გურუ, მედიცინის დოქტორი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, ქართული ბრენდის – „თალიზის“ ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი და ეს გასაკვირი არცაა, რადგან აკაკი წილოსანმა, როგორც იტყვიან, თავისი ხაზი შექმნა ამ დარგში. თმის გადანერგვის ოპერაცია ბატონმა აკაკიმ პირველად 15 წლის წინ გააკეთა და, მას შემდეგ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო მასშტაბით  (უკრაინა, დუბაი, მალაიზია, სომხეთი, უზბეკეთი, ბელორუსია, ინდოეთი) თმა 8 ათასზე მეტ ადამიანს გადაუნერგა. აღსანიშნავია, რომ აკაკი წილოსანის პაციენტები ყველა რასისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან და მათ შორის ბავშვიც ბევრია. სხვათა შორის, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აკაკი წილოსანმა თმა გადაუნერგა, 78 წლის იტალიელი იყო.  
„ამ 15 წლის განმავლობაში თმის გადანერგვა დინამიკურად ვითარდებოდა და, განვითარების ეს დინამიკა შეიძლება მობილურ კავშირსა და კომპიუტერულ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს შევადაროთ,“ – ამბობს აკაკი წილოსანი, რომლის „ფიშკაც“ დიდმასშტაბიანი ოპერაციებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ქირურგს 2 500 გრაფტზე ნაკლები არასდროს გადაუნერგავს.
მეტიც, რამდენიმე წლის წინ, „თალიზში“, შეიძლება ითქვას, მსოფლიო რეკორდიც დამყარდა – აკაკი წილოსანმა, თავის გუნდთან ერთად, 10 ათასამდე გრაფტი გადანერგა, თუმცა ამ რეკორდზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ...
საერთო ჯამში, მას შემდეგ, რაც თმის ტრანსპლანტაცია დაიწყო, აკაკი წილოსანს 20 მილიონ გრაფტზე მეტი აქვს გადანერგილი.
ოპერაციების გარდა, აკაკი წილოსანი აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევა. ასევე, ინტენსიურად მონაწილეობს ISHRS-ის (თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება) მუშაობაში. გარდა ამისა, მონაწილეობა ათობით კონგრესსა და ე.წ. „ვორქშოფში” აქვს მიღებული, ესწრება და თავადაც ატარებს მასტერკლასებს.
„უდიდესი გამოცდილების მიუხედავად,  ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვიყენებთ და პრაქტიკაში ვამოწმებთ თმის ყველა ცნობილი ტრანსპლანტოლოგის ტექნიკასა და მეთოდს,“ – ამბობს აკაკი წილოსანი, რომელმაც, როგორც თმის გადანერგვის სპეციალისტმა, განვითარების პიკს 2008 წელს მიაღწია, ანუ „თალიზის“ ხელმძღვანელმა თმის გადანერგვის საკუთარი კონცეფეცია შეიმუშავა, რომელიც მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული.
თმის გადანერგვის შედეგის აკაკი წილოსანისეული კრიტერიუმები კი ასეთია:
1. ბუნებრივი შედეგი, ანუ გადანერგილ თმას არ ეტყობა, რომ გადანერგილია;
2. გადანერგვით თმის ბუნებრივი სიხშირე მიიღწევა;
3. თმის გადანერგვას არ ახლავს გართულება და გვერდითი მოვლენები;
4. თმის ტრანსპლანტაციის წილოსანისეულ მეთოდს, ასევე, არ ახლავს დისკომფორტი, სასურველი შედეგი დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯით და, რაც მთავარია, ერთი ოპერაციით მიიღწევა.
მაინც, რა არის აკაკის წილოსანის წარმატებისა და მსოფლიო აღიარების მთავარი საიდუმლო? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: – სრულყოფილი ანეზთეზიის მეთოდი. გარდა ამისა, „თალიზში“, თმის გადანერგვის სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, პაციენტს ოპერაციისთვის წინასწარ არ ამზადებენ. შესაბამისად, თმის ტრანსპლანტაციის მსურველს, როგორც იტყვიან, ანალიზების დასტა არ სჭირდება.
– თმის გადანერგვით რატომ დაინტერსდით? – ვეკითხები „თალიზის“ ხელმძღვანელს.
– იმიტომ, რომ თმა გამცვივდა, რასაც ძალიან განვიცდიდი, – ღიმილით მპასუხობს აკაკი წილოსანი და თავის ისტორიას მიყვება: – ზოგადი ქირურგი ვიყავი და პერიტონიტების მკურნალობაზე  საკანდიდატო დისერტაციაც დავიცავი, მაგრამ ქირურგია ჩემი საქმე არ იყო, თუმცა თმის გადანერგვაც ქირურგიაა. საერთოდ, ქირურგს არწივის თვალი და ლომის გული უნდა ჰქონდეს.
– თავიდან, როცა თმის გადანერგვა დაიწყეთ, ექსპერიმენტებს გაურბოდით?
– არა, პირიქით, ვრისკავდით და ისეთ ოპერაციებსაც ვაკეთებდით, რომლებსაც სხვაგან არ აკეთებდნენ. მაგალითად, პირველად ჩვენ დავიწყეთ ნაკერიანი და უნაკერო ოპერაციების კომბინაცია, პირველებმა მივაღწიეთ გადანერგილი თმის მაქსიმალურ სიხშირესაც (100 გრაფტი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე) და ეს შედეგი დღემდე არავის გაუმეორებია; თმა წვერიდანაც ჩვენ გადავნერგეთ პირველად. მაშინ ეს სფერო „ყამირი” იყო – არავინ იცოდა, თმა სწორად როგორ უნდა გადანერგილიყო. ბოლოს, იმდენს მივაღწიეთ, რომ ყოფილ დსთ-ის სივრცეში, გრაფტების სტერეომიკროსკოპებით დამუშავებაც პირველებმა დავიწყეთ.
ბატონი აკაკი მოსკოვში ცნობილ „რეალ ტრანს ჰეარის” ხელმძღვანელ ბუიანოვთან საუბარსაც იხსენებს, რომლისთვისაც ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე უკითხავს, ფართომასშტაბიან FUE-ებს, ანუ უნაკერო ოპერაციებს რატომ არ აკეთებთო. რუს კოლეგას უპასუხია, ნაკერიან მეთოდზეც რიგები მიდგას და უნაკერო ოპერაცია ჩემთვის ზედმეტი თავის ტკივილიაო. აკაკი წილოსანი კი სწორედ ამ „ზედმეტ თავის ტკივილებს“ არც ერიდებოდა და არც ერიდება.
ასე და ამგვარად, ყველაფერი პოლარული ღამესავით ნათელია: აკაკი წილოსანი მსოფლიო ბრენდია. ასე რომ არ იყოს, მაგალითად, ავსტრალიიდან პაციენტი თმის გადასანერგად თბილისში, კერძოდ, კლინიკა „თალიზში“ არ ჩამოვიდოდა. ეს კი არა, ამ ხნის განმავლობაში აკაკი წილოსანთან მომზადება 200-მა ექიმმა გაიარა, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთი პედაგოგის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას დღემდე გამოხატავენ.

скачать dle 11.3